პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს
"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს

"იმე­დის კვი­რა­ში" ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ერთ-ერთ დამ­კვე­თად ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი კო­დუა და­ა­სა­ხე­ლა. ბა­თი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­სა­კე­თებ­ლად სტუ­დი­ა­ში კო­დუ­ას მე­უღ­ლემ და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლა­ინ­მა დარ­კა.

"2012 წლი­დან დღემ­დე ბევ­რჯერ უხ­სენ­ბი­ათ ირაკ­ლი კო­დუ­ას გვა­რი, მაგ­რამ არ­ცერ­თხელ არ ჩა­მით­ვლია სა­ჭი­როდ, რომ და­მე­რე­კა. ახლა საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი თე­მაა, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, და მან უბ­რა­ლოდ არ იცის, რო­დე­საც მან ირაკ­ლი კო­დუა და­ა­სა­ხე­ლა... მე მინ­და მას უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო. სოდ-ის უფ­რო­სი მა­შინ იყო დევი ჭე­ლი­ძე და მე იმედს ვი­ტო­ვებ, რომ თქვენ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა გვაქთ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან დიდი ხნით ადრე მოხ­სნეს იმ სამ­სა­ხუ­რი­დან, რო­მე­ლიც ხარ­ძი­ა­ნის საქ­მეს აწარ­მო­ებ­და. მე მივხდი, თქვენ რა­ტო­მაც ახ­სე­ნეთ სოდ-ი. უბ­რა­ლოდ მა­შინ სოდ-ის უფ­რო­სი არ იყო ირაკ­ლი კო­დუა. ჩემ­თვის ეს არის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვი­ნა­ი­დან ამ კონ­ტექ­სტში რო­დე­საც სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ასა­ხე­ლე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს იჯე­რებს და რო­დე­საც ჩემს კო­ლე­გას თვით სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რია სთხოვს, იყოს ფრთხი­ლი გან­ცხა­დე­ბებ­ში, იქ­ნებ თქვენც ცო­ტა­თი ფრთხი­ლი იყოთ, რო­დე­საც რა­ღაც ზუს­ტად არ იცით.

ირეკ­ლე კო­დუა იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, ის სოდი-დან მო­იხ­სნა 2009 წლის და­სა­წყის­ში, 2008 წლის ომი­დან ძა­ლი­ან მალე და იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. დევი ჭე­ლი­ძე იყო სოდ-ის უფ­რო­სი.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცა­დე­ბას ირაკ­ლი ბა­თიშ­ვილ­მა შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რით უპა­სუ­ხა:

"დევი ჭე­ლი­ძე იყო სოდ-ის უფ­რო­სი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სოდ-ს ისევ მარ­თავ­და ირაკ­ლი კო­დუა".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: რე­ა­ლუ­რად ვინ ვის და რას მარ­თავ­და და რე­ა­ლუ­რად რო­მე­ლი ლარი ვის ჯი­ბე­ში მი­დო­და, სხვა თე­მაა. ირაკ­ლი კო­დუა მარ­თავ­და 70 კა­ცი­ან დე­პარ­ტა­მენტს კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს

"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს

"იმედის კვირაში" ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის შესახებ საუბრისას ერთ-ერთ დამკვეთად ირაკლი ბათიაშვილმა სოდ-ის ყოფილი უფროსი ირაკლი კოდუა დაასახელა. ბათიაშვილის განცხადებაზე კომენტარის გასაკეთებლად სტუდიაში კოდუას მეუღლემ და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლაინმა დარკა.

"2012 წლიდან დღემდე ბევრჯერ უხსენბიათ ირაკლი კოდუას გვარი, მაგრამ არცერთხელ არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ დამერეკა. ახლა საქმე ეხება ადამიანის სიკვდილს და ეს ძალიან მნიშველოვანი თემაა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ბათიაშვილი არის შეცდომაში შეყვანილი, და მან უბრალოდ არ იცის, როდესაც მან ირაკლი კოდუა დაასახელა... მე მინდა მას უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდო. სოდ-ის უფროსი მაშინ იყო დევი ჭელიძე და მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნით ადრე მოხსნეს იმ სამსახურიდან, რომელიც ხარძიანის საქმეს აწარმოებდა. მე მივხდი, თქვენ რატომაც ახსენეთ სოდ-ი. უბრალოდ მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა. ჩემთვის ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ კონტექსტში როდესაც სახელებსა და გვარებს ასახელებენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს იჯერებს და როდესაც ჩემს კოლეგას თვით სახელმწიფო კანცელარია სთხოვს, იყოს ფრთხილი განცხადებებში, იქნებ თქვენც ცოტათი ფრთხილი იყოთ, როდესაც რაღაც ზუსტად არ იცით.

ირეკლე კოდუა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი, ის სოდი-დან მოიხსნა 2009 წლის დასაწყისში, 2008 წლის ომიდან ძალიან მალე და იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი, ეს არის ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ინფორმაცია. დევი ჭელიძე იყო სოდ-ის უფროსი.

ნანუკა ჟორჟოლიანის განცადებას ირაკლი ბათიშვილმა შემდეგი კომენტარით უპასუხა:

"დევი ჭელიძე იყო სოდ-ის უფროსი, მაგრამ რეალურად სოდ-ს ისევ მართავდა ირაკლი კოდუა".

ნანუკა ჟორჟოლიანი: რეალურად ვინ ვის და რას მართავდა და რეალურად რომელი ლარი ვის ჯიბეში მიდოდა, სხვა თემაა. ირაკლი კოდუა მართავდა 70 კაციან დეპარტამენტს კრიმინალურ პოლიციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა