პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"
ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"

ბოლო თვე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა აშ­კა­რად გაძ­ვირ­და. მარ­თა­ლია, მთავ­რო­ბა გვპირ­დე­ბა, რომ ქამ­რებს შე­მო­ი­ჭერს და ყვე­ლა­ფერს გა­მო­ას­წო­რებს, მაგ­რამ ეს ოდ­ნა­ვაც ვერ ამ­ცი­რებს იმ ზა­რალს, რო­მე­ლიც ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის გაძ­ვი­რე­ბამ მო­უ­ტა­ნა. თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფას­მა სა­შუ­ა­ლოდ, 2-3 ლა­რით მო­ი­მა­ტა, რის გა­მოც ზო­გი­ერთ სა­ცხობ­ში პური 5-10 თეთ­რით გა­აძ­ვი­რეს, ხოლო ხალ­ხში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა ქარ­ხნუ­ლი პუ­რის ფას­მაც მო­ი­მა­ტოს.

ხომ არ მოჰ­ყვე­ბა ფქვი­ლის გაძ­ვი­რე­ბას ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტის - პუ­რის გაძ­ვი­რე­ბა? - ამ შე­კი­თხვით Bpn.ge-მ პუ­რის ქარ­ხნი­სა და მე­ხორ­ბლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მი­მარ­თა.

რო­გორც მე­ო­თხე პუ­რის ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­მა, მალ­ხაზ დო­ლი­ძემ გვი­თხრა, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ეტაპ­ზე პუ­რის ფა­სის მო­მა­ტე­ბას არ აპი­რე­ბენ. "არ ვიცი, რა არის ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ბოლო ხა­ნებ­ში ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, პურ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სის შეც­ვლას ამ ეტაპ­ზე არ ვგეგ­მავთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გაზი არ გაგ­ვიძ­ვი­რეს, არც ფქვი­ლის ფა­სია ჯერ ისე მა­ღა­ლი, რომ ფა­სე­ბი შევ­ცვა­ლოთ. მაგ­რამ თუ პრო­ცე­სე­ბი ასე გაგ­რძელ­და, პუ­რის ფა­სიც მო­ი­მა­ტებს. პურს მარ­ტო ფქვი­ლი ხომ არ სჭირ­დე­ბა? - ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბა ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს, ტრან­სპორ­ტი და დამ­ხმა­რე მა­სა­ლე­ბია სა­ჭი­რო, ხელ­ფა­სე­ბი გვაქვს გა­სა­ცე­მი, მა­რი­ლი­თა და ცხი­მით და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, სა­ფუ­ა­რის ფას­მაც კი მო­ი­მა­ტა - რა თქმა უნდა, ეს პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას ზრდის. თუ ადრე ერთ ტო­მა­რა ფქვილს 37 ლა­რად ვყი­დუ­ლობ­დით, ახლა მას­ში 40 ლარს ვიხ­დით. ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა და ეს ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვა­პი­რებთ პუ­რის ფა­სის შეც­ვლას, რო­გორც ვიცი, გაძ­ვი­რე­ბას "იფქლიც" არ გეგ­მავს, რად­გან პური მა­ინც პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტია და ამას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ახლო მო­მა­ვალ­ზე კი ვე­რა­ფერს ვი­ტყვი", - აცხა­დებს მალ­ხაზ დო­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თმა მე­პუ­რემ თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია უკვე გა­აძ­ვი­რა, თუმ­ცა მსხვი­ლი სა­წარ­მო­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. "პური 10 თეთ­რით რომ გაძ­ვირ­დე­ბა, მერე 10 თეთ­რს დის­ტრი­ბუ­ცია მო­უ­მა­ტებს, 10-ს - მა­ღა­ზია და ასე გაგ­რძელ­დე­ბა. ერთი პა­ტა­რა ბიძ­გი და ყვე­ლა­ფე­რი აი­რე­ვა. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დოთ. ურ­თუ­ლეს დრო­ში ვმუ­შა­ობ­დით, როცა მე­წარ­მე­ებს ძა­ლით აკოტ­რებ­დნენ, როცა ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლი 60 ლარი ღირ­და, იმ­დრო­ინ­დე­ლი ვა­ლე­ბი დღე­საც მოგ­ვდევს", - აღ­ნიშ­ნავს მალ­ხაზ დო­ლი­ძე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"

ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"

ბოლო თვეებში საქართველოში ცხოვრება აშკარად გაძვირდა. მართალია, მთავრობა გვპირდება, რომ ქამრებს შემოიჭერს და ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ ამცირებს იმ ზარალს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ლარის გაუფასურებამ და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებამ მოუტანა. თებერვლის დასაწყისიდან, ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საშუალოდ, 2-3 ლარით მოიმატა, რის გამოც ზოგიერთ საცხობში პური 5-10 თეთრით გააძვირეს, ხოლო ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქარხნული პურის ფასმაც მოიმატოს.

ხომ არ მოჰყვება ფქვილის გაძვირებას ყველა ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის - პურის გაძვირება? - ამ შეკითხვით Bpn.ge-მ პურის ქარხნისა და მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელებს მიმართა.

როგორც მეოთხე პურის ქარხნის დირექტორმა, მალხაზ დოლიძემ გვითხრა, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე პურის ფასის მომატებას არ აპირებენ. "არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, პურზე არსებული ფასის შეცვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. საბედნიეროდ, გაზი არ გაგვიძვირეს, არც ფქვილის ფასია ჯერ ისე მაღალი, რომ ფასები შევცვალოთ. მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, პურის ფასიც მოიმატებს. პურს მარტო ფქვილი ხომ არ სჭირდება? - ჩვენი წარმოება ენერგომატარებლების გარეშე ვერ იმუშავებს, ტრანსპორტი და დამხმარე მასალებია საჭირო, ხელფასები გვაქვს გასაცემი, მარილითა და ცხიმით დაწყებული, ყველაფერი გაძვირებულია, საფუარის ფასმაც კი მოიმატა - რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. თუ ადრე ერთ ტომარა ფქვილს 37 ლარად ვყიდულობდით, ახლა მასში 40 ლარს ვიხდით. ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვენს საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ ვაპირებთ პურის ფასის შეცვლას, როგორც ვიცი, გაძვირებას "იფქლიც" არ გეგმავს, რადგან პური მაინც პირველადი მოხმარების პროდუქტია და ამას ვითვალისწინებთ. ახლო მომავალზე კი ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, ზოგიერთმა მეპურემ თავისი პროდუქცია უკვე გააძვირა, თუმცა მსხვილი საწარმოები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასების შენარჩუნებას. "პური 10 თეთრით რომ გაძვირდება, მერე 10 თეთრს დისტრიბუცია მოუმატებს, 10-ს - მაღაზია და ასე გაგრძელდება. ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა. ამიტომ ვცდილობთ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ურთულეს დროში ვმუშაობდით, როცა მეწარმეებს ძალით აკოტრებდნენ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა, იმდროინდელი ვალები დღესაც მოგვდევს", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია