პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსების საკითხზე იმსჯელებენ
აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსების საკითხზე იმსჯელებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის გა­ფორმ­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს არის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და რუ­სე­თის მთავ­რო­ბას შო­რის სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და სა­სა­ქონ­ლო ვაჭ­რო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ. "ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, შერ­ჩე­უ­ლია შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია SGS, რო­მელ­მაც უნდა და­ა­წე­სოს ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის.

დე­ტა­ლებ­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბი. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და 2011 წელს. მას შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა კონ­ტრაქ­ტის ტექ­სტზე. ეს კონ­ტრაქ­ტი უნდა გა­ფორმ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და შვე­ი­ცა­რი­ულ კომ­პა­ნი­ას შო­რის, რუ­სეთ­მაც ანა­ლო­გი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი უნდა გა­ა­ფორ­მოს შვე­ი­ცა­რი­ულ კომ­პა­ნი­ას­თან. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისიც, რომ უნდა შე­იქ­მნას ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­ტე­ტეი ჟე­ნე­ვა­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე, რუ­სე­თის და შვე­ცი­ა­რი­ის მხა­რე. თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა დე­ტა­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ის მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც 2011 წლის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ახლა უნდა შევ­ჯერ­დეთ რუ­სულ მხა­რეს­თან, თუ რო­დის ვი­წყებთ პრაქ­ტი­კულ იმპლე­მენ­ტა­ცი­ას", – გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

მისი თქმით, ამ სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი უმ­თავ­რე­სად გა­ი­მარ­თე­ბა პრა­ღა­ში და ამის თა­ო­ბა­ზე საქ­მის კურ­სშია შვე­ი­ცა­რი­უ­ლი მხა­რე, ასე­ვე ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბიც.

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მო­ნი­ტო­რე­ბის სა­კი­თხი ეხე­ბა შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის SGS-ის ამოქ­მე­დე­ბას იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც 2011 წელს მიღ­წე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის, რუ­სე­თის WTO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში. ეს გუ­ლის­ხმობს სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­სა და ტვირ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსების საკითხზე იმსჯელებენ

აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსების საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.

მისი განმარტებით, ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. "ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის.

დეტალებზე არ შევჩერდები. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წელს. მას შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის, რუსეთმაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს შვეიცარიულ კომპანიასთან. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტეი ჟენევაში, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მხარე, რუსეთის და შვეციარიის მხარე. თავისთავად, ძალიან რთული თემაა დეტალების თვალსაზრისით. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობდა, პრაქტიკულად დასრულებულია. ახლა უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას", – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხის გასარკვევად ორმხრივი შეხვედრები უმთავრესად გაიმართება პრაღაში და ამის თაობაზე საქმის კურსშია შვეიცარიული მხარე, ასევე ევროპელი პარტნიორებიც.

შვეიცარიელი მონიტორების საკითხი ეხება შვეიცარული კომპანიის SGS-ის ამოქმედებას იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2011 წელს მიღწეულ იქნა საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების პროცესში. ეს გულისხმობს საბაჟო ადმინისტრირებასა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებას და მის რეალიზაციას.

"ინტერპრესნიუსი"

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"