მაშა ზუსტად ცხრა წელი იყო გამოკეტილი სახლში – ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია და მასზე ფსიქოლოგები ზრუნავენ. ამ დროის განმავლობაში გოგონა არასდროს გამოსულა ქუჩაში, არ ყოფილა სკოლაში და მიღებაზე ექიმთან, დედის გარდა არავისთან არ ჰქონია ურთიერთობა.
რასაკვირველია, მეზობლებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ. სულ პაწაწინას დედა ხანდახან ეზოში ასეირნებდა. მაგრამ როგორც კი ბავშვი შვიდი წლის გახდა, დაიკარგა.
სად წავიდა ბავშვი? მეზობლები ეკითხებოდნენ 47 წლის ქალს. ზოგს პასუხობდა, რომ ინტერნატში ჩააბარა, სხვებს – რომ ბებიასთან გაგზავნა სოფელში. თუმცა ერთი სართულით დაბლა მცხოვრები მეზობელი ჰყვებოდა, რომ ხანდახან ბავშვის ტირილი ესმოდა. რატომ არ რეაგირებდა? – მერე რა, ბავშვი ტირის. ამის გამო მილიციაში უნდა დამერეკა? – ამბობს ქალი. გაუჩინარებიდან ცხრა წლის შემდეგ დაიწყეს ბავშვის ძებნა.
განაგრძეთ კითხვა