პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გვიჭირს! სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი, ის ავადაა და ვერ დადის"- 10 წლის ბიჭის წერილი
 "ძალიან გვიჭირს! სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი, ის ავადაა და ვერ დადის"- 10 წლის ბიჭის წერილი

ლან­ჩხუთ­ში, ყო­ფი­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის ბი­ნებ­ში მცხოვ­რებ­მა 10 წლის ლუკა მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც ის ოჯა­ხის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ წერს და დახ­მა­რე­ბას ითხოვს. რო­გორც ლუ­კას წე­რი­ლი­დან ირ­კვე­ვა, ის ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­შიმშობ­ლებ­თან და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბულძმას­თან, 7 წლის ბე­სოს­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

"ძა­ლი­ან გვი­ჭირს. ოთახ­ში, სა­დაც ვართ, სულ ცივა, რად­გან ფან­ჯა­რა არ ვარ­გა და სი­ცი­ვე შე­მო­დის. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი სულ მუ­შა­ო­ბენ, რომ საჭ­მე­ლი გვქონ­დეს. მე კი სკო­ლი­დან მოს­ვლის შემ­დეგ ჩემს პა­ტა­რა ძა­მი­კოს ვუვ­ლი. ბესო ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ვერ და­დის. არა­და, სკო­ლა­ში უნდა სი­ა­რუ­ლი, ჩემ­სა­ვით წიგ­ნე­ბის კი­თხვა, წე­რის სწავ­ლა, ციფ­რე­ბის ცოდ­ნა. ერ­თად კარ­გად ვერ­თო­ბით, მაგ­რამ გული მიკ­ვდე­ბა, როცა ვხე­დავ, რომ ვერ ვშვე­ლი. დი­ლით, როცა დედა სკო­ლა­ში გა­მიშ­ვებს, ის თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი მი­ყუ­რებს. არა­ფე­რი მინ­და, სი­ცი­ვე­საც მო­ვით­მენ, იმა­საც, რომ ხში­რად სკო­ლა­ში მში­ე­რიც წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ ჩემი ძა­მი­კო მინ­და კარ­გად მყავ­დეს. სულ ღი­მი­ლი ჰქონ­დეს სა­ხე­ზე და დე­დას არ ეუბ­ნე­ბო­დეს: დე­დი­კო, რომ დამ­პირ­დი გა­ივ­ლი, რო­დის გა­ვივ­ლიო! სკო­ლა­ში განა არ და­დი­ო­და, მაგ­რამ ეტლი აღარ გვი­ვარ­გა, რომ ჩემ­თან ერ­თად წა­მო­ვი­დეს. ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი კი სკო­ლის სი­შო­რის გამო ვე­ღარ დაგ­ვყავს. რაზე ოც­ნე­ბობს?! იმას, რომ ოდეს­მე ფეხ­ზე დად­გე­ბა. რო­გორც დედა მე­უბ­ნე­ბა, ამის შან­სი არის, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლე­ბა არა. იქ­ნებ ჩემ წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­როს ვინ­მე და ჩემი ძა­მი­კო ფეხ­ზე და­მი­ყე­ნოს. ჩემ­თვის არა­ფე­რი მინ­და, არც სა­თა­მა­შო, არც ის, რომ ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი მქონ­დეს ან სა­თა­მა­შო კომ­პი­უ­ტე­რი, მთა­ვა­რია, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი მყავ­დეს კარ­გად. ერ­თად ვი­თა­მა­შოთ და ამა­ში თუ ვინ­მე დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მისი მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ", - წერს ლუკა გა­მო­ცე­მას.

დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის, წე­რილ­თან ერ­თად პა­ტა­რა ლუკა დე­და­მი­სის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­საც წერს: 591 29 82 84

წყა­რო: guriismoambe.com

guriismoambe.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ძალიან გვიჭირს! სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი, ის ავადაა და ვერ დადის"- 10 წლის ბიჭის წერილი

 "ძალიან გვიჭირს! სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი, ის ავადაა და ვერ დადის"- 10 წლის ბიჭის წერილი

ლანჩხუთში, ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრებმა 10 წლის ლუკა მოისწრაფიშვილმა "გურიის მოამბეს" წერილი მისწერა, სადაც ის ოჯახის გასაჭირის შესახებ წერს და დახმარებას ითხოვს. როგორც ლუკას წერილიდან ირკვევა, ის  ერთოთახიან ბინაში მშობლებთან და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ძმასთან, 7 წლის ბესოსთან ერთად ცხოვრობს.

"ძალიან გვიჭირს. ოთახში, სადაც ვართ, სულ ცივა, რადგან ფანჯარა არ ვარგა და სიცივე შემოდის. დედაჩემი და მამაჩემი სულ მუშაობენ, რომ საჭმელი გვქონდეს. მე კი სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი. ბესო ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და ვერ დადის. არადა, სკოლაში უნდა სიარული, ჩემსავით წიგნების კითხვა, წერის სწავლა, ციფრების ცოდნა. ერთად კარგად ვერთობით, მაგრამ გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ ვერ ვშველი. დილით, როცა დედა სკოლაში გამიშვებს, ის თვალცრემლიანი მიყურებს. არაფერი მინდა, სიცივესაც მოვითმენ, იმასაც, რომ ხშირად სკოლაში მშიერიც წავსულვარ, მაგრამ ჩემი ძამიკო მინდა კარგად მყავდეს. სულ ღიმილი ჰქონდეს სახეზე და დედას არ ეუბნებოდეს: დედიკო, რომ დამპირდი გაივლი, როდის გავივლიო! სკოლაში განა არ დადიოდა, მაგრამ ეტლი აღარ გვივარგა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს. ხელში აყვანილი კი სკოლის სიშორის გამო ვეღარ დაგვყავს. რაზე ოცნებობს?! იმას, რომ ოდესმე ფეხზე დადგება. როგორც დედა მეუბნება, ამის შანსი არის, მაგრამ საშუალება არა. იქნებ ჩემ წერილს გამოეხმაუროს ვინმე და ჩემი ძამიკო ფეხზე დამიყენოს. ჩემთვის არაფერი მინდა, არც სათამაშო, არც ის, რომ ფერადი ტელევიზორი მქონდეს ან სათამაშო კომპიუტერი, მთავარია, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი მყავდეს კარგად. ერთად ვითამაშოთ და ამაში თუ ვინმე დაგვეხმარება, მისი მადლიერი ვიყოთ", - წერს ლუკა გამოცემას.

დახმარების გაწევის მსურველებისთვის, წერილთან ერთად პატარა ლუკა დედამისის ტელეფონის ნომერსაც წერს: 591 29 82 84

წყარო: guriismoambe.com

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა