საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი
"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი

ირი­ნა სა­რიშ­ვილ­მა 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა:

"მე­გობ­რე­ბო და გან­სა­კუთ­რე­ბით ყო­ფი­ლო მე­გობ­რე­ბო, ვინც ამ დღე­ებ­ში ჩატ­ში მომ­მარ­თავთ კი­თხვით, რა­ტომ აღარ ხართ ჩემს "საფ­რენ­დეთ­ში". ცალ-ცალ­კე რომ არ აგიხ­სნათ, ამ სტა­ტუ­სით გე­ტყვით:

მე აქაც და ცხოვ­რე­ბა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი, ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. ჩემ­თვის ადა­მი­ან­თან სა­ურ­თი­ერ­თო­ბოდ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა მის პო­ლი­ტი­კურ, რე­ლი­გი­ურ და სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბებს არა აქვს. თუნ­დაც მტრუ­ლი პო­ზი­ცი­ის ადა­მი­ანს მე საქ­ცი­ე­ლი ან პო­ზი­ცია უნდა შე­ვუ­ფა­სო, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ვთვლი, რომ ეს ჩემი საქ­მეა და არა პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო... ეს უზ­ნე­ო­ბაა! მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო:

სა­დაც ამ დღე­ებ­ში ეკა ნი­ჟა­რა­ძის მი­მართ პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­ცველ კო­მენ­ტა­რებს გა­და­ვა­წყდი, ასე­თი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი ჩემი მე­გობ­რო­ბი­დან გა­ვიყ­ვა­ნე! და არა იმი­ტომ, რომ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს, ამ ულა­მა­ზეს ქალს და უკარ­გეს ადა­მი­ანს ჩემი დაც­ვა ჭირ­დე­ბა! არა! მე ჩემს თავს ვი­ცავ: ხვალ ჩემი პო­ზი­ცია არ მო­გე­წო­ნე­ბათ და მე გავ­ხდე­ბი ასე­თი მო­რა­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მა­ხინ­ჯი, უწე­სო, მე და­მით­ვლი­ან ქმრებს თუ საყ­ვარ­ლებს და მე შე­მი­ფა­სე­ბენ, რო­გო­რი ცხვი­რი ან თა­ვის ქალა მაქვს! ეს მე ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს, ისე­ვე, რო­გორც ეკას არ დაკ­ლე­ბია არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს მე­გობ­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, თუნ­დაც აქ!

არ ეთან­ხმე­ბით, ვინ­მე რომ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე წა­ვი­და? თქვით რომ არ ეთან­ხმე­ბით, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვე­ნი გა­სარ­ჩე­ვია, ვინ სად წავა! და მანდ და­ამ­თავ­რეთ! რა­ზეც ცხოვ­რე­ბამ დაგ­ბოღ­მათ და რაც, რო­გორც ჩანს, გაკ­ლი­ათ, ქალ­საც და კაც­საც, ამის გამო ყვე­ლა­ფე­რი ხო არ უნდა იკად­როთ?!

რაც შე­ე­ხე­ბა მად­ლი­ე­რე­ბის და უმა­დუ­რო­ბის თე­მას:

სხვის მა­გივ­რად რა­ტომ იმად­ლე­ბით?! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქველ­მოქ­მე­დის, და არა პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სით გვერ­დში ედგა ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს! პო­ლი­ტი­კა­ში ის ამის მერე მო­ვი­და! ექი­მო­ბა რომ გა­და­ე­წყვი­ტა და ცუდი ექი­მი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, იმი­ტომ რომ მის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელ­ფასს გიხ­დი­დათ, ამის ხათ­რით, ცუდ ექიმ­თან მიხ­ვი­დო­დით??? ან შვილს მი­იყ­ვან­დით??? თუ პო­ლი­ტი­კა თქვენ ექი­მო­ბა­ზე ნაკ­ლებ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე გგო­ნი­ათ??? გა­მო­ვი­დეს მა­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და თქვას, რომ ის ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რებს, ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს, იმი­ტომ ედგა გვერ­დით, რომ შემ­დეგ ეს ხალ­ხი მისი მონა გამ­ხდა­რი­ყო!!! ის არ ამ­ბობს და თქვენ უკაც­რა­ვად და ვინ .... ???

ისე კი, მო­მა­ვალ­ში, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბო, ოლი­გარ­ქე­ბო, მე­ცე­ნა­ტე­ბო: როცა ვინ­მეს ან რა­მის დახ­მა­რე­ბას გა­და­წყვეტთ, ინ­სტრუქ­ცია მო­ა­ყო­ლეთ, თუ მერე პო­ლი­ტი­კო­სო­ბას აპი­რებთ: ქრთამს აძ­ლევთ თუ ეხ­მა­რე­ბით!!! ასე აჯო­ბებს თქვენ­თვი­საც და მათ­თვი­საც, ვი­საც, რო­გორც თქვენ გვარ­წმუ­ნებთ, უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბით!

თქვენ კი, სხვის მა­გივ­რად დამ­მად­ლებ­ლე­ბო, სხვის სი­ლა­მა­ზე­ზე, ჭკუ­ა­ზე და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე და­ბოღ­მი­ლე­ბო, ერთი იცო­დეთ: ხვალ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბათ! ოღონდ ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, თქვენ ამას იო­ლად ვერ გა­და­ი­ტანთ!!! იფიქ­რეთ ამა­ზე!...

სტა­ტუ­სი მე­გობ­რუ­ლია"- წერს სა­რიშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი

"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილმა  21 მარტის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა:

"მეგობრებო და განსაკუთრებით ყოფილო მეგობრებო, ვინც ამ დღეებში ჩატში მომმართავთ კითხვით, რატომ აღარ ხართ ჩემს "საფრენდეთში". ცალ-ცალკე რომ არ აგიხსნათ, ამ სტატუსით გეტყვით:

მე აქაც და ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეგობარი მყავს. ჩემთვის ადამიანთან საურთიერთობოდ არანაირი მნიშვნელობა მის პოლიტიკურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებებს არა აქვს. თუნდაც მტრული პოზიციის ადამიანს მე საქციელი ან პოზიცია უნდა შევუფასო, თუ მაინცდამაინც ვთვლი, რომ ეს ჩემი საქმეა და არა პირადი შეურაცხყოფა მივაყენო... ეს უზნეობაა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო:

სადაც ამ დღეებში ეკა ნიჟარაძის მიმართ პირადი შეურაცხყოფის შემცველ კომენტარებს გადავაწყდი, ასეთი კომენტატორები ჩემი მეგობრობიდან გავიყვანე! და არა იმიტომ, რომ ეკა ნიჟარაძეს, ამ ულამაზეს ქალს და უკარგეს ადამიანს ჩემი დაცვა ჭირდება! არა! მე ჩემს თავს ვიცავ: ხვალ ჩემი პოზიცია არ მოგეწონებათ და მე გავხდები ასეთი მორალის ადამიანებისთვის, მახინჯი, უწესო, მე დამითვლიან ქმრებს თუ საყვარლებს და მე შემიფასებენ, როგორი ცხვირი ან თავის ქალა მაქვს! ეს მე ვერაფერს დამაკლებს, ისევე, როგორც ეკას არ დაკლებია არაფერი, უბრალოდ, არ მინდა ასეთი ადამიანები ჩემს მეგობრებად ითვლებოდნენ, თუნდაც აქ!

არ ეთანხმებით, ვინმე რომ 21 მარტის აქციაზე წავიდა? თქვით რომ არ ეთანხმებით, თუ მაინცდამაინც თქვენი გასარჩევია, ვინ სად წავა! და მანდ დაამთავრეთ! რაზეც ცხოვრებამ დაგბოღმათ და რაც, როგორც ჩანს, გაკლიათ, ქალსაც და კაცსაც, ამის გამო ყველაფერი ხო არ უნდა იკადროთ?!

რაც შეეხება მადლიერების და უმადურობის თემას:

სხვის მაგივრად რატომ იმადლებით?! ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედის, და არა პოლიტიკოსის სტატუსით გვერდში ედგა ხელოვან ადამიანებს! პოლიტიკაში ის ამის მერე მოვიდა! ექიმობა რომ გადაეწყვიტა და ცუდი ექიმი რომ ყოფილიყო, მადლიერების ნიშნად, იმიტომ რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხელფასს გიხდიდათ, ამის ხათრით, ცუდ ექიმთან მიხვიდოდით??? ან შვილს მიიყვანდით??? თუ პოლიტიკა თქვენ ექიმობაზე ნაკლებ საპასუხისმგებლო საქმე გგონიათ??? გამოვიდეს მაშინ ბიძინა ივანიშვილი და თქვას, რომ ის ამდენი წლის განმავლობაში თეატრებს, ზოგადად, ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო!!! ის არ ამბობს და თქვენ უკაცრავად და ვინ .... ???

ისე კი, მომავალში, ბიზნესმენებო, ოლიგარქებო, მეცენატებო: როცა ვინმეს ან რამის დახმარებას გადაწყვეტთ, ინსტრუქცია მოაყოლეთ, თუ მერე პოლიტიკოსობას აპირებთ: ქრთამს აძლევთ თუ ეხმარებით!!! ასე აჯობებს თქვენთვისაც და მათთვისაც, ვისაც, როგორც თქვენ გვარწმუნებთ, უანგაროდ ეხმარებით!

თქვენ კი, სხვის მაგივრად დამმადლებლებო, სხვის სილამაზეზე, ჭკუაზე და საინტერესო ცხოვრებაზე დაბოღმილებო, ერთი იცოდეთ: ხვალ ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ! ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, თქვენ ამას იოლად ვერ გადაიტანთ!!! იფიქრეთ ამაზე!...

სტატუსი მეგობრულია"- წერს სარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია