კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო
ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს - რო­გორც წესი, მთის კუ­რორ­ტე­ბი უფრო მე­ტად ზამ­თრის სე­ზონ­ზეა დატ­ვირ­თუ­ლი, ხოლო ზღვის - ზა­ფხუ­ლო­ბით. ამ მხრივ ჩვენ ბევ­რად ჩა­მოვ­რჩე­ბით მო­წი­ნა­ვე სა­კუ­რორ­ტო ქვეყ­ნებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რია, ან ავ­სტრია, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ზამ­თარ-ზა­ფხულ თით­ქმის თა­ნა­ბა­რია. სე­ზო­ნუ­რი ტუ­რიზ­მის გამო, ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­სე­ბას მო­ი­თხო­ვენ. მათი შე­ფა­სე­ბით, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის ამო­ღე­ბა უმ­ჯო­ბე­სია სე­ზო­ნუ­რად ხდე­ბო­დეს, რაც ამ ბიზ­ნე­სის­თვის დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც წა­ა­ხა­ლი­სებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რე­ბი ტუ­რიზ­მის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათი ბიზ­ნე­სი სულ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იძ­ლე­ვა მო­გე­ბას. რო­გორც bpn.ge-სთან სა­უბ­რი­სას ბორ­ჯომ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო "თო­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვე­ფხვია ჯღუ­ნი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბორ­ჯომ­ში ტუ­რის­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­დი­ან და სას­ტუმ­რო­ე­ბი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მხო­ლოდ ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში მუ­შა­ო­ბენ.

მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა კა­ხეთ­შიც. და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექს "ლო­პო­ტას" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის გი­ორ­გი უთი­აშ­ვილ­მა თქმით, კომ­პლექსს დამ­სვე­ნე­ბე­ლი ზა­ფხულ­ში უფრო ჰყავს, ვიდ­რე - ზამ­თარ­ში. "ჩვენ­თა­ნაც იგი­ვე ხდე­ბა, რაც სხვა კუ­რორ­ტებ­ზე - დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ზა­ფხულ­ში უფრო გვყავს, ზამ­თარ­ში კი - ნაკ­ლე­ბად. ლო­პო­ტა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი აპ­რი­ლი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გვაქვს, შემ­დეგ კი - პა­სი­უ­რი თვე­ე­ბი მო­დის, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბრი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ სხვა შე­ღა­ვათს არ გაგ­ვი­წე­ვენ, სა­სურ­ვე­ლია, გა­და­სა­ხა­დე­ბი ზა­ფხულ­ში მა­ინც გა­დაგ­ვი­ვა­დონ, ოღონდ ისე, რომ ამ გა­და­ვა­დე­ბას სა­უ­რა­ვე­ბის და­რი­ცხვა არ მოჰ­ყვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბიზ­ნესს აღარ მო­უ­წევს სა­ბან­კო სეს­ხის აღე­ბა, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი მი­მარ­თავს. ბან­კის სესხს კი, ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცენ­ტე­ბის და­რი­ცხვა მოჰ­ყვე­ბა, რაც ჩვენ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯია. ამი­ტომ, მსგავ­სი შე­ღა­ვა­თე­ბი სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დებს ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე", - ამ­ბობს გი­ორ­გი უთი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

საქართველოს კურორტების უმეტესობას სეზონურობა ახასიათებს - როგორც წესი, მთის კურორტები უფრო მეტად ზამთრის სეზონზეა დატვირთული, ხოლო ზღვის - ზაფხულობით. ამ მხრივ ჩვენ ბევრად ჩამოვრჩებით მოწინავე საკურორტო ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად, შვეიცარია, ან ავსტრია, სადაც ტურისტების რაოდენობა ზამთარ-ზაფხულ თითქმის თანაბარია. სეზონური ტურიზმის გამო, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში სეზონური გადასახადების დაწესებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ქონების გადასახადის ამოღება უმჯობესია სეზონურად ხდებოდეს, რაც ამ ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება და ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მათი ბიზნესი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იძლევა მოგებას. როგორც bpn.ge-სთან საუბრისას ბორჯომში არსებული საოჯახო სასტუმრო "თორის" ხელმძღვანელმა, ვეფხვია ჯღუნიაშვილმა აღნიშნა, ბორჯომში ტურისტები ძირითადად ზაფხულობით ჩადიან და სასტუმროები სრული დატვირთვით მხოლოდ ივლის-აგვისტოში მუშაობენ.

მსგავსი ვითარებაა კახეთშიც. დასასვენებელ კომპლექს "ლოპოტას" ფინანსური მენეჯერის გიორგი უთიაშვილმა თქმით, კომპლექსს დამსვენებელი ზაფხულში უფრო ჰყავს, ვიდრე - ზამთარში. "ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც სხვა კურორტებზე - დამსვენებლები ზაფხულში უფრო გვყავს, ზამთარში კი - ნაკლებად. ლოპოტაში ყველაზე აქტიური პერიოდი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით გვაქვს, შემდეგ კი - პასიური თვეები მოდის, რომელიც ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. ამიტომ, თუ სხვა შეღავათს არ გაგვიწევენ, სასურველია, გადასახადები ზაფხულში მაინც გადაგვივადონ, ოღონდ ისე, რომ ამ გადავადებას საურავების დარიცხვა არ მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ბიზნესს აღარ მოუწევს საბანკო სესხის აღება, რასაც აუცილებლობის შემთხვევაში ბევრი მიმართავს. ბანკის სესხს კი, ბუნებრივია, პროცენტების დარიცხვა მოჰყვება, რაც ჩვენთვის დამატებითი ხარჯია. ამიტომ, მსგავსი შეღავათები სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე", - ამბობს გიორგი უთიაშვილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია