პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა
რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა

2014 წლის 11 თე­ბერ­ვალს, რუ­სეთ­ში საწ­ვრთნე­ლი ფრე­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას თვითმფრი­ნა­ვი Су-24МР ჩა­მო­ვარ­და. მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ხში­რია. თუმ­ცა ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სულ სხვა გა­რე­მო­ე­ბამ მი­იქ­ცია. ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟის და­ღუ­პუ­ლი ორი­ვე წევ­რი - იგორ კუ­კარ­ცე­ვი და ანა­ტო­ლი ვო­ლოს­კო­ვი 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან.

აგ­ვის­ტოს ომში მათი ამო­ცა­ნა ქარ­თუ­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა იყო. და­ღუ­პუ­ლი იგორ კუ­კარ­ცე­ვი თა­ვის დრო­ზე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დი­ო­და. 1991-93 წლებ­ში ის კა­ხეთ­ში, დიდი ში­რა­ქის სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე ბა­ზი­რებ­და 168-ე გვარ­დი­ულ სა­ა­ვი­ა­ციო პოლკ­ში საფ­რონ­ტო ბობმ­დამ­შე­ნებ­ზე დაფ­რი­ნავ­და.

2008 წლის ომის დროს, ქარ­თველ­მა მე­ზე­ნი­ტე­ებ­მა ორი Су-24 ჩა­მო­აგ­დეს. პირ­ვე­ლი - 9 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ძე­ვე­რა­ში ჩა­მო­ვარ­და. სამი თვითმფრი­ნა­ვის­გან შემ­დგა­რი სა­ა­ვი­ა­ციო შე­ნა­ერ­თის და­ვა­ლე­ბა­ში შინ­დი­სის მახ­ლობ­ლად ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვა შე­დი­ო­და. რა­კე­ტის მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, პი­ლო­ტებ­მა კა­ტა­პულ­ტით ისარ­გებ­ლეს. მი­წა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი იგორ ზი­ნო­ვი ქარ­თველ­მა არ­ტი­ლე­რის­ტებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. მე­ო­რე პი­ლო­ტი - იგორ რჟავ­ტი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მუ­ზა­რად­ზე ამოტვიფ­რუ­ლი გვა­რით მოხ­და.

მე­ო­რე Су-24 10 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ვაგ­დეთ. ის ჯა­ვას მახ­ლობ­ლად მთებ­ში ჩა­ვარ­და. პი­ლო­ტე­ბი ოლეგ სტო­რო­ჟუ­კი და ვლა­დი­მერ ბო­გო­დუ­ხო­ვი პა­რა­შუ­ტე­ბით და­ეშ­ვნენ მი­წა­ზე. შემ­დგომ რუ­სებ­მა მათი ევა­კუ­ა­ცია შვე­ულმფრე­ნე­ბით მო­ახ­დი­ნეს.

ორი­ვე პი­ლო­ტი ჯერ ავ­ღა­ნეთ­ში, შემ­დგომ კი ჩეჩ­ნე­თის პირ­ველ და მე­ო­რე ომებ­ში ას­რუ­ლებ­დნენ საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბებს. ოლეგ სო­ტოჟუკ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო. მა­მა­მი­სი დიდი ში­რა­ქის აე­როდ­რომ­ზე მსა­ხუ­რობ­და. თბი­ლის­ში სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოლეგ­მა სამ­ხედ­რო პი­ლო­ტე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა და გა­ნა­წი­ლე­ბით კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­ში - კო­პიტ­ნა­რის ავი­ა­ბა­ზა­ზე დაბ­რუნ­და. შემ­დგომ ის დიდ ში­რაქ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

2008 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ბო­გო­დუ­ხო­ვი და სტო­რო­ჟუ­კი რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა

რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა

2014 წლის 11 თებერვალს, რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესრულებისას თვითმფრინავი Су-24МР ჩამოვარდა. მსგავსი ინციდენტები ხშირია. თუმცა ჩვენი ყურადღება სულ სხვა გარემოებამ მიიქცია. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპული ორივე წევრი - იგორ კუკარცევი და ანატოლი ვოლოსკოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილენი არიან.

აგვისტოს ომში მათი ამოცანა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების პოზიციების აღმოჩენა იყო. დაღუპული იგორ კუკარცევი თავის დროზე სამხედრო სამსახურს საქართველოში გადიოდა. 1991-93 წლებში ის კახეთში, დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომზე ბაზირებდა 168-ე გვარდიულ საავიაციო პოლკში საფრონტო ბობმდამშენებზე დაფრინავდა.

2008 წლის ომის დროს, ქართველმა მეზენიტეებმა ორი Су-24 ჩამოაგდეს. პირველი - 9 აგვისტოს ცხინვალის მახლობლად, სოფელ ძევერაში ჩამოვარდა. სამი თვითმფრინავისგან შემდგარი საავიაციო შენაერთის დავალებაში შინდისის მახლობლად ქართული პოზიციების დაბომბვა შედიოდა. რაკეტის მოხვედრის შემდეგ, პილოტებმა კატაპულტით ისარგებლეს. მიწაზე დაშვებული იგორ ზინოვი ქართველმა არტილერისტებმა ტყვედ აიყვანეს. მეორე პილოტი - იგორ რჟავტინი გარდაიცვალა. მისი იდენტიფიცირება მუზარადზე ამოტვიფრული გვარით მოხდა.

მეორე Су-24 10 აგვისტოს ჩამოვაგდეთ. ის ჯავას მახლობლად მთებში ჩავარდა. პილოტები ოლეგ სტოროჟუკი და ვლადიმერ ბოგოდუხოვი პარაშუტებით დაეშვნენ მიწაზე. შემდგომ რუსებმა მათი ევაკუაცია შვეულმფრენებით მოახდინეს.

ორივე პილოტი ჯერ ავღანეთში, შემდგომ კი ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ასრულებდნენ საბრძოლო დავალებებს. ოლეგ სოტოჟუკმა თავისი სამხედრო კარიერა საქართველოში დაიწყო. მამამისი დიდი შირაქის აეროდრომზე მსახურობდა. თბილისში სკოლის დასრულების შემდეგ ოლეგმა სამხედრო პილოტების სასწავლებელი დაამთავრა და განაწილებით კვლავ საქართველოში - კოპიტნარის ავიაბაზაზე დაბრუნდა. შემდგომ ის დიდ შირაქში გადაიყვანეს.

2008 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ბოგოდუხოვი და სტოროჟუკი რუსეთის გმირის წოდებებით დააჯილდოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"