პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება საქართველოში "ქილერების" დაქირავება, რომლებმაც გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს
რა ჯდება საქართველოში "ქილერების" დაქირავება, რომლებმაც გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს

პიარ-ტექ­ნო­ლო­გი და ბესო ხარ­ძი­ა­ნის მე­გო­ბა­რი ლალი მო­როშ­კი­ნა აცხა­დებს, რომ ე.წ. "ქი­ლე­რე­ბი", სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი­დან გად­მოჰ­ყავთ და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სულ რა­ღაც 20 000 დო­ლარს უხ­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ მო­როშ­კი­ნამ მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის "რე­ზი­უ­მე­ში" ისა­უბ­რა.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ლალი მო­როშ­კი­ნა და მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა სქე­მით და რო­გორ ხდე­ბა "ქი­ლე­რებ­თან" და­კავ­ში­რე­ბა.

- სა­ი­დან გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია "ქი­ლე­რე­ბის" და­ქი­რა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რა სქე­მით ხდე­ბა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა?

- თემა მარ­ტი­ვია, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებს. მარ­ტი­ვია, უკონ­ტრო­ლო ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბაც უკონ­ტრო­ლოა, და­ი­ქი­რა­ვო ადა­მი­ა­ნი და შე­ას­რუ­ლე­ბი­ნო ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბა. მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნია, ბევ­რი უკონ­ტრო­ლო, შე­მოვ­ლი­თი ბი­ლი­კე­ბი გვაქვს და "ქი­ლე­რის" მო­ძებ­ნა ასე უფრო ად­ვი­ლია. და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ზუს­ტად 20 წუთ­ში შე­უძ­ლია მკვლელს სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხარ­ძი­ა­ნის მკვლელ­მაც და­ტო­ვა სა­ზღვა­რი.

- ვინ უკავ­შირ­დე­ბა ამ ე.წ. "ქი­ლე­რებს"?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი აღარ მინ­და. 17 თე­ბერ­ვალს, როცა გი­ორ­გი გუ­და­ძე დაჭ­რეს, მე ვი­ლა­პა­რა­კე დამ­კვეთ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დო მკვლელ­ზეც, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა. ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა გი­ორ­გი, მას შემ­თხვე­ვით ას­ცდა სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა. ის თა­ნამ­შრომ­ლობ­და პო­ლი­ცი­ას­თან, მას შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ქა­ლა­ქი­დან გა­უშ­ვეს რამ­დე­ნი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, ვი­საც უთხრეს, თით­ქოს ჩემს გამო ატო­ვე­ბი­ნებ­დნენ ქა­ლაქს. მე სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი მა­ნამ­დე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, ისი­ნი არ არი­ან ის პი­რე­ბი, ვის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე გა­მო­ძი­ე­ბას. ეს ხომ ნიშ­ნავს იმას, რომ შსს-ს გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მხდის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის სა­მიზ­ნედ? ვიცი, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნერ­ვებს უშ­ლით და მეც ვარ ამ სი­ა­ში.

- სა­ი­დან გაქვთ ეს ინ­ფორ­მა­ცი?

- მე მაქვს ზღვა ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ წყა­რო­ებს ვერ გავთქვამ. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არ­ცერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ ყო­ფი­ლა სი­მარ­თლეს აც­დე­ნი­ლი. რად­გან ვამ­ბობ, ე.ი. უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის დას­ჭირ­და კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის იმის თქმა, რომ ლალი მო­როშ­კი­ნას და­ვა­ლე­ბით ატო­ვე­ბი­ნე­ბენ ქვე­ყა­ნას. კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვიცი, ვინც ეს თქვა, ვის სჭირ­დე­ბა ეს - ამა­ზე დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი მაქვს. პო­ლი­ცი­ას კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი, სა­ხე­ლე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი მი­ვა­წო­დე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რაც უნდა გა­ა­კე­თოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქემ, მაგ­რამ რა? არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. ამი­ტომ, რად­გან მე ვერ მი­ცავს პო­ლი­ცია, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­დავ­წყვი­ტეთ, სვა­ნუ­რი წე­სით ავი­ღოთ სის­ხლი, რამე თუ მოგ­ვი­ვა. იმა­ზე აღარ ვფიქ­რობთ, ცი­ხით და­ვამ­თავ­რებთ თუ რო­გორ? სხვა ბერ­კე­ტი აღარ არ­სე­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო არ გვი­ცავს, მე მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი მო­მი­ვი­და იმ ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბი­დან, ვინც გა­უშ­ვეს ქა­ლა­ქი­დან, გა­დამ­კი­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი გვარ-სა­ხე­ლიც პირ­ვე­ლად გა­ვი­გე. სპე­ცი­ა­ლუ­რად გამ­ხა­დეს სა­მიზ­ნე. მე და ჩემი მე­უღ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დაც­ვა­ზე გა­და­ვე­დით. ყველ­გან კა­მე­რე­ბი და­ვა­ყე­ნეთ, მარ­თა­ლია კა­მე­რა ვერ დაგ­ვი­ცავს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებს მა­ინც ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა ამით და­ად­გი­ნონ სი­მარ­თლე, რამე თუ მოხ­დე­ბა. სა­ზა­რელ რა­ღა­ცას ვამ­ბობ, მაგ­რამ ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ჯონი გი­გა­ნი ამ­ბობს, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს და ერთხე­ლაც არ და­კი­თხა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­გორ უნდა ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის? არც ვი­ტყვი ამას, ჩემს ქა­ლაქ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ჯდება საქართველოში "ქილერების" დაქირავება, რომლებმაც გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს

რა ჯდება საქართველოში "ქილერების" დაქირავება, რომლებმაც გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს

პიარ-ტექნოლოგი და ბესო ხარძიანის მეგობარი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ ე.წ. "ქილერები", საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან, - ამის შესახებ მოროშკინამ მერაბ მეტრეველის "რეზიუმეში" ისაუბრა.

სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა ინფორმაციას ფლობს ლალი მოროშკინა და მისი ინფორმაციით, რა სქემით და როგორ ხდება "ქილერებთან" დაკავშირება.

- საიდან გაქვთ ინფორმაცია "ქილერების" დაქირავების შესახებ, რა სქემით ხდება მათთან დაკავშირება?

- თემა მარტივია, ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვინც მოცემულ სიტუაციაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კონკრეტულ დავალებას შეასრულებს. მარტივია, უკონტროლო ტერიტორიიდან, სადაც გადაადგილებაც უკონტროლოა, დაიქირავო ადამიანი და შეასრულებინო ნებისმიერი დავალება. მით უმეტეს, საქართველო მთიანი რეგიონია, ბევრი უკონტროლო, შემოვლითი ბილიკები გვაქვს და "ქილერის" მოძებნა ასე უფრო ადვილია. დავალების შესრულების შემდეგ ზუსტად 20 წუთში შეუძლია მკვლელს საზღვრის დატოვება. ჩემი ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელმაც დატოვა საზღვარი.

- ვინ უკავშირდება ამ ე.წ. "ქილერებს"?

- ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. 17 თებერვალს, როცა გიორგი გუდაძე დაჭრეს, მე ვილაპარაკე დამკვეთზეც, სავარაუდო მკვლელზეც, მაგრამ არ ყოფილა არანაირი რეაგირება. ღმერთმა გადაარჩინა გიორგი, მას შემთხვევით ასცდა საკონტროლო გასროლა. ის თანამშრომლობდა პოლიციასთან, მას შემდეგ პოლიციას არაფერი არ გაუკეთებია. სწორედ იმ პერიოდში ქალაქიდან გაუშვეს რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება, ვისაც უთხრეს, თითქოს ჩემს გამო ატოვებინებდნენ ქალაქს. მე საერთოდ არ ვიცოდი მანამდე ამ ადამიანების სახელები, ისინი არ არიან ის პირები, ვის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ შსს-ს გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად მხდის გარკვეული ჯგუფების სამიზნედ? ვიცი, არსებობს გარკვეული ადამიანების სია, რომელიც ძალიან ნერვებს უშლით და მეც ვარ ამ სიაში.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცი?

- მე მაქვს ზღვა ინფორმაცია, მაგრამ წყაროებს ვერ გავთქვამ. ყველამ კარგად იცის, რომ არცერთი ინფორმაცია არ ყოფილა სიმართლეს აცდენილი. რადგან ვამბობ, ე.ი. უტყუარი ინფორმაცია მაქვს. საინტერესოა, ვის დასჭირდა კრიმინალებისთვის იმის თქმა, რომ ლალი მოროშკინას დავალებით ატოვებინებენ ქვეყანას. კონკრეტული პოლიციელები ვიცი, ვინც ეს თქვა, ვის სჭირდება ეს - ამაზე დიდი კითხვის ნიშანი მაქვს. პოლიციას კონკრეტული გვარები, სახელები და თანამდებობები მივაწოდე. ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქემ, მაგრამ რა? არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ, რადგან მე ვერ მიცავს პოლიცია, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, სვანური წესით ავიღოთ სისხლი, რამე თუ მოგვივა. იმაზე აღარ ვფიქრობთ, ციხით დავამთავრებთ თუ როგორ? სხვა ბერკეტი აღარ არსებობს, სახელმწიფო არ გვიცავს, მე მუქარის წერილები მომივიდა იმ ბიჭების ოჯახებიდან, ვინც გაუშვეს ქალაქიდან, გადამკიდეს ადამიანები, ვისი გვარ-სახელიც პირველად გავიგე. სპეციალურად გამხადეს სამიზნე. მე და ჩემი მეუღლე ინდივიდუალურ დაცვაზე გადავედით. ყველგან კამერები დავაყენეთ, მართალია კამერა ვერ დაგვიცავს, მაგრამ ოჯახის წევრებს მაინც ექნებათ საშუალება ამით დაადგინონ სიმართლე, რამე თუ მოხდება. საზარელ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საომარ ვითარებაში, როცა ჯონი გიგანი ამბობს, რომ რამდენჯერმე ესროლეს და ერთხელაც არ დაკითხა პროკურატურამ, როგორ უნდა ვთქვა ყველაფერი კარგად მიდის? არც ვიტყვი ამას, ჩემს ქალაქში გამოცხადებული ომია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"