საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ
ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ 10-მდე მუ­შას 8 თვეა ხელ­ფა­სი არ მი­უ­ღია. მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ათას ლარს შე­ად­გენს. ხელ­ფა­სის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ა­ტო­ვეს.

"სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე თით­ქმის ერთი წლის წინ დავ­საქმდით. თა­ვი­დან გვიხ­დიდ­ნენ ხელ­ფასს. ეხლა კი უკვე რვა თვეა ანა­ზღა­უ­რე­ბას აღარ გვაძ­ლე­ვენ. მე პი­რა­დად 1 800 ლარი მაქვს ასა­ღე­ბი. ჩემს მე­გობ­რებს ზოგს ამა­ზე მეტი აქვს და ზოგს ნაკ­ლე­ბი. უფა­სოდ ხომ არ ვი­მუ­შა­ვებ­დით, ამი­ტომ მშე­ნებ­ლო­ბა მი­ვა­ტო­ვეთ. თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, სო­ფელ­ში არ გვი­ნა­ხავს. ვის მოვ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი არ ვი­ცით", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ერთ-ერ­თმა მუ­შამ ილ­კარ ოცახ­ვერ­დი­ევ­მა.

თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "AGCS muhendislik insaat meden naklye ticare tve sanayi"-ს კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის "ლარ­გოს" წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ მარ­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქულ კომ­პა­ნი­ას მათი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს და სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ მუ­შებს ხელ­ფასს მისი და­ფარ­ვის შემ­დეგ გა­და­უხ­დი­ან.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ

ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ 10-მდე მუშას 8 თვეა ხელფასი არ მიუღია. მათი განცხადებით, სახელფასო დავალიანება რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. ხელფასის გადაუხდელობის გამო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სკოლის მშენებლობა პროტესტის ნიშნად მიატოვეს.

"სკოლის მშენებლობაზე თითქმის ერთი წლის წინ დავსაქმდით. თავიდან გვიხდიდნენ ხელფასს. ეხლა კი უკვე რვა თვეა ანაზღაურებას აღარ გვაძლევენ. მე პირადად 1 800 ლარი მაქვს ასაღები. ჩემს მეგობრებს ზოგს ამაზე მეტი აქვს და ზოგს ნაკლები. უფასოდ ხომ არ ვიმუშავებდით, ამიტომ მშენებლობა მივატოვეთ. თურქული კომპანიის კონტრაქტორები, რომლებიც მშენებლობას ხელმძღვანელობენ, სოფელში არ გვინახავს. ვის მოვთხოვოთ პასუხი არ ვიცით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა მუშამ ილკარ ოცახვერდიევმა.

თურქული კომპანია "AGCS muhendislik insaat meden naklye ticare tve sanayi"-ს კონტრაქტორი კომპანიის "ლარგოს" წარმომადგენლის ზურაბ მარგიშვილის განცხადებით, თურქულ კომპანიას მათი დავალიანება აქვს და სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს მისი დაფარვის შემდეგ გადაუხდიან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა