მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"
ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ბოლო ოცი წე­ლია ქვეყ­ნი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა გარ­ბის - ყვე­ლა რა­ტომ­ღაც ჩან­თის ჩალა­გე­ბას ჩქა­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ უშ­ვებს. რა­ტომ?­ ამა­ზე პა­სუ­ხი, ვიცი, თა­ვა­დაც გაქვთ, ამი­ტომ­ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შეხ­სე­ნე­ბით თავს არ შე­გა­წყენთ, უბ­რა­ლოდ, სამ­შობ­ლო­დან წა­სულ ერთ-ერთ ქარ­თველ­ზე, 25 წლის მა­რი­ამ ქუ­რას­ბე­დი­ან­ზე გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც 3 წლის წინ თბი­ლი­სი­დან პირ­და­პირ დუ­ბა­ის "დიდ ავი­ა­ცი­ა­ში" მოხ­ვდა.

- იუ­რის­ტი ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუთ­არი პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბა რთუ­ლია. უნივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მეც ამ პრო­ბლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი, არა­და, ფინა­ნსუ­რად ოჯახ­საც უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი­. ამი­ტომ დუ­ბა­ი­ში, ბი­ძაშ­ვილ­თან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, სა­დაც კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე და დუ­ბა­ის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ავი­ა­კომ­პა­ნია "ეტი­ჰე­დის" ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი გავ­ხდი. კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც 20 ათას­ზე მეტი კა­ცია­ და­საქ­მე­ბუ­ლი, 3 ქარ­თვე­ლი ვმუ­შა­ობთ. ჩემ­მა სამ­სა­ხურ­მა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის შესა­ძლებ­ლო­ბაც მომ­ცა - ნიუ-იორკში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ჩი­კა­გო­სა და თით­ქმის ყვე­ლა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ნამ­ყო­ფი ვარ. ლა­გოს­სა და ბან­გლა­დეშ­შიც კი გახ­ლდით. ერთი სი­ტყვით, 80-ზე მეტი ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე და ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც იმან გა­მა­ო­ცა, რომ თით­ქმის ყველ­გან­ ქარ­თველს წა­ვა­წყდი. მე­ტიც, მელ­ბურნ­ში კო­ლე­გებს აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რიც კი და­ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნე.

- ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი­ პო­პუ­ლა­რუ­ლია?

- დიახ. მელ­ბურნ­ში ონი­ა­ნე­ბის ოჯახს ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი აქვს გახ­სნი­ლი, სა­დაც­ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რულ­ებს, აჭა­რუ­ლის გარ­და, გებ­ჟა­ლი­ა­სა და ხინ­კალ­საც სთა­ვა­ზო­ბენ. ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში თუ მოვ­ხვდე­ბო­დი, არ მე­გო­ნა. დუ­ბა­ის ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თით­ქმის ყვე­ლა­ კა­პი­ტანს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და წით­ელი ღვი­ნო ძა­ლი­ან უყ­ვარს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ქართველი გოგონა დუბაის "დიდ ავიაციაში"

ბოლო ოცი წელია ქვეყნიდან განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გარბის - ყველა რატომღაც ჩანთის ჩალა­გებას ჩქარობს და საქართველოდან წასვლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რატომ?­ ამაზე პასუხი, ვიცი, თავადაც გაქვთ, ამიტომ­ სოციალური პრობლემების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, სამშობლოდან წასულ ერთ-ერთ ქართველზე, 25 წლის მარიამ ქურასბედიანზე გიამბობთ, რომელიც 3 წლის წინ თბილისიდან პირდაპირ დუბაის "დიდ ავიაციაში" მოხვდა.

- იურისტი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში საკუთ­არი პროფესიით დასაქმება რთულია. უნივ­ერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეც ამ პრო­ბლემის წინაშე აღმოვჩნდი, არადა, ფინა­ნსურად ოჯახსაც უნდა დავხმარებოდი­. ამიტომ დუბაიში, ბიძაშვილთან წასვლა გადავწყვიტე, სადაც კურსები გავიარე და დუბაის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია "ეტიჰედის" ბორტგამცილებელი გავხდი. კომპანიაში, სადაც 20 ათასზე მეტი კაცია­ დასაქმებული, 3 ქართველი ვმუშაობთ. ჩემმა სამსახურმა ოცნების ახდენის შესა­ძლებლობაც მომცა - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ნამყოფი ვარ. ლაგოსსა და ბანგლადეშშიც კი გახლდით. ერთი სიტყვით, 80-ზე მეტი ქვეყანა მოვიარე და ყველაზე მეტად მაინც იმან გამაოცა, რომ თითქმის ყველგან­ ქართველს წავაწყდი. მეტიც, მელბურნში კოლეგებს აჭარული ხაჭაპურიც კი დავაგემოვნებინე.

- ავსტრალიაში ქართული რესტორანი­ პოპულარულია?

- დიახ. მელბურნში ონიანების ოჯახს ქართული რესტორანი აქვს გახსნილი, სადაც­ ქართული სამზარეულოს მოყვარულ­ებს, აჭარულის გარდა, გებჟალიასა და ხინკალსაც სთავაზობენ. ავსტრალიაში ქართულ რესტორანში თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა. დუბაის ავიაკომპანიის თითქმის ყველა­ კაპიტანს ქართული კერძები და წით­ელი ღვინო ძალიან უყვარს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს