პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხმა რემონტის გაკეთება გადაიფიქრა
ხალხმა რემონტის გაკეთება გადაიფიქრა

სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლად და­ი­წყო. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, წელს მო­სახ­ლე­ო­ბა პა­სი­უ­რია. გარ­და იმი­სა, რომ მა­სა­ლა გაძ­ვირ­და, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხე­ლის­შემ­შლე­ლი აღ­მოჩ­ნდა არას­ტა­ბი­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოც. სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზის­მა ამ მხრივ ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და.

ხალ­ხი ფიქ­რობს, კურ­სის და­წე­ვას ელო­დე­ბა და რე­მონ­ტის და­წყე­ბას არ ჩქა­რობს. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში შეკ­ვე­თა ე.წ. "კოს­მე­ტი­კურ რე­მონტზეა", რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით იაფი ჯდე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა. დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ გავ­ლე­ნა თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლის ფას­ზე მო­ახ­დი­ნა. ბი­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და და და­გეგ­მილ­ზე მეტი ხარ­ჯის გა­წე­ვა უწევთ. მარ­თა­ლია, ხე­ლოს­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯი არ გაზ­რდი­ლა, მაგ­რამ რე­მონ­ტის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის მას გა­დამ­წყვე­ტი მნიშნ­ვე­ლო­ბა არ აქვს. ლა­რის კურ­სმა და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბამ მომ­ხმა­რე­ბელს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა.

"რო­გორც კი დო­ლარ­მა აი­წია, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ფას­მაც მო­ი­მა­ტა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად ლა­მი­ნა­ტი ცოტა ადრე 18-20 ლარი ღირ­და, მაგ­რამ ამ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ ფას­მა 23 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტა. ძა­ლი­ან ძვი­რია ხე­ლოს­ნის ფუ­ლიც. სა­ბო­ლო­ოდ ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის რე­მონ­ტი 5 000 დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა. "კოს­მე­ტი­კუ­რად" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტის­თვის ხარ­ჯი ცო­ტა­თი ნაკ­ლე­ბია. ეს თან­ხა ლარ­ში რომ გა­და­ი­ან­გა­რი­შო, 10 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა, რის გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. ქვე­ყა­ნა­ში არც ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოა სტა­ბი­ლუ­რი და არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სამ­სა­ხურს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ. ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, და­ვე­ლო­დო, რომ ლა­რის კურ­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად დას­ტა­ბი­ლურ­დეს და რე­მონტზე მერე ვი­ფიქ­რო", - ამ­ბობს თბი­ლი­სე­ლი ზვი­ად ქალ­და­ნი.

ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­მონ­ტის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბა იაფ მა­სა­ლას ყი­დუ­ლობს, ხოლო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია კა­ტას­ტრო­ფულ მაჩ­ვე­ნებ­ლამ­დე შემ­ცირ­და. მათი თქმით, ეს არ არის სი­ახ­ლე, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბა­ზარ­ზე ასე­თი ტენ­დენ­ცი­აა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ­ჯის და­ზოგ­ვას იაფი მა­სა­ლის შე­ძე­ნით ცდი­ლობს.

"სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. იშ­ვი­ა­თად თუ შე­მო­ვა რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლი და მათი უმე­ტე­სო­ბაც მი­ზე­რულ თან­ხას იხ­დის. ია­ფ­ფა­სი­ა­ნია თურ­ქუ­ლი და ჩი­ნუ­რი ნა­წარ­მი. რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი და იტა­ლი­უ­რი პრო­დუქ­ცია კი სიძ­ვი­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მყიდ­ვე­ლი თით­ქმის არ ჰყავს. სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხნის წი­ნათ ჩაკ­ვდა. სე­ზო­ნუ­რად მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის გა­ყიდ­ვით ვცდი­ლობთ, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დი ამ მხრივ პრობ­ლე­მუ­რია", - ამ­ბობს გოჩა კვა­რა­ცხე­ლია, მო­ვაჭ­რე.

