მომღერალი ეკა კვალიაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"მოგეხსენებათ, ბებია ვარ , ძირითადად , შეუძლოდ მყოფი ბებია.
ბევრი შეკითხვა დამხვდა გაფანტულ სკლეროზზე, ყველას ვერ მივწერ სათითაოდ, მაპატიეთ, უამრავი შეკითხვაა, აქ, საერთოში, დავწერ, რომ მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, კვლევები არ ჩამტარებია, მთლიანად, რადგან, აქედან არ შეუკვეთავს გოგიტა გეგელშვილს, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს მე ვიგებ 1 წლის შემდეგ, საოცრებების სამყაროში ვარ, ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, ბევრი ბრალდება, ბევრი უსამართლობა, ბევრი დამადლება დაყვედრება, კარგად გამოიყურებაო და ტყუილებს ამბობსო:
სასეირნოდ წავიდა საფრანგეთშიო, მოიგონა და ფული გააკეთაო, საფრანგეთში ნაოჭები გაისწორაო, მოკლედ, ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ და არ დაგაჭირვოთ ასეთი ტიპის დახმარება, მინდა გითხრათ, რომ საშინელი ხუთვები მაქვს, დიაფრაგმა მაქვს დაზიანებული, რომელიც იწვევს სუნთქვის შეზღუდვას. იქ საფრანგეთში, კერძო კლინიკაში გავიკეთე სკანორება ფილტვების და კვლევა ასთმაზე, ეს ჩემი ინიციატივით და აღმოჩნდა, რომ არ მაქვს ასთმა, და უძლიერესი ფილტვები მაქვს, გამომდინარე ჩემი სპეციალობიდან, ფილტვები წლების მანძილზე ნავარჯიშევი მაქვს, სუნთქვითი ვარჯიშებით, სიმღერით, მე თან ვოკალისტი გახლავრთ.
დიაფრაგმაზე კი, ეხლა ვაპირებ კვლევას, მე გაფანტული სკლეროზის გამო წავედი საფრანგეთში, მაგრამ, ჩამოვედი დიაგნოზის გარეშე. ინტერფერონი, ეს არის ერთადერთი წამალი, რაც მე იქაც და აქაც გავიგე, აქვს 3 ეტაპი, პირადად მე ჩემმა იქაურმა ექიმმა არ დამინიშნა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, კვლევების არა საკმარისობის გამო, დიაგნოზამდე ვერ მივედით და ეს პროფესორი, ქალი კი არ ჩაწერდა, ზეპირად, მითუმეტეს , რომ ყველა ნიშნით, გავს გაფანტულ სკლეროზს.
კოორდინაციის დაკარგვა, თავბრუსხვევა, პერიოდულად, 1, 2,3 წელიწადში ერთხელ მწვავდება, იღვიძებს და შეგრძნებები აქვს საშინელი, მე პირადად, მქონდა კოყის კუნთის პარეზი 4 წლის წინ, მაგრამ დროული ჩარევით აღდგა, მქონდა თავში საშინელი ხმაური, ისეთი, რომ მინდოდა, რაღაცისთვის მიმერტყა თავი რომ დამესვენა და შემდეგ ყურში სმენა ცოტა დამაკლდა.
მქონდა, თვალებში საშინელი გადანათებული შეგრძნება, თეთრად ვხედავდი ყველაფერს. აი ისე, ტელევიზორის ეკრანი რომ გადაანათო. მქონდა სიცხეები, ფეხების დაბუჟებები, წლების მანძილზე, ეს არის საშინელი შეგრძნება, დაბუჟება, რომელიც სულ გაქვს, მქონდა საშინელი გულისრევის შეგრძნებები, აი ისეთი, მთელს ტანში რომ გაჟრიალებს და თითქოს თავის ქალა გეხდება.... მქონდა ნაადრევი კლიმაქსის ნიშნები, და ეხლა მაქვს, ხუთვები, მეც არ ვიცი რა ვუშველო თავს, 1 სპორტული ჩანთა წამლები გამომიწერა კატრიმა, ცალცალკე ყველაფრია, იმ რაღაცეების, რაც დააზიანა, ანთებებმა, ტვინზე......
და დღესდღეობითაც, უამრავი, არეულად და არა დალაგებულად, მიწევს მიღება წამლების, სპონტანურად.... აი ასეთ დღეში ჩამაგდო ჩემმა ექიმმა, რაც ჩამოვედი, ერთხელ ვნაზე და თვალი აღარ მომიკრავს მისთვის და დავრჩი ასე გაოგნებული" - წერს მომღერალი.
ინტერფერონმა გიშველათ ,რაღაც ვერ გავიგე კარგად ,დედაჩემს აწუხებს თავში საშინელი ხმაური ,ამიტომ მაინტერესებს