საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ
"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­მი­ე­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შე­სა­ხებ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან არა­ერ­თი ჭორი თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და. პო­ლი­ტი­კოს­თა და მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­წი­ლი, ისე­ვე, რო­გორც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხი, გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებ­და, მათ სა­პა­სუ­ხოდ კი, ქვეყ­ნის წინა მთავ­რო­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ სა­ერ­თოდ დუმ­და, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ კი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე პი­კან­ტუ­რი მო­საზ­რე­ბა გა­აჟ­ღე­რეს.

მკი­თხველს უკვე მო­ეხ­სე­ნე­ბა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ[მეტი], რო­მელ­საც დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა[მეტი], და ალ­ბათ, არც გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ქვეყ­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და­ვი­წყე­ბია.

"როცა ზუ­რა­ბი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბის ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა - მის­მა ძმამ, მე­უღ­ლემ. მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, მო­ვი­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ნინო, შენ ხომ იყა­ვი ად­გილ­ზე, სა­დაც ეს მოხ­და, ნახე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­დი, შენ გგო­ნია, რომ ვინ­მე რა­მეს მა­ლავს, ან სხვა­ნა­ი­რად არის თუ... არა, არა მგო­ნი­აო, - თქვა, შენ­თან რა პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დე­სო. მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, რაც მი­თხრა: ხომ იცი, ზუ­რას რო­გორც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ბევ­რი ფული ჰქონ­დაო... მე ვუ­თხა­რი, მე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ფული და არა მგო­ნია ზუ­რას ჰქო­ნო­და ფული და სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ ორი დღით ადრე მის­ცა მას ძა­ლი­ან დიდი თან­ხა და ამ თან­ხის ნა­წი­ლი მინ­და ამო­ვი­ღოო, ალ­ბათ იმ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ნამ ჩვენ მი­ვი­დო­დით, ხომ არ წა­ი­ღეს ეს თან­ხა შემ­თხვე­ვი­თო. მე ვუ­თხა­რი - ახლა გა­მო­დის, რომ აქ ფულ­ზე ვლა­პა­რა­კობთ ხომ ჩვენ, ფულ­ზე ვერ შევ­თან­ხმდე­ბით ჩვენ-თქო. მერე გა­ირ­კვა, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, რო­გორც ჩანს, ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვა­ნი­ას მის­ცა ბევ­რი ფული და ეს გა­ა­კე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მერე ამუ­შა­ვებ­და ჟვა­ნი­ას ძმას, მას­თან ოფის­ში, ისე, რო­გორც ყვე­ლა ოლი­გარ­ქს უნ­დო­და ამ თე­მის აგო­რე­ბა. ახ­ლაც - ივანშვილ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. როცა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მე­უღ­ლეს­თან და ძმას­თან, მე რა თქმა უნდა, ვე­ღარ მივ­დი­ო­დი ზუ­რას დე­დას­თან", - აცხა­დებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იგი მარ­თლა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო.

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი[მეტი], რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ დად­გმუ­ლი იყო სცე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს (ზუ­რაბ ჟვა­ნია, რაულ იუ­სუ­პო­ვი), არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლეს, ნინო ქა­და­გი­ძეს, თუმ­ცა მან "საქ­მის დე­ლი­კა­ტუ­რი" ნა­წი­ლის შე­სა­ხებ გა­სულ წელს ისა­უბ­რა, რო­დე­საც ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი გას­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, ზო­გი­ერ­თი ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, თით­ქოს საქ­მის მა­სა­ლე­ბის გან­სა­ჯა­რო­ე­ბა იმი­ტომ არ მო­ხერ­ხდა, რომ ამ საქ­მე­ში დე­ლი­კა­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბია. "ეს დე­ლი­კა­ტუ­რი ნა­წი­ლი ის ნა­წი­ლია, რომ­ლის გა­მოც სულ შან­ტა­ჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი…", - აღ­ნიშ­ნა ნინო ქა­და­გი­ძემ.

იმა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნინო ქა­და­გი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა­საც უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ნინო ქა­და­გი­ძის გან­ცხა­დე­ბებს:

"ვფიქ­რობ, ამ აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ნორ­მა­ლუ­რი მსვლე­ლო­ბი­დან და არ­სე­ბი­თი სა­კი­თხე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნილ იქ­ნას სკან­და­ლურ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას. ახ­დე­ნენ ამ საქ­მის პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას, რათა მერე გა­ი­კე­თონ ფარი, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მიღ­მა დარ­ჩეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რებს, გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა. ყვე­ლა მათ­გა­ნი იყო და­ახ­ლო­ე­ბით ერთი და იმა­ვე ში­ნა­არ­სის. ჩვენ მუდ­მი­ვად ვლა­პა­რა­კობ­დით გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და მე შე­მიძ­ლია შე­ვა­ჯა­მო ეს სი­ტყვე­ბი მი­შას სი­ტყვე­ბით. მი­შამ მი­თხრა: მთხო­ვე, რაც გინ­და, ოღონდ გა­მო­ძი­ე­ბას თავი და­ა­ნე­ბე. ეს არის მისი სი­ტყვე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხას, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თან­ხა­ზე მქონ­და სა­უ­ბა­რი, იყო იმ კონ­ტექ­სტში, რო­დე­საც ვცდი­ლობ­დი, სხვა ვერ­სი­ებ­ზეც მე­ლა­პა­რა­კა. ჩემი ერთ-ერთი ვერ­სია იყო - რად­გან დაც­ვის უფ­როს­მა ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან გა­სა­ღე­ბი, ღამე გახ­სნა მისი ორი­ვე სე­ი­ფი, იქ­ნებ, აქ იყო ადა­მი­ა­ნუ­რი ან­გა­რე­ბის მო­მენ­ტიც და მკვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა იმის გა­მოც მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა იქი­დან რა­ღაც მო­ი­პა­რა. შე­იძ­ლე­ბო­და, ეს თან­ხაც ყო­ფი­ლი­ყო… მით უფრო, ვი­ცო­დი, რომ ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­ი­ფებ­ში ინა­ხე­ბო­და, და­კარ­გუ­ლი იყო. სულ ეს იყო, რაც თან­ხა­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თით­ქოს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მი­თხრა რა­ღაც, ეს თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძის, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის მოწ­მედ მოყ­ვა­ნას ჰგავს ძა­ლი­ან", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ის არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა "იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ოჯა­ხის ღირ­სე­ბით ვაჭ­რო­ბენ".

"ჩემ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, კი­დევ რა მო­უ­ვათ ამათ მა­ხინჯ ტვი­ნებ­ში. ვფიქ­რობ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნორ­მა­ლუ­რად და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბას შე­უ­შა­ლოს ხელი. მე ამას არ მინ­და ხელი შე­ვუ­წყო და ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვი­ტყვი, არის ის, რომ ჩვენ, ოჯა­ხი, ხელს ვუ­წყობთ გა­მო­ძი­ე­ბას და თა­ნახ­მა ვართ ყვე­ლა­ნა­ირ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ტყუ­ი­ლე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი ამა­თი მო­გო­ნი­ლია და მე ამა­ში ვერ შე­ვე­ჯიბ­რე­ბი", - აცხა­დებ­და ნინო ქა­და­გი­ძე.

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ

"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ

საქართველოს ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შესახებ, მისი გარდაცვალების დღიდან არაერთი ჭორი თუ ოფიციალური ვერსია ვრცელდებოდა. პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიას ოჯახი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, მათ საპასუხოდ კი, ქვეყნის წინა მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ჯერ საერთოდ დუმდა, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ კი საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პიკანტური მოსაზრება გააჟღერეს.

მკითხველს უკვე მოეხსენება გუშინ გავრცელებული დოკუმენტის შესახებ[მეტი], რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა[მეტი], და ალბათ, არც გასული წლის მარტში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არანაკლებ სკანდალური განცხადება დავიწყებია.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან სხვანაირად არის თუ... არა, არა მგონიაო, - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო... მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს, ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახლაც - ივანშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავდა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

გუშინ გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ძმამ, გოგლა ჟვანიამ გააკეთა კომენტარი[მეტი], რომელშიც განაცხადა, რომ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს (ზურაბ ჟვანია, რაულ იუსუპოვი), არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ამ დრომდე არ გაუკეთებია გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძეს, თუმცა მან "საქმის დელიკატური" ნაწილის შესახებ გასულ წელს ისაუბრა, როდესაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვას,  ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის განცხადებების შესახებ, თითქოს საქმის მასალების განსაჯაროება იმიტომ არ მოხერხდა, რომ ამ საქმეში დელიკატური მომენტებია. "ეს დელიკატური ნაწილი ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები…", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.

იმავე პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძემ სააკაშვილის ბრალდებასაც უპასუხა. გთავაზობთ ნინო ქადაგიძის განცხადებებს:

"ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას. ახდენენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რათა მერე გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს არის მისი სიტყვები.

რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობდი, სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო - რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო… მით უფრო, ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც სეიფებში ინახებოდა, დაკარგული იყო. სულ ეს იყო, რაც თანხაზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაც, ეს თამარ დეკანოსიძის, გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

"ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ ამათ მახინჯ ტვინებში. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს ნორმალურად და ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. მე ამას არ მინდა ხელი შევუწყო და ერთადერთი, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ ჩვენ, ოჯახი, ხელს ვუწყობთ გამოძიებას და თანახმა ვართ ყველანაირ ექსპერტიზაზე. ტყუილები და ბრალდებები ამათი მოგონილია და მე ამაში ვერ შევეჯიბრები", - აცხადებდა ნინო ქადაგიძე.

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა