ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაანონსებული აქციაა. სტუდიის სტუმრებმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ახალი ძალების მოყვანისკენ მოუწოდა.
"მე ვურჩევდი საქართველოს ფორმალურ მმართველს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დროზე შემოიყვანოს ახალი ძალა და ახალი სისხლი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ გუნდური პასუხისმგებლობა აიღონ და ერთიანდად იმუშაონ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.