ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა გაუფასურებულ ლარს "შეულოცა":
"აშინაო, მაშინაო - ლარო რამ შეგაშინაო,
ევრომ შეგაშინა, დოლარმა შეგაშინა,
ფუნტმა შეგაშინა, ხადურმა შეგაშინა?!
ლარო ჩადექ სალაროსა,
ლარო ჩადექ სალაროსა,
ლარო ჩადექ სალაროსა,
დაუბრუნდი იმ ძველ კურსსა!
P.s. მე რაც ვიცოდი გავაკეთე, დანარჩენზე მთავრობამ იზრუნოს, თორემ ხალხი იზრუნებს... არჩევნებზე!
P.P.s. არა და იანვრის დასაწყისში რაც ვთქვი, ჯერ ორი თვეც არ გასულა: 1991 წელი - თხის წელი იყო, 2003 წელი - თხის წელი იყო, 2015 წელიც - თხის წელია!".