პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა
გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა

ოთარ გი­ორ­გა­ძე სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით დღემ­დე 30-მდე ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა, სტუმ­რობ­და სამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, მათ შო­რის, ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­მარ­თულ­საც, სა­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი სა­ოც­ნე­ბო ტი­ტუ­ლი გერ­მა­ნი­ამ მო­ი­პო­ვა.

29 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბებს შო­რის მატ­ჩი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, რა­საც, ალ­ბათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას ვერ და­ვარ­ქმევთ. გერ­მა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს და ოფი­ცი­ა­ლურ მატჩს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის წინ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ერ­თგვა­რი ტეს­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თან ახ­ლდა უამ­რა­ვი არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი, ვარ­ჯიშ­ზე ქარ­თვე­ლი ფა­ნის შვა­ინშტა­ი­გე­რის ბუ­ცე­ბი­სად­მი "არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან" მატჩზე შვი­დი ქო­მა­გის შე­ვარ­დნამ­დე. ოთარ გი­ორ­გა­ძეს მატ­ჩის­წი­ნა და შემ­დგო­მი ვნე­ბა­თა­ღელ­ვის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი და­ვუს­ვით.

- 2012 წლის იან­ვრი­დან ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­დი­ა­ო­ფიც­რი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პრესს­პი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ მოღ­ვა­წე­ო­ბას, "პირ­ველ არხზე", მაგ­რამ წლე­ბის გან-მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემი მე­ო­რე საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ვი­ნა­ი­დან ამ სფე­როს შიგ­ნი­დან და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. მინ­და, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია და მე­დია ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს იყოს და ამას ჩემი პრო­ფე­სია მი­ად­ვი­ლებს.

- ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მი­მართ ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­ბათ არ გიკ­ვირთ.

- ეს ჩვენ­თვის სი­ურპრი­ზი არ არის, რად­გან ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სად­მი გან­წყო­ბას გან­სა­ზღვრავს ის შე­დე­გი, რაც ნაკ­რებს აქვს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არის ინ­ტე­რე­სი ფეხ­ბურ­თი­სად­მი, ვი­ნა­ი­დან ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი კარ­გად ას­პა­რე­ზო­ბენ და აქვთ შე­დე­გი, რაც არას­დროს გვქო­ნია. ეს უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმედს გვაძ­ლევს. ისიც მეს­მის, რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბია პირ­ვე­ლი და ქვეყ­ნის სა­ხეა, ამი­ტო­მაც გვეს­მის ხში­რი კრი­ტი­კა. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, რომ ახ­ლოს იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ჩვენ ვერ ვი­თა­მა­შებთ მო­ე­დან­ზე, მო­ე­დან­ზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­დი­ან. შე­დეგს თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია არის თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია, გვაქვს დიდი ნდო­ბა "უე­ფას­გან" და ეს ნდო­ბა აი­სა­ხე­ბა იმა­ზე, რომ მა­ღა­ლი რან­გის თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა.

- ოთო, რო­გორც ვიცი, სამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს და­ეს­წა­რი.

- პირ­ვე­ლად 2006 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გახ­ლდით, 2010-ში - სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და 2014 წელს - ბრა­ზი­ლი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის მე­დი­ა­ო­ფი­ცერ შტე­ფან ეი­ერ­მანს. საფ­რან­გეთ­თან თა­მა­შის შემ­დეგ ვი­უ­ლა (იღი­მის). ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის, მატ­ჩე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რე­ბად მოგ­ვევ­ლინ­ნენ რო­ბერ­ტო კარ­ლო­სი, რო­ნალ­დო, დელ პი­ე­რო. ასე­თი დო­ნის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას გძენს. ფი­ნა­ლურ დღეს, მი­უ­ხე­და­ვად გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­ში­სა, მთე­ლი ბრა­ზი­ლია გერ­მა­ნი­ას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით, არ სურ­დათ, რომ ბრა­ზი­ლი­ი­დან თასი არ­გენ­ტი­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო (იცი­ნის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა

გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა

ოთარ გიორგაძე სპორტული ჟურნალისტიკიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმოჩნდა. თავისი პროფესიით დღემდე 30-მდე ქვეყანა მოიარა, სტუმრობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატს, მათ შორის, ბრაზილიაში გამართულსაც, სადაც, მოგეხსენებათ, ყველა საფეხბურთო ნაკრების მთავარი საოცნებო ტიტული გერმანიამ მოიპოვა.

29 მარტს საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა, რასაც, ალბათ, მოულოდნელობას ვერ დავარქმევთ. გერმანიას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ოფიციალურ მატჩს, რომელიც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის ერთგვარი ტესტი უნდა ყოფილიყო, თან ახლდა უამრავი არცთუ სასიამოვნო ინციდენტი, ვარჯიშზე ქართველი ფანის შვაინშტაიგერის ბუცებისადმი ''არაჯანსაღი დამოკიდებულებიდან'' მატჩზე შვიდი ქომაგის შევარდნამდე. ოთარ გიორგაძეს მატჩისწინა და შემდგომი ვნებათაღელვის შესახებ კითხვები დავუსვით.

- 2012 წლის იანვრიდან ვმუშაობ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მედიაოფიცრისა და ფედერაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე. სპორტულ ჟურნალისტიკაში დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას, ''პირველ არხზე'', მაგრამ წლების გან-მავლობაში მიღებული გამოცდილების პარალელურად, ჩემი მეორე საქმიანობა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ამ სფეროს შიგნიდან დანახვის საშუალება მომეცა. მინდა, ფეხბურთის ფედერაცია და მედია ერთმანეთთან ახლოს იყოს და ამას ჩემი პროფესია მიადვილებს.

- ეროვნული ნაკრების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება ალბათ არ გიკვირთ.

- ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ არის, რადგან ყველა ქვეყანაში ეროვნული ნაკრებისადმი განწყობას განსაზღვრავს ის შედეგი, რაც ნაკრებს აქვს. ამის მიუხედავად, მაინც არის ინტერესი ფეხბურთისადმი, ვინაიდან ახალგაზრდული ნაკრებები კარგად ასპარეზობენ და აქვთ შედეგი, რაც არასდროს გვქონია. ეს უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს. ისიც მესმის, რომ ეროვნული ნაკრებია პირველი და ქვეყნის სახეა, ამიტომაც გვესმის ხშირი კრიტიკა. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ახლოს იყოს საზოგადოებასთან. ჩვენ ვერ ვითამაშებთ მოედანზე, მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან. შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, ფეხბურთის ფედერაცია არის თანამედროვე ორგანიზაცია, გვაქვს დიდი ნდობა ''უეფასგან'' და ეს ნდობა აისახება იმაზე, რომ მაღალი რანგის თამაშების ორგანიზების უფლება გვეძლევა.

- ოთო, როგორც ვიცი, სამ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწარი.

- პირველად 2006 წელს გერმანიაში გახლდით, 2010-ში - სამხრეთ აფრიკაში და 2014 წელს - ბრაზილიაში. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცნობ გერმანიის ნაკრების მედიაოფიცერ შტეფან ეიერმანს. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ ვიულა (იღიმის). ცნობილი ფეხბურთელები მუშაობდნენ ტელევიზიებისთვის, მატჩების კომენტატორებად მოგვევლინნენ რობერტო კარლოსი, რონალდო, დელ პიერო. ასეთი დონის ადამიანებთან ურთიერთობა უდიდეს გამოცდილებას გძენს. ფინალურ დღეს, მიუხედავად გამანადგურებელი ანგარიშისა, მთელი ბრაზილია გერმანიას გულშემატკივრობდა ერთადერთი მიზეზით, არ სურდათ, რომ ბრაზილიიდან თასი არგენტინაში წასულიყო (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს