პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი
"ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის აზ­რით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უნდა აღეძ­რა.

რო­გორც ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა TV-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას სა­უ­ბა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც ჰქონ­და, თუმ­ცა "ვერ და­ი­თან­ხმა".

"არ­ჩევ­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ თუ არა, ქა­და­გი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ­დი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან კა­მა­თიც მქონ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქა­და­გი­ძემ ჩა­ი­დი­ნა არა­ერ­თი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა-თქო. შენ მე­რა­ბი ხარ, ნო­და­რი, თუ ბი­ძი­ნა, არა­ვის უნდა აპა­ტიო და­ნა­შა­უ­ლი. და­ნა­შუ­ა­ლი არის ჩა­დე­ნი­ლი? - ის უნდა და­ი­სა­ჯოს", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მხრი­დან სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

"სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნებს ნამ­დვი­ლად ვხე­დავ, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტუ­რად და­სა­ბუ­თე­ბა არ შე­მიძ­ლია და თავს ვი­კა­ვებ გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რომ უდა­ნა­შუ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია არ და­ვარ­ღვიო. ეჭვი არის, მათ შო­რის, თუნ­დაც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში 350 მი­ლი­ო­ნით რომ გა­ზარ­დეს მი­მოქ­ცე­ვა­ში ფული, რა მო­ი­გო სა­ხელ­მწი­ფომ?! იქ­ნებ გვი­თხრან, სად წა­ვი­და ეს ფული?! ეროვ­ნულ ბანკს უნდა შე­ეს­წავ­ლა, რა იწ­ვევს მო­თხოვ­ნას დო­ლარ­ზე, იქ­ნებ სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნაა?! ჩა­ი­ხე­დონ შიგ­ნით. ვინ ყი­დუ­ლობ­და და რის­თვის ყი­დუ­ლობ­და?! 90-იან წლებ­ში ზუს­ტად იგი­ვეს აკე­თებ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი. ის "უპ­რა­გო­ნოდ", გა­უ­ზო­მა­ვად იძ­ლე­ო­და სეს­ხებს. არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პირ­და­პირ მოგ­ცემ სესხს, თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით. ზუს­ტად იგი­ვე გა­ა­კე­თა ახ­ლაც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა. როცა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს შე­ა­ჩე­რო, რას ელო­დე­ბი?! და­იქ­ცეს ქვე­ყა­ნა?!", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი

"ქართულ ოცნებას" გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა აღეძრა" - ნოდარ ჯავახიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრა.

როგორც ჯავახიშვილმა "პალიტრა TV-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ამასთან დაკავშირებით მას საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა, თუმცა "ვერ დაითანხმა".

"არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან კამათიც მქონდა. ვეუბნებოდი, ქადაგიძემ ჩაიდინა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება-თქო. შენ მერაბი ხარ, ნოდარი, თუ ბიძინა, არავის უნდა აპატიო დანაშაული. დანაშუალი არის ჩადენილი? - ის უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.

"საბოტაჟის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ, თუმცა დოკუმენტურად დასაბუთება არ შემიძლია და თავს ვიკავებ განცხადებებისგან, რომ უდანაშულობის პრეზუმპცია არ დავარღვიო. ეჭვი არის, მათ შორის, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, შექმნილ ვითარებაში 350 მილიონით რომ გაზარდეს მიმოქცევაში ფული, რა მოიგო სახელმწიფომ?! იქნებ გვითხრან, სად წავიდა ეს ფული?! ეროვნულ ბანკს უნდა შეესწავლა, რა იწვევს მოთხოვნას დოლარზე, იქნებ სპეკულაციური მოთხოვნაა?! ჩაიხედონ შიგნით. ვინ ყიდულობდა და რისთვის ყიდულობდა?! 90-იან წლებში ზუსტად იგივეს აკეთებდა ეროვნული ბანკი. ის "უპრაგონოდ", გაუზომავად იძლეოდა სესხებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირდაპირ მოგცემ სესხს, თუ კომერციული ბანკის მეშვეობით. ზუსტად იგივე გააკეთა ახლაც ეროვნულმა ბანკმა. როცა არის შესაძლებლობა ეს შეაჩერო, რას ელოდები?! დაიქცეს ქვეყანა?!", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა