საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანისა და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ
გლდანისა და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ

გლ­და­ნი­სა და ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წილს დღეს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდე­ბათ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი­დან" აც­ნო­ბეს, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" დი­ლი­დან, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ 900 მმ-იან მა­გის­ტრა­ლურ წყალ­დენს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მას­თან მი­ა­ერ­თებს. მა­გის­ტრა­ლის ახა­ლი, 700 მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის მი­სა­ერ­თებ­ლად, კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ებს უწე­რი­სა და ბა­რი­სა­ხოს ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, 18 თე­ბერ­ვლის 10:00 სა­ა­თი­დან შე­უდ­გე­ბა. კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მა­გის­ტრა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წყლის­გან დაც­ლას მო­ი­თხოვს.

ახა­ლი ქსე­ლის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მას­თან მი­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, 18 თე­ბერ­ვლის 10:00 სა­ა­თი­დან, 19 თე­ბერ­ვლის 10:00 სა­ა­თამ­დე წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდე­ბა: გლ­და­ნის "ა", I, II, III, IV და თემ­ქის IV მ/რა­ი­ო­ნებს, გლ­და­ნი­სა და ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნე­ბის ქუ­ჩე­ბის ნა­წილს.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" შე­ეც­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლებ­ლად მოკ­ლე დრო­ში და­ას­რუ­ლოს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა აღ­დგე­ბა 19 თე­ბერ­ვლის 10:00 სა­ა­თი­დან, ეტა­პობ­რი­ვად, სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე.

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ Facebook-გვერ­დზე და ვებგ­ვერ­დზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზს 2 93 11 11.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გლდანისა და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ

გლდანისა და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ

გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დილიდან, გლდანის რაიონში, ახლად რეაბილიტირებულ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიაერთებს. მაგისტრალის ახალი, 700 მეტრიანი მონაკვეთის მისაერთებლად, კომპანია სამუშაოებს უწერისა და ბარისახოს ქუჩების კვეთაზე, 18 თებერვლის 10:00 საათიდან შეუდგება. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, 18 თებერვლის 10:00 საათიდან, 19 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის "ა", I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ქუჩების ნაწილს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება აღდგება 19 თებერვლის 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს 2 93 11 11.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია