მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

აშშ-ს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს იცავს, და­ა­დას­ტუ­რა, რომ თეთ­რი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და­ა­ფიქ­სი­რეს. ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ჩვენ­მა ერ­თმა ოფი­ცერ­მა გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­და­უფ­რი­ნა ტე­რი­ტო­რი­ას ერთი მეტ­რი სიგ­რძის აპა­რატ­მა და და­იმ­სხვრა თეთ­რი სახ­ლის კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით. თეთ­რი სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ი­ხუ­რა იმ დრომ­დე, ვიდ­რე მო­წყო­ბი­ლო­ბა სრუ­ლად არ იყო შეს­წავ­ლი­ლი და ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი" ,- აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მუ­ნი­კე­ში. სპეც­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა ძებ­ნა მათი მო­ტი­ვე­ბის და­სად­გე­ნად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს იცავს, დაადასტურა, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. ამის შესახებ ამერიკული სპეცსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენმა ერთმა ოფიცერმა გამთენიისას დაინახა, როგორ გადაუფრინა ტერიტორიას ერთი მეტრი სიგრძის აპარატმა და დაიმსხვრა თეთრი სახლის კომპლექსის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თეთრი სახლის შესასვლელი მომენტალურად დაიხურა იმ დრომდე, ვიდრე მოწყობილობა სრულად არ იყო შესწავლილი და ლიკვიდირებული" ,- აღნიშნულია კომუნიკეში. სპეცსამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ეჭვმიტანილთა ძებნა მათი მოტივების დასადგენად.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა