პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში
როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

ლი­ან­და­გე­ბის გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ხმა­უ­რი, მგზავ­რე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი ვა­გო­ნე­ბი, გა­დაგ­ლე­ჯი­ლი და ალაგ-ალაგ უზურ­გო სა­ვარ­ძლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მე­მან­ქა­ნე, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც მუდ­მი­ვად თა­ვის­თვის, ჩუ­მად ბუ­ზღუ­ნებ­და - ასე შე­მორ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას 90-იანი წლე­ბის ტრამ­ვაი, თუმ­ცა, ისიც კარ­გად მახ­სოვს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მთელ ქა­ლაქს, უფ­როს თა­ო­ბა­სა თუ პა­ტა­რებს, ტრამ­ვა­ით მგზავ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ იზი­დავ­და ყვე­ლას ეს არა­კომ­ფორ­ტუ­ლი ტრან­სპორ­ტი, მაგ­რამ წლებ­თან ერ­თად ჩემს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თა­ვად­ვე ვი­პო­ვე - იყო ამა­ში ერ­თგვა­რი ეგ­ზო­ტი­კა, ტრამ­ვა­ი­ში დე­და­ქა­ლა­ქის აწ­მყო­სა თუ წარ­სულს თით­ქოს სრუ­ლი სი­სავ­სით აღიქ­ვამ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობ­დნენ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვლად, სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბის შეკ­ვე­ცი­სა და ლი­ან­და­გე­ბის ამოყ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რო­გორც მა­შინ ით­ქვა, რელ­სე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბულ "ჯარ­თად" გა­მო­ცხად­და და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­ყი­და...

"ჯარ­თის" ქვეყ­ნი­დან გა­ზიდ­ვის პრო­ცე­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც" "წარ­მა­ტე­ბით" გა­ნაგ­რძო - 2004 წლის 7 ივ­ლისს არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა ის­ნის დე­პომ და მას­ზე მი­მაგ­რე­ბულ­მა ერ­თა­დერ­თმა N7 მარ­შრუტ­მაც, 2006 წლის 4 დე­კემ­ბერს კი, ავ­ჭა­ლის დეპო და უკა­ნას­კნე­ლი N12 მარ­შრუ­ტიც გა­ჩერ­და, სა­ბო­ლო­ოდ, ვა­გო­ნებ­მა ქუ­ჩის კა­ფე­ე­ბის ფუნ­ქცია შე­ი­თავ­სეს - თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ტრამ­ვა­ის სის­ტე­მის 102-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­აც ასე დას­რულ­და.

ამა­ვე წელს მე­რი­ამ ლი­ან­და­გე­ბი ქა­ლა­ქი­დან სა­ბო­ლო­ოდ ამო­ყა­რა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით­, თურ­ქეთ­ში ჯარ­თად ჩა­სა­ბა­რებ­ლად გა­ი­მე­ტა­. სად და რა ფა­სად გა­ი­ყი­და ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის­ რელ­სე­ბი, რა მო­გე­ბა-წა­გე­ბა ნახა სა­ხელ­მწი­ფომ ტრამ­ვა­ის გა­უქ­მე­ბით - არა­ვის გა­უმ­ხე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი კომ­პენ­სა­ცი­ად ჰო­ლან­დი­ი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მე­ო­რე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შეს­თა­ვა­ზეს, რომ­ლებ­საც ხან ცე­ცხლი უჩ­ნდე­ბო­და, ხან კი ად­გი­ლი­დან დაძვ­რი­სას შავ ბოლს აფ­რქვევ­და.

რაც უნდა პა­რად­ოქ­სუ­ლად მო­გეჩ­ვე­ნოთ, ლი­ან­და­გე­ბის ამოყ­რი­დან ზუს­ტად ექ­ვსი წლის თავ­ზე თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტრა­მვა­ის აღ­დგე­ნის გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა - მო­ვა­შო­როთ ჰო­ლან­დი­ი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სები და დე­და­ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა­ სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა შევ­ქმნა­თო. ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის, "სი­ესტრას" დახ­მა­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტიც შე­იქ­მნა, რაც ლი­ან­და­გე­ბის ხელ­მე­ო­რედ ჩაყ­რას გუ­ლის­ხმობ­და. თუ თბი­ლის­ში ისევ ტრამ­ვა­ის ქსე­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, რა­ტომ ავ­ყა­რეთ ლი­ანდ­აგი? - უგუ­ლა­ვას ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. იდე­ას ეკო­ლო­გებ­მაც და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ეკო­ლოგ ჯე­მალ ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა­ და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ტრამ­ვა­ით შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მა­ტე­ბის გამო თბი­ლისს სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

ლიანდაგების გამაყრუებელი ხმაური, მგზავრებით გადაჭედილი ვაგონები, გადაგლეჯილი და ალაგ-ალაგ უზურგო სავარძლები და რაც მთავარია, მემანქანე, რომელიც რატომღაც მუდმივად თავისთვის, ჩუმად ბუზღუნებდა - ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას 90-იანი წლების ტრამვაი, თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მთელ ქალაქს, უფროს თაობასა თუ პატარებს, ტრამვაით მგზავრობა განსაკუთრებულად უყვარდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იზიდავდა ყველას ეს არაკომფორტული ტრანსპორტი, მაგრამ წლებთან ერთად ჩემს კითხვაზე პასუხი თავადვე ვიპოვე - იყო ამაში ერთგვარი ეგზოტიკა, ტრამვაიში დედაქალაქის აწმყოსა თუ წარსულს თითქოს სრული სისავსით აღიქვამდი. სამწუხაროდ, განსხვავებულად ფიქრობდნენ ქვეყნის პირველი პირები, რომლებმაც ტრანსპორტის განვითარების ნაცვლად, სამარშრუტო ხაზების შეკვეცისა და ლიანდაგების ამოყრის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც მაშინ ითქვა, რელსები ძვირად ღირებულ "ჯართად" გამოცხადდა და საზღვარგარეთ გაიყიდა...

"ჯართის" ქვეყნიდან გაზიდვის პროცესი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" "წარმატებით" განაგრძო - 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა N7 მარშრუტმაც, 2006 წლის 4 დეკემბერს კი, ავჭალის დეპო და უკანასკნელი N12 მარშრუტიც გაჩერდა, საბოლოოდ, ვაგონებმა ქუჩის კაფეების ფუნქცია შეითავსეს - თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102-წლიანი ისტორიაც ასე დასრულდა.

ამავე წელს მერიამ ლიანდაგები ქალაქიდან საბოლოოდ ამოყარა და გავრცელებული ინფორმაციით­, თურქეთში ჯართად ჩასაბარებლად გაიმეტა­. სად და რა ფასად გაიყიდა ძვირფასი ლითონის­ რელსები, რა მოგება-წაგება ნახა სახელმწიფომ ტრამვაის გაუქმებით - არავის გაუმხელია, საზოგადოებას კი კომპენსაციად ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი მეორეული ავტობუსები შესთავაზეს, რომლებსაც ხან ცეცხლი უჩნდებოდა, ხან კი ადგილიდან დაძვ­რისას შავ ბოლს აფრქვევდა.

რაც უნდა პარად­ოქსულად მოგეჩვენოთ, ლიანდაგების ამოყრიდან ზუსტად ექვსი წლის თავზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ საზოგადოებას ტრა­მვაის აღდგენის გეგმა წარუდგინა - მოვაშოროთ ჰოლანდიიდან შემოყვანილი ყვითელი ავტობუ­სები და დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა­ სატრანსპორტო სისტემა შევქმნათო. ფრანგული კომპანიის, "სიესტრას" დახმარებით შესაბამისი პროექტიც შეიქმნა, რაც ლიანდა­გების ხელმეორედ ჩაყრას გულისხმობდა. თუ თბილისში ისევ ტრამვაის ქსელის დაბრუ­ნებას ვაპირებდით, რატომ ავყარეთ ლიანდ­აგი? - უგულავას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. იდეას ეკოლოგებმაც დაუჭირეს მხარი. ეკოლოგ ჯემალ ჩხეიძის განცხადებით, ავტობუსებისა­ და სამარშრუტო ტაქსების ტრამვაით შეცვლა აუცილებელია, რადგან ავტომო­ბილებისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს სატრანსპორტო პრობლემები შეექმნა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია