პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე
სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში, ხუ­ლო­სა და შუ­ა­ხევ­ში ათამ­დე სკო­ლა სხვა­დას­ხვა საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. 6 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე - პე­და­გო­გი.გე შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი შვი­დი სკო­ლი­დან 19 ვა­კან­სია იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ამ­ჟა­მად ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 20 ვა­კან­სი­აა.

გო­მარ­დულ­ში, წანკლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მეშ­ვი­დე, მერ­ვე, მე­ცხრე კლას­ში ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი არ ტარ­დე­ბა. მი­ზე­ზი ინ­გლი­სუ­რის პე­და­გო­გის არ არ­სე­ბო­ბაა.

"და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თილს გერ­მა­ნუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ატა­რებს. მა­ღალ კლა­სებ­ში კი, ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი არ ტარ­დე­ბა," - ამ­ბობს წანკლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ცი­ა­ლა ჭა­ღა­ლი­ძე.

შუ­ა­ხევ­ში, სხე­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად ხუთი ვა­კან­სი­აა. სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლიო გე­ოგ­რა­ფი­ის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის, ქი­მი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლებს ეძებს.

ზე­მო­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კი ქი­მი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ჰყავთ.

სო­ფელ სხე­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად გაკ­ვე­თი­ლებს არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ატა­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ას სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ას­წავ­ლის. ფი­ზი­კის სა­ა­თე­ბი კი, სკო­ლის დი­რექ­ტორს აქვს აღე­ბუ­ლი.

სხეფ­ში მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ უც­დე­ბათ, თუმ­ცა ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვის ხარ­ჯზე ხდე­ბა.

"გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ ცდე­ბა, სხვა მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. გე­ოგ­რა­ფი­ას და ქი­მი­ას ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ატა­რებს, რო­მე­ლიც საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი კი არის, მაგ­რამ ბევ­რი სა­ა­თი აქვს და ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია. მე მა­თე­მა­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ და ფი­ზი­კის სა­ა­თე­ბიც მაქვს აღე­ბუ­ლი", - აცხა­დებს "ბა­თუ­მე­ლებთნ" სხე­ფის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ოთარ და­ვი­თა­ძე.

ოთხი ვა­კან­სი­აა სო­ფელ ინწკირ­ვე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. აქ რუ­სუ­ლი ენის, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის, მუ­სი­კის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი არ ჰყავთ. რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გებს ეძე­ბენ გო­გა­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და ჯაბ­ნი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც. მა­ხა­ლა­კი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის, ინ­გლი­სუ­რი­სა და ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი არ ჰყავთ.

იხი­ლეთ ვრცლად

batumelebi.ge

სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

სკოლები მთებში, მასწავლებლის გარეშე

აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოსა და შუახევში ათამდე სკოლა სხვადასხვა საგნის სპეციალისტების გარეშეა დარჩენილი. 6 მარტის მონაცემებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე - პედაგოგი.გე შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი სკოლიდან 19 ვაკანსია იყო განთავსებული. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით კი, ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 20 ვაკანსიაა.

გომარდულში, წანკლაურის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან მოყოლებული მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასში ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება. მიზეზი ინგლისურის პედაგოგის არ არსებობაა.

"დაბალ საფეხურზე ინგლისურის გაკვეთილს გერმანულის მასწავლებელი ატარებს. მაღალ კლასებში კი, ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება," - ამბობს წანკლაურის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ჭაღალიძე.

შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად ხუთი ვაკანსიაა. სკოლა საქართველოს და მსოფლიო გეოგრაფიის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის მასწავლებლებს ეძებს.

ზემოხევის საჯარო სკოლაში კი ქიმიისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მასწავლებლები არ ჰყავთ.

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად გაკვეთილებს არასპეციალისტები ატარებენ. მაგალითად, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას სკოლის ადმინისტრატორი ასწავლის. ფიზიკის საათები კი, სკოლის დირექტორს აქვს აღებული.

სხეფში მოსწავლეებს გაკვეთილები არ უცდებათ, თუმცა ეს მასწავლებლების ზედმეტი დატვირთვის ხარჯზე ხდება.

"გაკვეთილები არ ცდება, სხვა მასწავლებლებს აქვთ გადანაწილებული. გეოგრაფიას და ქიმიას ისეთი მასწავლებელი ატარებს, რომელიც საგნის სპეციალისტი კი არის, მაგრამ ბევრი საათი აქვს და ძალიან გადატვირთულია. მე მათემატიკის სპეციალისტი ვარ და ფიზიკის საათებიც მაქვს აღებული", - აცხადებს "ბათუმელებთნ" სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე.

ოთხი ვაკანსიაა სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში. აქ რუსული ენის, ფიზიკური აღზრდის, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არ ჰყავთ. რუსული ენის პედაგოგებს ეძებენ გოგაძეების საჯარო სკოლასა და ჯაბნიძეების საჯარო სკოლაშიც. მახალაკიძეების საჯარო სკოლაში კი, საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი არ ჰყავთ.

იხილეთ ვრცლად

batumelebi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა