პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან
რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან

გა­სულ კვი­რას ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ჭო­რის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ. თვითმხილ­ვე­ლი მოგ­ვიყ­ვა, რომ ერთ ღა­მეს პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გამო თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც დე­რე­ფან­ში ერ­თად მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი და ხა­ტია შა­მუ­გია და­ი­ნა­ხა. წყვი­ლი საკ­მა­ოდ თბი­ლად ელა­პა­რა­კე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს არ ჰგავ­დნენ, ექი­მე­ბი კი მათ შე­სა­ხებ ერ­თმა­ნეთ­თან ჭო­რა­ობ­დნენ. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­დი­კო­სე­ბი მათ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

ჯაბა ჯიშ­კა­რი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ხა­ნია იც­ნობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს აქ­ტი­უ­რად ებ­რძო­და და ამის გამო მუდ­მი­ვად ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ზე იდგა. სკან­დალ­შიც არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა და მი­ტინ­გებ­ზეც ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ წლებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ბევ­რი ვერ ბე­დავ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის ღია კრი­ტი­კას, ჯიშ­კა­რი­ა­ნი პრე­სი­თა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით მუდ­მი­ვად ხმა­მა­ღა­ლი ბრალ­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ჯიშ­კა­რი­ა­ნი თა­ვი­სი ბრძო­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15-ჯერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, აქე­დან შვიდ­ჯერ ერ­თთვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი და მთლი­ა­ნო­ბა­ში ცი­ხე­ში შვი­დი თვე გა­ა­ტა­რა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, რო­გორც მის ბევრ თა­ნა­მებ­რძოლს, მა­საც ჰქონ­და იმე­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბო­და, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კენ­ჭი კახა კუ­კა­ვას პარ­ტი­ის სიით ნა­ძა­ლა­დე­ვის ოლ­ქში იყა­რა, თუმ­ცა და­მარ­ცხდა.

შემ­დეგ იყო მცი­რე პა­უ­ზა და ბო­ლოს მისი გზაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დე" მი­ვი­და. საკ­რე­ბუ­ლოს ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში "ოც­ნე­ბის" სიით კენ­ჭი მთაწ­მინ­დის ოლ­ქში იყა­რა და ამ­ჯე­რად მო­ი­გო. დღეს ჯიშ­კა­რი­ა­ნი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტია შა­მუ­გი­ას, იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ, რო­გორც ერთ-ერთი რა­დი­ოს მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი გა­იც­ნო. შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე გა­მოჩ­ნდა, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წევ­რი. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მალე და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ხა­ტია არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჭო­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი, არც ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ჰქონ­და ისე­თი სამ­სა­ხუ­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩან­და. სკან­დალ­ში პირ­ვე­ლად 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­ეხ­ვია, რო­დე­საც კო­ტი­კო თო­ლო­რა­ი­ას­თან ერ­თად ხა­შურ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი კონ­ცერ­ტე­ბი მიჰ­ყავ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

777
0

თფუი ნაციონალი თუ იყო არ ვიცოდი!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან

რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან

გასულ კვირას ერთი საინტერესო ჭორის შესახებ შევიტყვეთ. თვითმხილველი მოგვიყვა, რომ ერთ ღამეს პირადი პრობლემების გამო თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როდესაც დერეფანში ერთად მომავალი პოლიტიკოსი ჯაბა ჯიშკარიანი და ხატია შამუგია დაინახა. წყვილი საკმაოდ თბილად ელაპარაკებოდა ერთმანეთს და ახალგაცნობილებს არ ჰგავდნენ, ექიმები კი მათ შესახებ ერთმანეთთან ჭორაობდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მედიკოსები მათ დაოჯახებაზე საუბრობდნენ.

ჯაბა ჯიშკარიანს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აქტიურად ებრძოდა და ამის გამო მუდმივად ქუჩის აქციებზე იდგა. სკანდალშიც არაერთხელ გახვეულა და მიტინგებზეც ყოველთვის აქტიურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ახალგაზრდებიდან ბევრი ვერ ბედავდა სააკაშვილისა და მისი გუნდის ღია კრიტიკას, ჯიშკარიანი პრესითა თუ ტელევიზიით მუდმივად ხმამაღალი ბრალდებებით გამოირჩეოდა.

ჯიშკარიანი თავისი ბრძოლის განმავლობაში დაახლოებით 15-ჯერ იყო დაკავებული, აქედან შვიდჯერ ერთთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მთლიანობაში ციხეში შვიდი თვე გაატარა. ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც მის ბევრ თანამებრძოლს, მასაც ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი კახა კუკავას პარტიის სიით ნაძალადევის ოლქში იყარა, თუმცა დამარცხდა.

შემდეგ იყო მცირე პაუზა და ბოლოს მისი გზაც ''ქართულ ოცნებამდე'' მივიდა. საკრებულოს ადგილობრივ არჩევნებში ''ოცნების'' სიით კენჭი მთაწმინდის ოლქში იყარა და ამჯერად მოიგო. დღეს ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოში ''ქართულ ოცნებას'' წარმოადგენს.

რაც შეეხება ხატია შამუგიას, იგი საზოგადოებამ წლების წინ, როგორც ერთ-ერთი რადიოს მუსიკალური წამყვანი გაიცნო. შემდეგ მის ცხოვრებაში გურამიკო ლომიძე გამოჩნდა, ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და პოპულარული წევრი. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ხატია არასოდეს ყოფილა ჭორების განსაკუთრებული ობიექტი, არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა ისეთი სამსახური, რომ საზოგადოებაში ჩანდა. სკანდალში პირველად 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაეხვია, როდესაც კოტიკო თოლორაიასთან ერთად ხაშურში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი კონცერტები მიჰყავდა.

იხილეთ გაგრძელება

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"