სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ
მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ

ფსი­ქო­ზი ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლი ფორ­მაა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბა შორ­დე­ბა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­სას ადა­მი­ა­ნი რე­ა­ლურ სამ­ყა­როს მკვეთ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბულს ხე­დავს, რაც ვლინ­დე­ბა ქცე­ვის დარ­ღვე­ვით და ფსი­ქო­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი­სა და სინ­დრო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნით. ფსი­ქო­ზის დროს ადა­მი­ანს ის ნიშ­ნე­ბი გა­მო­აჩ­ნდე­ბა, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ფო­ნის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს აღ­ქმის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვაა.

გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ფსი­ქო­ზის შემ­დეგ ფორ­მებს:

  • ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურს;
  • ბოდ­ვითს;
  • ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურ-ბოდ­ვითს;
  • აფექ­ტურს;
  • დეპ­რე­სი­ულს;
  • მა­ნი­ა­კურს;
  • მა­ნი­ა­კურ-დეპ­რე­სი­ულს;
  • ალ­კოჰო­ლურს;
  • ის­ტე­რი­ულს;
  • ში­ზო­ა­ფექ­ტურს და სხვა.

უკა­ნას­კნელ ხანს ბევ­რი ფსი­ქი­ატ­რი იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ფსი­ქო­პა­თია და­ა­ვა­დე­ბა კი არა, პა­თო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თია, თან­და­ყო­ლი­ლი ან შე­ძე­ნი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შე­დე­გად. ყო­ვე­ლი­ვე ეს შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, მშობ­ლე­ბის ალ­კოჰო­ლიზ­მით, თან­და­ყო­ლი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მე­ბით, ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, ანდა ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნილ მძი­მე ორ­გა­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ფსი­ქო­პა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს არა­ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო, ფსი­ქი­კუ­რი ტრავ­მე­ბი და მძი­მე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არას­წორ აღ­ზრდას. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ არას­წო­რი აღ­ზრდის 4 ძი­რი­თად ტიპს.

1. ჰი­პერმზრუნ­ვე­ლო­ბა

მშობ­ლე­ბი ზო­მა­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ ბავ­შვი­სად­მი, გა­მუდ­მე­ბით თავს ახ­ვე­ვენ მას სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და აზ­რებს, თრგუ­ნა­ვენ მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ცდი­ლო­ბენ მის­გან ვუნ­დერ­კინ­დის შექ­მნას. უდი­დე­სი პო­ლო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი, ია­ნუშ კორ­ჩა­კი ამის თა­ო­ბა­ზე წერ­და: "შვი­ლის და­კარ­გვის ში­შით ჩვენ მას სი­ცო­ცხლეს ვარ­თმევთ".

2. ჰი­პომზრუნ­ვე­ლო­ბა

ბავ­შვი მშობ­ლე­ბის აშ­კა­რა უყუ­რა­დღე­ბო­ბას გა­ნიც­დის. იგი თა­ვად ზრდის სა­კუ­თარ თავს. მშობ­ლე­ბი მისი აღ­ზრდის­თვის დრო­დად­რო თუ მო­იც­ლი­ან.

3. ოჯა­ხის ნე­ბი­ე­რა

პა­ტა­რას აღ­მერ­თე­ბენ, ყვე­ლა სურ­ვილ­სა და კაპ­რიზს უსი­ტყვოდ უს­რუ­ლე­ბენ, ამარ­თლე­ბენ მის საქ­ცი­ელს, აქე­ბენ და არ აჩ­ვე­ვენ შრო­მას.

4. კონ­კია

ბავ­შვს აკ­ლია მშობ­ლე­ბის ალერ­სი და ყუ­რა­დღე­ბა. მას დას­ცი­ნი­ან, სცე­მენ, ადა­რე­ბენ სხვა ბავ­შვებს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან მის სურ­ვი­ლებს, მიზ­ნებ­სა და ოც­ნე­ბებს.

ფსი­ქო­პათ­თა გა­ლე­რეა

ფსი­ქი­ატ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყო­ვე­ლი ფსი­ქო­პა­თი თა­ვი­სე­ბუ­რად ფსი­ქო­პა­თი­უ­რია და პა­თო­ლო­გი­ის იმ­დე­ნი ფორ­მა არ­სე­ბობს, რამ­დე­ნიც ფსი­ქო­პა­თი­ით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს ფსი­ქო­პა­თი­ის ტი­პუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ამ პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ ჯგუ­ფე­ბად დავ­ყოთ:

აღ­გზნე­ბა­დი ფსი­ქო­პა­თე­ბი

ახა­სი­ა­თებთ თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, სი­ფი­ცხე, ძლი­ერ მომ­თხოვ­ნე­ბი არი­ან სხვე­ბი­სად­მი და ვერ იტა­ნენ თა­ვად მათი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს. მათი რე­აქ­ცი­ე­ბი ელ­ვი­სე­ბუ­რია, "ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რის" პრინ­ცი­პის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­უ­გო­ნი­ათ და არც არა­სო­დეს მის­დე­ვენ მას. ძლი­ერ ვნე­ბი­ა­ნი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, ჯი­უ­ტი, აზარ­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ად­ვი­ლად ეც­ვლე­ბათ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბით და პი­რი­ქით. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სი­ჯი­უ­ტე. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არა­ფერ­ზე და­ი­ხე­ვენ უკან. ფრან­გი ფსი­ქი­ატ­რე­ბი მათ ტი­რა­ნებს უწო­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით იპყრო­ბენ ოჯახს, სკო­ლას, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა და სამ­სა­ხურს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ

მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ

ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევის გამოხატული ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანის მოქმედება შორდება არსებულ რეალობას, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ მდგომარეობისას ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს, რაც ვლინდება ქცევის დარღვევით და ფსიქოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენით. ფსიქოზის დროს ადამიანს ის ნიშნები გამოაჩნდება, რომლებიც ნორმალური ფსიქოემოციური ფონის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველაზე ხშირად ეს აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევაა.

განასხვავებენ ფსიქოზის შემდეგ ფორმებს:

  • ჰალუცინაციურს;
  • ბოდვითს;
  • ჰალუცინაციურ-ბოდვითს;
  • აფექტურს;
  • დეპრესიულს;
  • მანიაკურს;
  • მანიაკურ-დეპრესიულს;
  • ალკოჰოლურს;
  • ისტერიულს;
  • შიზოაფექტურს და სხვა.

უკანასკნელ ხანს ბევრი ფსიქიატრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ფსიქოპათია დაავადება კი არა, პათოლოგიური ხასიათია, თანდაყოლილი ან შეძენილი ბიოლოგიურად არასრულფასოვანი ნერვული სისტემის შედეგად. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, მშობლების ალკოჰოლიზმით, თანდაყოლილი სამშობიარო ტრავმებით, ორგანული დაავადებებით, ანდა ბავშვობაში გადატანილ მძიმე ორგანულ დაავადებებს უკავშირდებოდეს. ფსიქოპათის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არახელსაყრელი გარემო, ფსიქიკური ტრავმები და მძიმე საყოფაცხოვრებო-მატერიალური პირობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არასწორ აღზრდას. განასხვავებენ არასწორი აღზრდის 4 ძირითად ტიპს.

1. ჰიპერმზრუნველობა

მშობლები ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენენ ბავშვისადმი, გამუდმებით თავს ახვევენ მას საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს, თრგუნავენ მის დამოუკიდებლობას, ცდილობენ მისგან ვუნდერკინდის შექმნას. უდიდესი პოლონელი მეცნიერი, იანუშ კორჩაკი ამის თაობაზე წერდა: "შვილის დაკარგვის შიშით ჩვენ მას სიცოცხლეს ვართმევთ".

2. ჰიპომზრუნველობა

ბავშვი მშობლების აშკარა უყურადღებობას განიცდის. იგი თავად ზრდის საკუთარ თავს. მშობლები მისი აღზრდისთვის დროდადრო თუ მოიცლიან.

3. ოჯახის ნებიერა

პატარას აღმერთებენ, ყველა სურვილსა და კაპრიზს უსიტყვოდ უსრულებენ, ამართლებენ მის საქციელს, აქებენ და არ აჩვევენ შრომას.

4. კონკია

ბავშვს აკლია მშობლების ალერსი და ყურადღება. მას დასცინიან, სცემენ, ადარებენ სხვა ბავშვებს, არასერიოზულად ეკიდებიან მის სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს.

ფსიქოპათთა გალერეა

ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ყოველი ფსიქოპათი თავისებურად ფსიქოპათიურია და პათოლოგიის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც ფსიქოპათიით შეპყრობილი ადამიანი, თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს ფსიქოპათიის ტიპური გამოვლინებები, რომელთა მიხედვით ამ პათოლოგიის მქონე ადამიანები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:

აღგზნებადი ფსიქოპათები

ახასიათებთ თავშეუკავებლობა, სიფიცხე, ძლიერ მომთხოვნები არიან სხვებისადმი და ვერ იტანენ თავად მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. მათი რეაქციები ელვისებურია, "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპის შესახებ არაფერი გაუგონიათ და არც არასოდეს მისდევენ მას. ძლიერ ვნებიანი, ძალაუფლებისმოყვარე, ჯიუტი, აზარტული პიროვნებები არიან. აღფრთოვანება ადვილად ეცვლებათ სასოწარკვეთილებით და პირიქით. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე. მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევენ უკან. ფრანგი ფსიქიატრები მათ ტირანებს უწოდებენ, რომლებიც თანამიმდევრობით იპყრობენ ოჯახს, სკოლას, სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს