სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია
საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10% ღა­ტა­კია, ანუ 430 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი. ეკო­ნო­მის­ტე­ბის ერთ ნა­წილს კი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მე­ტის­მე­ტად დაკ­ნი­ნე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა. ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40% ღა­რი­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლია.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე "მა­ჩან­ჩა­ლა" დარ­გია, შე­სა­ბა­მი­სად, 2014 წლის სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ კი­დევ არ არის დათ­ვლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 2013 წლის ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, შარ­შან­წინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10%, ანუ 430 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ღა­ტაკ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დი­ო­და. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ იც­ვლე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცვლი­ლე­ბა, ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი, სა­დღაც ასო­ბით გახ­სნი­ლი სა­წარ­მო მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნეს ვერ ცვლის.

ეკო­ნო­მის­ტე­ბი პირ­და­პირ მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სტა­ტის­ტი­კის მო­ნა­ცე­მე­ბი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი და არას­წო­რია. რე­ა­ლუ­რად, თუკი ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს 2005 წლის მე­თო­დო­ლო­გი­ით და­ვით­ვლით (მცე­ნა­რე­უ­ლი და ცხო­ვე­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა) ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 45% ღა­რიბ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. სა­არ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის დათ­ვლის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დო­ლო­გია არ­სე­ბობს. რო­გორც ყო­ველ­თვის ნე­გა­ტი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მის დად­გე­ნა იმ მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად დრა­მა­ტულ სუ­რათს ხა­ტავს.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის სოსო არჩვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2014 წელს სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯზე სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცო­ტა­თი შემ­ცირ­დე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. ამას­თა­ნა­ვე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს - უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდ წილს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ფა­რავს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხით მო­სახ­ლე­ო­ბის პი­რა­დი ხარ­ჯი იზო­გე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2014 წელს უნდა შემ­ცირ­დეს", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სინსილიო!
0

ვფიქრობ ძალიან ცოტაა. 400 000 მარტო გურიაში იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ერთ-ერთი ყველაზე "მაჩანჩალა" დარგია, შესაბამისად, 2014 წლის სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. რაც შეეხება 2013 წლის ოფიციალურ მონაცემებს, შარშანწინ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 430 ათასამდე ადამიანი ღატაკთა კატეგორიაში გადიოდა. ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე წელია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი არ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ცვლილება, ახალი საინვესტიციო პროექტები, სადღაც ასობით გახსნილი საწარმო მოსახლეობის ცხოვრების დონეს ვერ ცვლის.

ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სტატისტიკის მონაცემები დაკნინებული და არასწორია. რეალურად, თუკი ამ მაჩვენებელს 2005 წლის მეთოდოლოგიით დავითვლით (მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა) ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საართველოში სიღარიბის დათვლის რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. როგორც ყოველთვის ნეგატიური მონაცემების შემცველი კრიტერიუმის დადგენა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება, რომელიც ნაკლებად დრამატულ სურათს ხატავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო არჩვაძის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო სუბსიდიებისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ხარჯზე სიღარიბის მაჩვენებელი ცოტათი შემცირდება.

"სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბევრ მიმართულების სუბსიდირებას ახორციელებს. ამასთანავე, განათლების სისტემას აქვს - უფასო სახელმძღვანელოები, სამედიცინო მომსახურების საკმაოდ დიდ წილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. შესაბამისად, ამ კუთხით მოსახლეობის პირადი ხარჯი იზოგება. შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი 2014 წელს უნდა შემცირდეს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იხილეთ გაგრძელება