პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაფანგი "პოლიციელებზე მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს
ხაფანგი "პოლიციელებზე მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს

10 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და ასე­ვე ორი პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. იგი ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­და­გან­ში, თა­ვი­სი სახ­ლის მე­ზობ­ლად, მი­ტო­ვე­ბულ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს აფა­რებ­და თავს.

მეტ­სა­ხე­ლად შალი

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ცნო­ბით, შალ­ვა აბუ­ლა­ძემ, მეტ­სა­ხე­ლად "შა­ლიმ", 2015 წლის 23 იან­ვარს ბორ­ჯომ­ში მძი­მედ დაჭ­რა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი. ბე­რუ­აშ­ვი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მა­ხა­რაშ­ვი­ლი კი დღე­საც ინ­ვა­ლი­დის ეტლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ­ლა­ძემ ამის შემ­დეგ თბი­ლისს შე­ა­ფა­რა თავი. სხვა­თა შო­რის, ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით აქ­ტი­უ­რობ­და, მოძ­რა­ობ­და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის კვალ­ზე გას­ვლა ვერ შეძ­ლეს. 4 აპ­რილს ის ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს. მან სრო­ლა ატე­ხა, რის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა პო­ლი­ცი­ე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლი და და­იჭ­რა მისი მე­წყვი­ლე ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი. მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დი­ლას, 6 სა­ათ­ზე, შალ­ვა აბუ­ლა­ძე ისევ ვარ­კე­თილ­ში, წუ­ლუ­კი­ძის ქუ­ჩა­ზე შე­ნიშ­ნეს. მას პა­რი­კი ეკე­თა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე კვლავ გახ­სნა ცე­ცხლი. ორ­მხრი­ვი სრო­ლა ატყდა, მაგ­რამ აბუ­ლა­ძე ისევ და­უსხლტა ხე­ლი­დან პო­ლი­ცი­ე­ლებს. მის ძებ­ნა­ში ლა­მის მთე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რა ჩა­ერ­თო.

ტაქ­სის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბა – სი­გა­რე­ტი მი­ყი­დეო...

ძებ­ნილ შალ­ვა აბუ­ლა­ძის ფოტო ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს, მე­ბა­ჟეს თუ მე­სა­ზღვრეს ჰქონ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­ერ­თვნენ. შედ­გა მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტიც. კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნეს ყვე­ლა ის პირი, რომ­ლებ­საც ძებ­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. აბუ­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. თუმ­ცა, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, ძებ­ნი­ლი საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად მოქ­მე­დებ­და, ნაც­ნო­ბებ­თან კონ­ტაქტს თავს არი­დებ­და, რაც მის კვალ­ზე გას­ვლას არ­თუ­ლებ­და. ჩა­ტარ­და რე­ი­დე­ბი ბორ­ჯომ­შიც, რად­გან შე­საძ­ლოა, ბორ­ჯო­მელ აბუ­ლა­ძეს სწო­რედ იმ ად­გი­ლე­ბის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი კენ­ჭიც კი იცის.

თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, აბუ­ლა­ძე 8 აპ­რი­ლამ­დე თბი­ლის­ში იმა­ლე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა და­ი­წყეს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ი­ღეს. კერ­ძოდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბამ­დე ორი დღით ადრე აბუ­ლა­ძემ თბი­ლის­ში ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა.

ფსი­ქო­პორ­ტრე­ტი

ნანა ჩა­ჩუა, ფსი­ქო­ლო­გი: "რო­გორც კი შალ­ვა აბუ­ლა­ძე­ზე შე­ვი­ტყვე, მისი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დი დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე და სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბიც ვი­პო­ვე. ერთ-ერთ კადრში, მას თი­თე­ბით დამ­ბა­ჩის ტი­პის ია­რა­ღი აქვს გა­თა­მა­შე­ბუ­ლი - თით­ქოს მე­გობ­რე­ბის მოკ­ვლას მკერ­დში და­მიზ­ნე­ბით ცდი­ლობს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შალ­ვა აბუ­ლა­ძის საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­ურ ფო­ტო­ებ­სა და აზ­რობ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ე.წ. სტა­ტუ­სებ­საც იპო­ვით. დას­კვნა: რო­გორც ჩანს, მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი იყო. მისი ცხოვ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ წა­სუ­ლი­ყო, შე­საძ­ლოა კონ­სტრუქ­ცი­ულ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ცი­ხე­ში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნამ მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო და­ძა­ბა. მით უმე­ტეს, კარ­გად ვი­ცით, ცი­ხე­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ხდე­ბო­და, სწო­რედ ასეთ­მა ვი­თა­რე­ბამ შალ­ვა აბუ­ლა­ძის აგ­რე­სი­უ­ლი იმ­პულ­სე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა. ალ­ბათ, სა­დღაც მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­სა­წყის­შიც იყო და დამ­ნა­შა­ვედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მზა­ო­ბა არ­სე­ბობ­და...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ხაფანგი "პოლიციელებზე მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს

ხაფანგი "პოლიციელებზე მონადირისთვის" - როგორ აფასებს ფსიქოლოგი აბულაძის ფსიქოტიპს

10 აპრილს სამართალდამცავებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ასევე ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. იგი ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, თავისი სახლის მეზობლად, მიტოვებულ ორსართულიან სახლს აფარებდა თავს.

მეტსახელად შალი

სამართალდამცავთა ცნობით, შალვა აბულაძემ, მეტსახელად "შალიმ", 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში მძიმედ დაჭრა პოლიციელები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი. ბერუაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მახარაშვილი კი დღესაც ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. არსებული ინფორმაციით, აბულაძემ ამის შემდეგ თბილისს შეაფარა თავი. სხვათა შორის, ის სოციალური ქსელით აქტიურობდა, მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. თუმცა სამწუხაროდ, სამართალდამცველებმა მის კვალზე გასვლა ვერ შეძლეს. 4 აპრილს ის ვარკეთილის მეტროსთან შემოწმების მიზნით პოლიციელებმა გააჩერეს. მან სროლა ატეხა, რის შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი და დაიჭრა მისი მეწყვილე ვალერიან გრძელიშვილი. მკვლელობის მეორე დილას, 6 საათზე, შალვა აბულაძე ისევ ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე შენიშნეს. მას პარიკი ეკეთა, სამართალდამცავების დანახვისთანავე კვლავ გახსნა ცეცხლი. ორმხრივი სროლა ატყდა, მაგრამ აბულაძე ისევ დაუსხლტა ხელიდან პოლიციელებს. მის ძებნაში ლამის მთელი სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთო.

ტაქსის მძღოლის ჩვენება – სიგარეტი მიყიდეო...

ძებნილ შალვა აბულაძის ფოტო ყველა პოლიციელს, მებაჟეს თუ მესაზღვრეს ჰქონდა. ჩვენი ინფორმაციით, საქმეში ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. შედგა მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც. კონტროლზე აიყვანეს ყველა ის პირი, რომლებსაც ძებნილი, სავარაუდოდ, დაეკონტაქტებოდა. აბულაძე საქართველოს დატოვებას ვერ მოახერხებდა. თუმცა, როგორც სამართალდამცველები პირად საუბრებში აცხადებენ, ძებნილი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებდა, ნაცნობებთან კონტაქტს თავს არიდებდა, რაც მის კვალზე გასვლას ართულებდა. ჩატარდა რეიდები ბორჯომშიც, რადგან შესაძლოა, ბორჯომელ აბულაძეს სწორედ იმ ადგილებისთვის შეეფარებინა თავი, სადაც თითოეული კენჭიც კი იცის.

თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აბულაძე 8 აპრილამდე თბილისში იმალებოდა. სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლების გამოკითხვა დაიწყეს და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღეს. კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად, დაკავებამდე ორი დღით ადრე აბულაძემ თბილისში ტაქსი გააჩერა.

ფსიქოპორტრეტი

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: "როგორც კი შალვა აბულაძეზე შევიტყვე, მისი "ფეისბუკის" გვერდი დეტალურად შევისწავლე და საინტერესო ფოტოებიც ვიპოვე. ერთ-ერთ კადრში, მას თითებით დამბაჩის ტიპის იარაღი აქვს გათამაშებული - თითქოს მეგობრების მოკვლას მკერდში დამიზნებით ცდილობს.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში შალვა აბულაძის საკმაოდ პოზიტიურ ფოტოებსა და აზრობრივად ჩამოყალიბებულ ე.წ. სტატუსებსაც იპოვით. დასკვნა: როგორც ჩანს, მისი შინაგანი სამყარო წინააღმდეგობრივი იყო. მისი ცხოვრება სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შესაძლოა კონსტრუქციულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ციხეში ხანგრძლივად ყოფნამ მისი შინაგანი სამყარო დაძაბა. მით უმეტეს, კარგად ვიცით, ციხეში წლების განმავლობაში რა ხდებოდა, სწორედ ასეთმა ვითარებამ შალვა აბულაძის აგრესიული იმპულსები გააძლიერა. ალბათ, სადღაც მის ცნობიერებაში ფსიქიკური პრობლემები დასაწყისშიც იყო და დამნაშავედ ჩამოყალიბების მზაობა არსებობდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია