რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ნავალნი გასულ თვეს დააკავეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მან მეტროსადგურებში ბუკლეტები გაარიგა და მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
მან ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულებამდე პენიტენციალურ სამსახურს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ერთი დღით გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რაც არ დაუკმაყოფილეს. ალექსეი ნავალნი რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერია, რომელიც კრემლს აქტიურად აკრიტიკებს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.