პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე
"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ივე­რი­ას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა რუ­რუა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ებს ვრცე­ლი წე­რი­ლით პა­სუ­ხობს.

"ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რა­ტო­მაა ემო­ცი­უ­რო­ბა შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

შე­ვეც­დე­ბი ავ­ხსნა: უკვე მე­სა­მე დღეა ქარ­თულ (და არა მარ­ტო ქარ­თულ) სეგ­მენ­ტში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა მი­დის აღტყი­ნე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, სი­ხა­რუ­ლით სავ­სე იმ გრძნო­ბის გამო, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი (და სა­ქარ­თვე­ლო­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს მტე­რი) პუ­ტი­ნი შე­საძ­ლოა მოკ­ვდა.

სი­ხა­რუ­ლი მტრის სიკ­ვდი­ლი­სა (თუნ­დაც სა­ვა­რა­უ­დო­სი) გამო გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, რად­გან პუ­ტი­ნის სიკ­ვდი­ლი ამ ეტაპ­ზე, თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­სახ­ლოა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ არც თუ ისე სა­სურ­ვე­ლია.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლით არ და­მარ­ცხდე­ბა ის სის­ტე­მა, ანუ პუ­ტი­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მან შექ­მნა და ეს სის­ტე­მა მის­თვის, ანუ პუ­ტი­ნიზ­მის­თვის მი­სა­ღებ ახალ კან­დი­დატს მო­იყ­ვანს. მაგ­რამ ეს არაა ყვე­ლა­ფე­რი.

ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ისაა, რომ და­სავ­ლე­თი ამ ახალ პრე­ზი­დენტს მო­უხ­სნის ყვე­ლა­ნა­ირ წნეხს, სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა რამ, და გა­მო­ა­ცხა­დებს, რომ ახალ ლი­დერ­თან პარტნი­ო­რო­ბას აპი­რებს; სხვა სი­ტყვე­ბით, პუ­ტი­ნის შემ­ცვლელს ახა­ლი ნდო­ბის კრე­დიტს მის­ცემს მსოფ­ლიო, და ეს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტიც ტკბი­ლად, აუ­ღელ­ვებ­ლად გა­იმ­ტკი­ცებს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს და ნელ-ნელა ახალ პუ­ტი­ნად, ანუ ახალ პრობ­ლე­მად გა­და­იქ­ცე­ვა.

ამ დროს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო, ჩვე­ნი ჩათ­ვლით, კი­დევ ერთხელ პირ­ში­ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა და წლე­ბი­სა და წლე­ბის შემ­დგომ თუ გა­მო­ა­ცხა­დებს, რომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტიც თურ­მე არა­დე­მოკ­რა­ტია. ამა­სო­ბა­ში ჩვენ­თვის და სხვა ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის­თვის არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და თუ შე­იც­ვლე­ბა, მხო­ლოდ უა­რე­სის­კენ.

ასე რომ, პუ­ტი­ნის სიკ­ვდი­ლი კი არ გვა­წყობს, არა­მედ პუ­ტი­ნის და­მარ­ცხე­ბა გვჭირ­დე­ბა და თან არა მარ­ტო პუ­ტი­ნის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, არა­მედ პუ­ტი­ნიზ­მის, რო­გორც სის­ტე­მის.

ამ­დე­ნად, რაც არ უნდა პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერ­დეს ეს, უნდა ვი­ნატ­როთ, რომ ის ცო­ცხა­ლია, და რომ მსოფ­ლი­ომ კი­დევ მრა­ვა­ლი წელი არ და­კარ­გოს რუ­სე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ანუ პუ­ტი­ნის შემ­ცვლე­ლის ნა­ძირ­ლო­ბა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად.

დღეს მეფე შიშ­ვე­ლია, და რო­გორც იქნა ეს და­ი­ნა­ხა ყვე­ლამ. სჯობს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მეფე და­მარ­ცხდეს, ვიდ­რე ახა­ლი, ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი მო­ვი­დეს და სა­ნამ ისიც გა­შიშ­ვლდე­ბა, ჩვენ და ჩვენ­ნა­ი­რე­ბი და­იქ­ცნენ.

ეს ნამ­დვი­ლად ასეა.

და ზე­მოთთ­ქმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მტკი­ცე­ბაა იმი­სა, რომ იმ­პულ­სუ­რი სი­ხა­რუ­ლი (რო­გორც მწუ­ხა­რე­ბა) არც თუ ისე სან­დო და მარ­თე­ბუ­ლი რა­მეა.

P.S. და თუ პუ­ტი­ნი "გა­დად­გა", ან "ავად გახ­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­ტო­ვა", ან რა­მე­ნა­ი­რად "წა­ვი­და", უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს FSB-ს სპე­ცო­პე­რა­ცი­აა, რომ პუ­ტი­ნიზ­მი და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა რუ­სეთ­ში გა­დარ­ჩეს", - წერს რუ­რუა.

Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სტა­ტუ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე

"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაუჩინარების შემდეგ, ქართული საზოგადოების რეაქციებს ვრცელი წერილით პასუხობს.

"ერთი ნათელი მაგალითი, რატომაა ემოციურობა შეცდომების დაშვების წინაპირობა.

შევეცდები ავხსნა: უკვე მესამე დღეა ქართულ (და არა მარტო ქართულ) სეგმენტში სოციალური ქსელებისა მიდის აღტყინებული კამპანია, სიხარულით სავსე იმ გრძნობის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი (და საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს მტერი) პუტინი შესაძლოა მოკვდა.

სიხარული მტრის სიკვდილისა (თუნდაც სავარაუდოსი) გამო გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან პუტინის სიკვდილი ამ ეტაპზე, თუ კარგად დავაკვირდებით, შესახლოა აღმოვაჩინოთ, რომ არც თუ ისე სასურველია.

რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიკვდილით არ დამარცხდება ის სისტემა, ანუ პუტინიზმი, რომელიც მან შექმნა და ეს სისტემა მისთვის, ანუ პუტინიზმისთვის მისაღებ ახალ კანდიდატს მოიყვანს. მაგრამ ეს არაა ყველაფერი.

ყველაზე უარესი ისაა, რომ დასავლეთი ამ ახალ პრეზიდენტს მოუხსნის ყველანაირ წნეხს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა რამ, და გამოაცხადებს, რომ ახალ ლიდერთან პარტნიორობას აპირებს; სხვა სიტყვებით, პუტინის შემცვლელს ახალი ნდობის კრედიტს მისცემს მსოფლიო, და ეს ახალი პრეზიდენტიც ტკბილად, აუღელვებლად გაიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს და ნელ-ნელა ახალ პუტინად, ანუ ახალ პრობლემად გადაიქცევა.

ამ დროს თავისუფალი სამყარო, ჩვენი ჩათვლით, კიდევ ერთხელ პირშიჩალაგამოვლებული დარჩება და წლებისა და წლების შემდგომ თუ გამოაცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტიც თურმე არადემოკრატია. ამასობაში ჩვენთვის და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის არაფერი შეიცვლება და თუ შეიცვლება, მხოლოდ უარესისკენ.

ასე რომ, პუტინის სიკვდილი კი არ გვაწყობს, არამედ პუტინის დამარცხება გვჭირდება და თან არა მარტო პუტინის, როგორც პიროვნების, არამედ პუტინიზმის, როგორც სისტემის.

ამდენად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, უნდა ვინატროთ, რომ ის ცოცხალია, და რომ მსოფლიომ კიდევ მრავალი წელი არ დაკარგოს რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ანუ პუტინის შემცვლელის ნაძირლობაში დასარწმუნებლად.

დღეს მეფე შიშველია, და როგორც იქნა ეს დაინახა ყველამ. სჯობს გაშიშვლებული მეფე დამარცხდეს, ვიდრე ახალი, ჩაცმულ-დახურული მოვიდეს და სანამ ისიც გაშიშვლდება, ჩვენ და ჩვენნაირები დაიქცნენ.

ეს ნამდვილად ასეა.

და ზემოთთქმული კიდევ ერთი ნათელი მტკიცებაა იმისა, რომ იმპულსური სიხარული (როგორც მწუხარება) არც თუ ისე სანდო და მართებული რამეა.

P.S. და თუ პუტინი "გადადგა", ან "ავად გახდა და ძალაუფლება დატოვა", ან რამენაირად "წავიდა", უნდა ვიცოდეთ, რომ ეს FSB-ს სპეცოპერაციაა, რომ პუტინიზმი და არადემოკრატიული სისტემა რუსეთში გადარჩეს", - წერს რურუა.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა