პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი
როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი 1927 წელს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს აღმსა­კო­მის დად­გე­ნი­ლე­ბით და­არ­სდა. მის მო­სა­წყო­ბად მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 70-მდე ჰა (შემ­დეგ 120-მდე) მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ი­ყო. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო შემ­დე­გი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ამუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რიც გახ­ლდათ: კავ­კა­სი­ის ანუ მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის, ფა­უ­ნის, ეგ­ზო­ტი­კუ­რი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო, ცხო­ველ­თა...

ზო­ო­პარ­კის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის შედ­გე­ნა­ზე ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დნენ პრო­ფე­სო­რი მან­ტე­ი­ფე­ლი – მოს­კო­ვის ზო­ო­პარ­კის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ნა­წი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლე­ნინ­გრა­დის (სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი) ზო­ო­პარ­კის არ­ქი­ტექ­ტო­რი სტე­პა­ნო­ვი და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ჯა­ნაშ­ვი­ლი. ცხო­ველ­თათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბო­და ბუ­ნებ­რივ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი (კლდე­ე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი, აუ­ზე­ბი)...

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­ურ პარკში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კავ­კა­სი­ის­თვის, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი: ჯიხ­ვი, ნი­ა­მო­რი, არჩვი, ირე­მი, შვე­ლი, კოლ­ხუ­რი ხო­ხო­ბი, კავ­კა­სი­უ­რი როჭო, კავ­კა­სი­უ­რი შურ­თხი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­ო­პარ­კის სა­მეც­ნი­ე­რო სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი ზო­ო­ლო­გი - არ­ჩილ ჯა­ნაშ­ვი­ლი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მი­ი­ღეს ჯიხ­ვი­სა და ში­ნა­უ­რი თხის ჰიბ­რი­დი - ჯიხვთხა, ასე­ვე, ზებ­რი­სა და თუ­შუ­რი ჯი­შის ცხე­ნის ნაჯ­ვა­რი - ზებ­რო­ი­დი (რო­მე­ლიც თა­ვის მშობ­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფრო გამ­ძლე); შე­ის­წავ­ლეს სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის (ირე­მი, შვე­ლი, ჯიხ­ვი, კვერ­ნა, წი­თე­ლი იხვი, ორბი, გი­ურ­ზა) ბი­ო­ლო­გია.

მა­ი­მუ­ნე­ბის ფსი­ქი­კა­სა და სხვა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს სწავ­ლობ­და აკა­დე­მი­კო­სი ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი. 1931 წელს ზო­ო­პარკში და­არ­სდა პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია. შე­იქ­მნა ზო­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მიც. ბევ­რი რამ დი­რექ­ტორ გან­სო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სას (1934-1944 წლე­ბი) გა­კეთ­და. ის წლე­ბი თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის აღმშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. ამას­თან, არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ცდა ტარ­დე­ბო­და. ასე­ვე აით­ვი­სეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი მი­წის დიდი ფარ­თო­ბი, აშენ­და ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი და ვო­ლი­ე­რე­ბი, მო­ე­წყო გა­ზო­ნე­ბი და ყვა­ვილ­ნა­რე­ბი, ბოს­ტა­ნი (იქ მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი და ბოსტნე­უ­ლი ცხო­ველ­თა საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და), ბავ­შვე­ბის გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ობ­და პო­ნის ეტლი...

1935 წელს ზო­ო­პარკში და­არ­სდა ბი­ო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი, რო­მე­ლიც 1938 წელს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს გა­და­ე­ცა. უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­დარ­თა ჰი­გი­ე­ნას, კვე­ბა­სა და რე­ჟიმს, მათ მკურ­ნა­ლო­ბას, გამ­რავ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბეწ­ვი­ა­ნი ნა­დი­რე­ბის მო­შე­ნე­ბას. 1936 წელს ჯა­ნაშ­ვი­ლის რე­დაქ­ცი­ით გა­მო­ი­ცა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის პირ­ვე­ლი გზამ­კვლე­ვი. 1938 წელს თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი სპი­ლო - 3 წლის სპლიყ­ვი, ასე­ვე, შიმ­პან­ზე, ბე­ჰე­მო­თი, ავ­სტრა­ლი­უ­რი და ამე­რი­კუ­ლი სი­რაქ­ლე­მე­ბი, თუ­თი­ყუ­შე­ბი, ავ­სტრა­ლი­უ­რი შავი გე­დე­ბი, რაც იმ­დრო­ინ­დე­ლი ზო­ო­პარ­კის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი მოვ­ლე­ნა იყო. ამ ფაქ­ტის გამო მთე­ლი ქა­ლა­ქი აფი­შე­ბით გახ­ლდათ აჭ­რე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სე­ლებს ახა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნობ­და. თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის მეც­ნი­ერ­მუ­შა­კე­ბი მუდ­მი­ვად აწარ­მო­ებ­დნენ დაკ­ვირ­ვე­ბას ფრინ­ვე­ლებ­სა და ცხო­ვე­ლებ­ზე, რის შე­დე­გა­დაც აქ­ვეყ­ნებ­დნენ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებს.

1993-1994 წლებ­ში კი თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, რო­გორც არას­დროს, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს იქა­უ­რო­ბას ყუ­რა­დღე­ბას აღა­რა­ვინ აქ­ცევ­და. იმ დროს ბევ­რი ცხო­ვე­ლი შიმ­ში­ლის­გან და­ი­ხო­ცა და ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მელ­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთი მკვდა­რი ცხო­ვე­ლით მე­ო­რე გა­მო­ეკ­ვე­ბათ...

ასე­თი გახ­ლავთ ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი... 

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი

როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი 1927 წელს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით დაარსდა. მის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში 70-მდე ჰა (შემდეგ 120-მდე) მიწის ნაკვეთი გამოიყო. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებების ამუშავება, როგორიც გახლდათ: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო, ცხოველთა...

ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ პროფესორი მანტეიფელი – მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი) ზოოპარკის არქიტექტორი სტეპანოვი და ქართველი მეცნიერები: ჩხიკვიშვილი, ჯანაშვილი. ცხოველთათვის ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები)...

თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილი იყო კავკასიისთვის, კერძოდ, საქართველოსთვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი. წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი - არჩილ ჯანაშვილი. გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ზოოპარკში მიიღეს ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი - ჯიხვთხა, ასევე, ზებრისა და თუშური ჯიშის ცხენის ნაჯვარი - ზებროიდი (რომელიც თავის მშობლებთან შედარებით უფრო გამძლე); შეისწავლეს სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა) ბიოლოგია.

მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდა აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. 1931 წელს ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. ბევრი რამ დირექტორ განსონის ხელმძღვანელობისას (1934-1944 წლები) გაკეთდა. ის წლები თბილისის ზოოპარკის აღმშენებლობის პერიოდი გახლდათ. ამასთან, არაერთი სამეცნიერო ცდა ტარდებოდა. ასევე აითვისეს სპეციალურად გამოყოფილი მიწის დიდი ფართობი, აშენდა ახალი ნაგებობები და ვოლიერები, მოეწყო გაზონები და ყვავილნარები, ბოსტანი (იქ მოყვანილი მწვანილი და ბოსტნეული ცხოველთა საკვებად გამოიყენებოდა), ბავშვების გასასეირნებლად ზოოპარკის ტერიტორიაზე მოძრაობდა პონის ეტლი...

1935 წელს ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა. უდიდესი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით, ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი. 1938 წელს თბილისის ზოოპარკში მოსკოვიდან ჩამოიყვანეს პირველი სპილო - 3 წლის სპლიყვი, ასევე, შიმპანზე, ბეჰემოთი, ავსტრალიური და ამერიკული სირაქლემები, თუთიყუშები, ავსტრალიური შავი გედები, რაც იმდროინდელი ზოოპარკის ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო. ამ ფაქტის გამო მთელი ქალაქი აფიშებით გახლდათ აჭრელებული, რომლებიც თბილისელებს ახალი მობინადრეების შესახებ ამცნობდა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერმუშაკები მუდმივად აწარმოებდნენ დაკვირვებას ფრინველებსა და ცხოველებზე, რის შედეგადაც აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს.

1993-1994 წლებში კი თბილისის ზოოპარკი, როგორც არასდროს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს იქაურობას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. იმ დროს ბევრი ცხოველი შიმშილისგან დაიხოცა და ზოოპარკის თანამშრომელბი იძულებულები იყვნენ, ერთი მკვდარი ცხოველით მეორე გამოეკვებათ...

ასეთი გახლავთ ჩვენი ზოოპარკის ისტორიული წარსული... 

მოამზადა ლალი ფაციამ

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს