მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის
ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის

სამი "ტო­ი­ო­ტა პრა­დო", ერთი "მი­ცუ­ბი­ში მონ­ტე­რო" და ერთი "ლექ­სუ­სი" - ამ მან­ქა­ნე­ბის შსს-გან უკან დაბ­რუ­ნე­ბას ქა­ლაქ გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცია - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ითხო­ვენ. საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თა­მარ თედ­ლი­აშ­ვი­ლი თვლის, რომ ამ­ჟა­მად შსს-ს სარ­გებ­ლო­ბა­ში მყო­ფი მან­ქა­ნე­ბი მე­რი­ამ უნდა და­იბ­რუ­ნოს და შემ­დეგ გა­ყი­დოს. ამი­სათ­ვის მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა 27 მარტს, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მო­უ­წევს. 15 კა­ცი­ან საკ­რე­ბუ­ლო­ში ოპო­ზი­ცია უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს. ოპო­ზი­ცი­ა­ში შე­დი­ან: ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი (ერთი წევ­რი), "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" - 2 წევ­რი; "ქარ­თუ­ლი პარ­ტია" - 4 წევ­რი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - ერთი წევ­რი. ჯამ­ში - 8 დე­პუ­ტა­ტი.

ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს წე­რი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გო­რის მე­რი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, რომ 2008-2012 წლებ­ში სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სე­ბის­თვის თხო­ვე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ბა­ლან­სი­დან მო­იხ­სნას, საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ბი­უ­როს წევ­რებს 2015 წლის 23 მარტს გა­აც­ნეს.

გო­რის მერს ზუ­რაბ ჯირ­კვე­ლიშ­ვილს "პრა­დო­ე­ბის" უკან დაბ­რუ­ნე­ბის იდეა არ ხიბ­ლავს და პო­პუ­ლის­ტურ ნა­ბი­ჯად აღიქ­ვამს, რად­გან შსს მათ დიდი ხა­ნია იყე­ნებს. მა­გა­ლი­თად, 2008 წელს გო­რის მა­შინ­დე­ლი გამ­გე­ო­ბის მიერ 108 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რი" 2012 წელს, ცვე­თის გამო, უკვე, 43 000 ლა­რამ­დე ჩა­მო­ფას­და. ასე­თი­ვე "გაც­ვე­თი­ლად" სხვა მან­ქა­ნე­ბიც ით­ვლე­ბა. მე­რია ფიქ­რობს, რომ თუკი მან­ქა­ნებს შსს-ს წა­არ­თმევს, მა­შინ სა­მი­ნის­ტროს სხვა მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა მო­უ­წევს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტო­ციკ­ლებს, შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ჯერ კი­დევ 2011 წელს წერ­და, რომ 21 დე­კემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა გამ­გე­ო­ბამ შსს-სთვის 8 მო­ტო­ციკ­ლი იყი­და. აღ­ნიშ­ნულ მო­ტო­ციკ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო არა­ფერს ამ­ბობს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის

ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის

სამი "ტოიოტა პრადო", ერთი "მიცუბიში მონტერო" და ერთი "ლექსუსი" - ამ მანქანების შსს-გან უკან დაბრუნებას ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიცია - "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ. საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი თვლის, რომ ამჟამად შსს-ს სარგებლობაში მყოფი მანქანები მერიამ უნდა დაიბრუნოს და შემდეგ გაყიდოს. ამისათვის მას მხარდამჭერების მოძიება და დარწმუნება 27 მარტს, საკრებულოს სხდომაზე მოუწევს. 15 კაციან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. ოპოზიციაში შედიან: ლეიბორისტები (ერთი წევრი), "თავისუფალი დემოკრატები" - 2 წევრი; "ქართული პარტია" - 4 წევრი და "ნაციონალური მოძრაობა" - ერთი წევრი. ჯამში - 8 დეპუტატი.

ქონების მართვის სააგენტოს წერილი, რომლის მიხედვით, გორის მერიას სთავაზობენ, რომ 2008-2012 წლებში სამხარეო პოლიციის უფროსებისთვის თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მანქანები ბალანსიდან მოიხსნას, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებს 2015 წლის 23 მარტს გააცნეს.

გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს "პრადოების" უკან დაბრუნების იდეა არ ხიბლავს და პოპულისტურ ნაბიჯად აღიქვამს, რადგან შსს მათ დიდი ხანია იყენებს. მაგალითად, 2008 წელს გორის მაშინდელი გამგეობის მიერ 108 000 ლარად შეძენილი "ტოიოტა ლენდკრუიზერი" 2012 წელს, ცვეთის გამო, უკვე, 43 000 ლარამდე ჩამოფასდა. ასეთივე "გაცვეთილად" სხვა მანქანებიც ითვლება. მერია ფიქრობს, რომ თუკი მანქანებს შსს-ს წაართმევს, მაშინ სამინისტროს სხვა მანქანების შეძენა მოუწევს.

რაც შეეხება მოტოციკლებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, რომ 21 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ შსს-სთვის 8 მოტოციკლი იყიდა. აღნიშნულ მოტოციკლებთან დაკავშირებით ქონების მართვის სააგენტო არაფერს ამბობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"