რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფას უკავშირდება. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდი იუწყება.
"შეთანხმებით დგინდება სამართლებრივი საფუძვლები რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ საპენსიო უზრუნველყოფაზე სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, შეთანხმების მონაწილე ერთი ქვეყნიდან შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში, როდესაც ასეთი კატეგორიის მოქალაქეები მუდმივად საცხოვრებლად აპირებენ გადასვლას", - ნათქვამია დოკუმენტში.