რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი ასლან ალხანოვი იყოს, - ამის შესახებ გამოცემა "ვერსია.რუ" იტყობინება.
ალხანოვი 28 თებერვალს, ნემცოვის მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, მოსკოვში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა. თუმცა, როგორც ბლოგერი ტატიანა ვოლკოვა წერს, ალხანოვი გამოძიებისთვის საჭირო პირი იყო, ამიტომაც მისი "თვითმკვლელობა დროული იყო".
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლის სიახლოვეს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს გაიმართება.
ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.