გლ­დან­ში მცხოვ­რებ­მა ვა­სილ სა­კან­დე­ლი­ძემ რე­მონ­ტი შარ­შან ამ დროს და­ი­წყო, მაგ­რამ ოჯახ­ში შექ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო ვერ და­ამ­თავ­რა. იგი ამ­ბობს, რომ რე­მონ­ტის გა­ნახ­ლე­ბას ვერც ამ სე­ზონ­ზე ახერ­ხებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ხალხმა რემონტის გაკეთება გადაიფიქრა

ხალხმა რემონტის გაკეთება გადაიფიქრა

სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა პასიურია. გარდა იმისა, რომ მასალა გაძვირდა, მომხმარებლისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა არასტაბილური ეკონომიკური გარემოც. სავალუტო კრიზისმა ამ მხრივ ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

ხალხი ფიქრობს, კურსის დაწევას ელოდება და რემონტის დაწყებას არ ჩქარობს. იშვიათ შემთხვევაში შეკვეთა ე.წ. "კოსმეტიკურ რემონტზეა", რომელიც შედარებით იაფი ჯდება. სამშენებლო მასალების ღირებულებამ ბოლო რამდენიმე თვეში დაახლოებით 15-20 პროცენტით მოიმატა. დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ გავლენა თითქმის ყველა დასახელების სამშენებლო და სარემონტო მასალის ფასზე მოახდინა. ბინის მფლობელები ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა და დაგეგმილზე მეტი ხარჯის გაწევა უწევთ. მართალია, ხელოსნის მომსახურების ხარჯი არ გაზრდილა, მაგრამ რემონტის მსურველებისთვის მას გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს. ლარის კურსმა და სარემონტო მასალების გაძვირებამ მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა.

"როგორც კი დოლარმა აიწია, სამშენებლო მასალების ფასმაც მოიმატა. ელემენტარულად ლამინატი ცოტა ადრე 18-20 ლარი ღირდა, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინათ ფასმა 23 ლარამდე მოიმატა. ძალიან ძვირია ხელოსნის ფულიც. საბოლოოდ ერთოთახიანი ბინის რემონტი 5 000 დოლარამდე ჯდება. "კოსმეტიკურად" შესრულებული რემონტისთვის ხარჯი ცოტათი ნაკლებია. ეს თანხა ლარში რომ გადაიანგარიშო, 10 000 ლარს აღემატება, რის გადახდის შესაძლებლობაც ჯერჯერობით არ მაქვს. ქვეყანაში არც ეკონომიკური გარემოა სტაბილური და არ ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურს შევინარჩუნებ. ამიტომ მირჩევნია, დაველოდო, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს და რემონტზე მერე ვიფიქრო", - ამბობს თბილისელი ზვიად ქალდანი.

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, რემონტისთვის მოსახლეობა იაფ მასალას ყიდულობს, ხოლო ძვირადღირებული პროდუქციის რეალიზაცია კატასტროფულ მაჩვენებლამდე შემცირდა. მათი თქმით, ეს არ არის სიახლე, ბოლო რამდენიმე წელია, ბაზარზე ასეთი ტენდენციაა და მომხმარებელი ხარჯის დაზოგვას იაფი მასალის შეძენით ცდილობს.

"სარემონტო მასალების რეალიზაცია მინიმუმამდეა შემცირებული. იშვიათად თუ შემოვა რეალური მყიდველი და მათი უმეტესობაც მიზერულ თანხას იხდის. იაფფასიანია თურქული და ჩინური ნაწარმი. რუსული, გერმანული, ესპანური და იტალიური პროდუქცია კი სიძვირით გამოირჩევა და მყიდველი თითქმის არ ჰყავს. სამშენებლო ბიზნესი საქართველოში დიდი ხნის წინათ ჩაკვდა. სეზონურად მდგომარეობის გაუმჯობესებას სარემონტო მასალების გაყიდვით ვცდილობთ, მაგრამ მიმდინარე პერიოდი ამ მხრივ პრობლემურია", - ამბობს გოჩა კვარაცხელია, მოვაჭრე.

გლდანში მცხოვრებმა ვასილ საკანდელიძემ რემონტი შარშან ამ დროს დაიწყო, მაგრამ ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემის გამო ვერ დაამთავრა. იგი ამბობს, რომ რემონტის განახლებას ვერც ამ სეზონზე ახერხებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია