პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"
"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"

ახალ­ქა­ლა­ქი-ნოს­ტე-მთი­ულ­თუ­ბა­ნი-რკო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში, შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ვაჟა ფან­ჩუ­ლი­ძე და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი ჩა­ვიდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კუ­თა­რი სატ­კი­ვა­რი გა­უ­ზი­ა­რეს. ერ­თაწ­მინ­დე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბულ­დო­ზერ­მა 30-40 სმ სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე სას­მე­ლი წყლის მილი გა­დაჭ­რა.

"კარ­გია რომ გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ და­მი­ძა­ხონ მა­ინც. გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ წყლის მი­ლია 30-40 სან­ტი­მეტ­რის სიღ­რმე­ზე, მაგ­რამ მა­ინც და­ან­გრი­ეს, დაგ­ლი­ჯეს. მკლა­ვე­ბი მტკი­ვა წყლის ზიდ­ვის­გან. მე ინ­ფორ­მა­ცია გა­გა­ცა­ნით და გა­ა­კონ­ტრო­ლეთ ეგ ხალ­ხი, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. მე ვხე­დავ, არ მუ­შა­ო­ბენ კარ­გად", - უთხრა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ად­გი­ლობ­რივ­მა ლელა ელი­სა­ბე­დაშ­ვილ­მა.

"და­ვი­წყეთ და გა­კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მე­გო­ნა ხალ­ხს გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რა­ღა­ცას რომ ვა­კე­თებთ. დაგ­ვა­ცა­დეთ და გა­კეთ­დე­ბა. მოდი, ეგ დანა და­მარ­ტყი", - გა­ე­ხუმ­რა ქალ­ბა­ტონს გამ­გე­ბე­ლი გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი.

"რა­ტომ უნდა და­გარ­ტყათ, თქვენ ხართ ხელ­მძღვა­ნე­ლი? თქვე­ნია? უი, გამ­გე­ბე­ლი ხართ, ძა­ლი­ან კარ­გი, მაგ­რამ რა ვიცი, ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა და მან­გრევთ და რომ და­ი­წყებთ, ალ­ბათ, ბულ­დო­ზე­რით სახ­ლში შე­მო­ვარ­დე­ბით", - უთხრა მან პა­სუ­ხად გამ­გე­ბელს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"

"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"

ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბანი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დასათვალიერებლად ზემოაღნიშნულ სოფლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ფანჩულიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ჩავიდნენ. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სატკივარი გაუზიარეს. ერთაწმინდელები აცხადებენ, რომ ბულდოზერმა 30-40 სმ სიღრმეზე მდებარე სასმელი წყლის მილი გადაჭრა.

"კარგია რომ გააკეთონ, მაგრამ დამიძახონ მაინც. გავაფრთხილე, რომ წყლის მილია 30-40 სანტიმეტრის სიღრმეზე, მაგრამ მაინც დაანგრიეს, დაგლიჯეს. მკლავები მტკივა წყლის ზიდვისგან. მე ინფორმაცია გაგაცანით და გააკონტროლეთ ეგ ხალხი, როგორ მუშაობენ. მე ვხედავ, არ მუშაობენ კარგად", - უთხრა მაღალჩინოსნებს ადგილობრივმა ლელა ელისაბედაშვილმა.

"დავიწყეთ და გაკეთდება ყველაფერი. მეგონა ხალხს გაუხარდებოდა, რაღაცას რომ ვაკეთებთ. დაგვაცადეთ და გაკეთდება. მოდი, ეგ დანა დამარტყი", - გაეხუმრა ქალბატონს გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

"რატომ უნდა დაგარტყათ, თქვენ ხართ ხელმძღვანელი? თქვენია? უი, გამგებელი ხართ, ძალიან კარგი, მაგრამ რა ვიცი, ჯერ არ დაწყებულა და მანგრევთ და რომ დაიწყებთ, ალბათ, ბულდოზერით სახლში შემოვარდებით", - უთხრა მან პასუხად გამგებელს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა