პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა კავშირი მზის დაბნელებასა და "ნაციონალების" 21 მარტის აქციას შორის - ასტროლოგია და დიდი პოლიტიკა
არის თუ არა კავშირი მზის დაბნელებასა და "ნაციონალების" 21 მარტის აქციას შორის - ასტროლოგია და დიდი პოლიტიკა

იმის გამო, რომ 20 მარტს მზის დაბ­ნე­ლე­ბაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდა, რომ ეს ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა ას­ტრო­ლო­გი­უ­რა­დაც ცუდ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ადა­მი­ა­ნებ­ზე. ამი­ტომ, 21 მარტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია, კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს.

ამ მო­საზ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge ას­ტრო­ლოგ რა­მაზ გი­გა­ურს გა­ე­სა­უბ­რა:

- მზის დაბ­ნე­ლე­ბა არ უნდა მი­ვი­ღოთ, რო­გორც სა­ში­ნე­ლე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლი ნი­შა­ნი. წე­ლი­წად­ში მზის დაბ­ნე­ლე­ბა მი­ნი­მუმ ორ­ჯერ ხდე­ბა, ასე რომ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ მზის დაბ­ნე­ლე­ბის დროს ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის "და­ბინ­დვა" და ადა­მი­ა­ნებს უჭირთ რე­ა­ლო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა, რაც არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას, არა­მედ პლა­ნე­ტე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას, ანუ რო­გორ არი­ან ისი­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან (ნე­გა­ტი­უ­რი თუ პო­ზი­ტი­უ­რი).

რაც შე­ე­ხე­ბა 21 მარ­ტის აქ­ცი­ას, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვა­წყდი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თურ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გეგ­მა და და­ამ­თხვია ის მზის დაბ­ნე­ლე­ბას. ეს ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა, რად­გან რე­ა­ლო­ბას­თან სა­ერ­თოდ ახ­ლო­საც არ არის. ცხა­დია, არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ამ აქ­ცი­ამ ჩა­ი­ა­როს მშვი­დო­ბი­ა­ნად და იმის ალ­ბა­თო­ბაც, რომ ვი­ღა­ცამ ამ აქ­ცი­ა­ზე პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყოს, მაგ­რამ ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბას­თან არ იქ­ნე­ბა კავ­შირ­ში.

წლის და­სა­წყის­ში, ჩემს პროგ­ნოზ­ში დავ­წე­რე, რომ 2015 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან პლა­ნე­ტე­ბის გან­თავ­სე­ბა ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, მაგ­რამ ეს კავ­შირ­შია არა მზის დაბ­ნე­ლე­ბას­თან, არა­მედ სულ სხვა ას­ტრო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებ­თან. ასე რომ, არ უნდა შე­ე­შინ­დეთ ადა­მი­ა­ნებს მზის დაბ­ნე­ლე­ბის და ასე­ვე არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა 21 მარ­ტის აქ­ცია მზის დაბ­ნე­ლე­ბას.

- რო­გო­რი ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნო­ზებს რამ­დე­ნად უგ­დე­ბენ ყურს და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ? რო­გორ გგო­ნი­ათ, ზო­გა­დად მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, მოვ­ლე­ნებს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გეგ­მა­ვენ და მარ­თა­ვენ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არა მხო­ლოდ ას­ტრო­ლო­გებს არ უგ­დე­ბენ ყურს, არა­მედ არც ფსი­ქო­ლო­გებს, არც ფი­ლო­სო­ფო­სებს, არც მწერ­ლებს, მხატ­ვრებს, არ­ქი­ტექ­ტო­რებს და ა.შ.

უფრო მე­ტიც, ისი­ნი ხალ­ხს სა­ერ­თოდ არ უს­მე­ნენ. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ქმნი­ან ისეთ ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას, რომ ვი­თომ უს­მე­ნენ, მაგ­რამ ეს ასე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, რა თქმა უნდა.

ას­ტრო­ლო­გებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უს­მე­ნენ ამე­რი­კა­ში, ის­რა­ელ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ინ­გლის­ში, ინ­დო­ეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ამის კულ­ტუ­რა არ­სე­ბობს და რო­გორც უყ­ვართ ხოლ­მე თქმა, ამის მზა­ო­ბა არ­სე­ბობს.

რო­ნალდ რე­ი­განს ჰყავ­და თა­ვი­სი ას­ტრო­ლო­გი ჯო­ა­ნა კუ­იგ­ლი და ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და. კუ­იგ­ლის წიგ­ნიც კი აქვს და­წე­რი­ლი რე­ი­გან­თან და მის ცოლ­თან ნენ­სის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ: What Does Joan Say?: My Seven Years As White House Astrologer to Nancy and Rona.

ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ პო­ლი­ტი­კო­სებს, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნიც კი ექიმ­თან მხო­ლოდ მა­შინ მი­დის, რო­დე­საც ავად­მყო­ფო­ბის გამო გაძ­ლე­ბა აღარ შე­უძ­ლია. არა და წე­ლი­წად­ში ერთხელ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი. ასე­ვეა სა­ჭი­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ას­ტრო­ლოგ­თან, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ, რო­დე­საც კა­რი­ე­რა­ში ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ვა და გა­მოს­წო­რე­ბას აღარ, ან თით­ქმის აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

არის თუ არა კავშირი მზის დაბნელებასა და "ნაციონალების" 21 მარტის აქციას შორის - ასტროლოგია და დიდი პოლიტიკა

არის თუ არა კავშირი მზის დაბნელებასა და "ნაციონალების" 21 მარტის აქციას შორის - ასტროლოგია და დიდი პოლიტიკა

იმის გამო, რომ 20 მარტს მზის დაბნელებაა, საზოგადოებაში ისეთი მოსაზრება გაჩნდა, რომ ეს ასტრონომიული მოვლენა ასტროლოგიურადაც ცუდ ზეგავლენას მოახდენს ადამიანებზე. ამიტომ, 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაანონსებული აქცია, კარგს არაფერს მოიტანს.

ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით Ambebi.ge ასტროლოგ რამაზ გიგაურს გაესაუბრა:

- მზის დაბნელება არ უნდა მივიღოთ, როგორც საშინელების მაუწყებელი ნიშანი. წელიწადში მზის დაბნელება მინიმუმ ორჯერ ხდება, ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა. რაც შეეხება ასტროლოგიურ ინტერპრეტაციას, ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მზის დაბნელების დროს ხდება ადამიანების ცნობიერების "დაბინდვა" და ადამიანებს უჭირთ რეალობის ადეკვატურად შეფასება, რაც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხდება. თუმცა ასტროლოგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მზის ან მთვარის დაბნელებას, არამედ პლანეტების კონფიგურაციას, ანუ როგორ არიან ისინი ზოდიაქოს ნიშნებში განთავსებულები და როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან (ნეგატიური თუ პოზიტიური).

რაც შეეხება 21 მარტის აქციას, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, რომ თურმე "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალურად დაგეგმა და დაამთხვია ის მზის დაბნელებას. ეს ჩემთვის სასაცილოა, რადგან რეალობასთან საერთოდ ახლოსაც არ არის. ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ აქციამ ჩაიაროს მშვიდობიანად და იმის ალბათობაც, რომ ვიღაცამ ამ აქციაზე პროვოკაცია მოაწყოს, მაგრამ ეს მზის დაბნელებასთან არ იქნება კავშირში.

წლის დასაწყისში, ჩემს პროგნოზში დავწერე, რომ 2015 წლის პირველი კვარტალი რთული იქნებოდა, რადგან პლანეტების განთავსება ამაზე მიანიშნებდა, მაგრამ ეს კავშირშია არა მზის დაბნელებასთან, არამედ სულ სხვა ასტროლოგიურ ფაქტორებთან. ასე რომ, არ უნდა შეეშინდეთ ადამიანებს მზის დაბნელების და ასევე არანაირად არ უკავშირდება 21 მარტის აქცია მზის დაბნელებას.

- როგორი ინფორმაცია გაქვთ, ქართველი პოლიტიკოსები ასტროლოგიურ პროგნოზებს რამდენად უგდებენ ყურს და რეალურ ცხოვრებაში თუ ითვალისწინებენ? როგორ გგონიათ, ზოგადად მნიშვნელოვან ფაქტებს, მოვლენებს ასტროლოგიური ასპექტების გათვალისწინებით გეგმავენ და მართავენ?

- საქართველოში პოლიტიკოსები არა მხოლოდ ასტროლოგებს არ უგდებენ ყურს, არამედ არც ფსიქოლოგებს, არც ფილოსოფოსებს, არც მწერლებს, მხატვრებს, არქიტექტორებს და ა.შ.

უფრო მეტიც, ისინი ხალხს საერთოდ არ უსმენენ. უბრალოდ, ისინი ქმნიან ისეთ ვირტუალურ რეალობას, რომ ვითომ უსმენენ, მაგრამ ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა.

ასტროლოგებს პოლიტიკოსები უსმენენ ამერიკაში, ისრაელში, საფრანგეთში, ინგლისში, ინდოეთში, იაპონიაში, სადაც ამის კულტურა არსებობს და როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ამის მზაობა არსებობს.

რონალდ რეიგანს ჰყავდა თავისი ასტროლოგი ჯოანა კუიგლი და ამის შესახებ ყველამ იცოდა. კუიგლის წიგნიც კი აქვს დაწერილი რეიგანთან და მის ცოლთან ნენსისთან თანამშრომლობის შესახებ: What Does Joan Say?: My Seven Years As White House Astrologer to Nancy and Rona.

ჩვენთან თანამშრომლობის კულტურა ჯერჯერობით არ არის ასე განვითარებული. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკოსებს, უბრალო ადამიანიც კი ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც ავადმყოფობის გამო გაძლება აღარ შეუძლია. არა და წელიწადში ერთხელ აუცილებელია ჯანმრთელობის კონტროლი. ასევეა საჭირო ურთიერთობა ასტროლოგთან, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც კარიერაში ან პირად ცხოვრებაში ყველაფერი ინგრევა და გამოსწორებას აღარ, ან თითქმის აღარ ექვემდებარება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს