პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია
ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია

"მას შემ­დეგ, რაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელს მო­ა­წერს ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე, შს მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბას დრო­ე­ბით მისი მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შე­ას­რუ­ლებს. თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი და ექ­სპერტთა ნა­წი­ლი გო­მე­ლა­ურს, რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი დაც­ვის ყო­ფილ უფ­როსს და შე­სა­ბა­მი­სად, ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს, მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლის არა დრო­ე­ბით, არა­მედ დიდი ხნით ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით - "ვინ შეც­ვლის ჭი­კა­ი­ძეს - 3 ვერ­სია / შს მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა­საც პროგ­ნო­ზი­რე­ბენ".

"პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ჭი­კა­ი­ძე ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა არ არის, შს სა­მი­ნის­ტროს შიგ­ნით, ქვე­და ეშე­ლო­ნებ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას ბევ­რი სხვაც და­ტო­ვებს. ხოლო თუკი მამა-შვი­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი არ გა­მო­იკ­ვე­თა, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რა­ში, შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც მოხ­დეს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ვარ­ძლის და­ტო­ვე­ბა თა­ვად გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილ­საც მო­უ­წი­ოს. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თა­ვად პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ სა­ვარ­ძლის და­ტო­ვე­ბა­საც კი ვა­რა­უ­დო­ბენ - ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ყო­ფილ მრჩე­ველ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე "უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის" პი­რის შეც­ვლაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხოლო, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, ის კამ­პა­ნია, რაც პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­საძ­ლოა, პრე­მი­ე­რის გა­და­ყე­ნე­ბით დას­რულ­დეს", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"გუ­შინ ეს­პა­ნეთ­ში ვი­ზი­ტად მყოფ­მა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ გა­დად­გო­მის თხოვ­ნით პრე­მი­ერს მი­მარ­თა. გა­დად­გო­მის მო­ტი­ვად ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე და­ა­სა­ხე­ლა. ჭი­კა­ი­ძეს­თან ერ­თად თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ოთარ მირ­ზო­ევ­მა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აწ უკვე ყო­ფილ შს მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს. თუმ­ცა, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ამ ორის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გვარს ასა­ხე­ლებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გუ­შინ­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ზაზა როს­ტი­აშ­ვი­ლი, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი დარ­ბა­ი­სე­ლი და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მალ­ხაზ ჩიკ­ვი­ლა­ძე", - გა­ნაგ­რძობს გა­მო­ცე­მა.

"შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი და­სა­ხელ­და: მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია, ასე­ვე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი. ამ სა­მი­დან ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი გო­მე­ლა­ურს აქვს, რად­გან ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სი იყო და რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს, მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ მას მი­ნის­ტრად ამ­ზა­დებ­დნენ და წინ­სწრე­ბით უწყე­ბის შეს­წავ­ლა ევა­ლე­ბო­და. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­ო­ბა­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დე­ბენ, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ ის აუ­ცი­ლებ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რი იქ­ნე­ბა და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­დან" მო­სუ­ლი იზო­რი­ას მი­ნის­ტრო­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სულ თა­ნა­გუნ­დე­ლებს არ შე­უ­ერ­თდა, თა­ნაც ჭი­კა­ი­ძის ნაც­ვლად მთე­ლი სა­მი­ნის­ტრო მას ება­რა, ოღონდ გო­მე­ლა­უ­რის მის­ვლამ­დე. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ასე­ვე გა­მო­რი­ცხა­ვენ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ის ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კად­რად მი­იჩ­ნე­ვა", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

"მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ უფალს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქარ­თუს" საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავ­და კად­რე­ბი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს, აღარც უშიშ­რო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ეყო­ლე­ბო­და ქვე­ყა­ნას, არც აჭა­რის პირ­ვე­ლი პირი და არც შს მი­ნის­ტრის შემ­ცვლე­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და კად­რე­ბის სამ­ჭედ­ლო თუ იყო "ქარ­თუ", ეს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უფრო ადრე უნდა გა­ე­გე­ბი­ნე­ბი­ნათ, ვიდ­რე ეს გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დო­და. ასე რომ, რო­გორს ჩანს, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ გვექ­ნე­ბა", - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი. ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი, შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც ვი­ხი­ლოთ. ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მი­ნის­ტრის გარ­და თა­ნამ­დე­ბო­ბას შს სა­მი­ნის­ტრო­ში უფრო და­ბა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბიც და­ემ­შვი­დო­ბონ, მათ შო­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და ის "ქარ­თუს" კად­რე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"თუკი ეს გა­დად­გო­მა ინი­ცი­რე­ბუ­ლია უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან, ვიდ­რე ჭი­კა­ი­ძეა, სჯობ­და, ერთი კვი­რა მა­ინც ეც­ლი­ათ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ კო­ლე­გებს ხვდე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც გვახ­სოვს მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ხდო­მი­სას იხ­სნე­ბოდ­ნენ. ასე­ვე გვახ­სოვს, ალა­სა­ნი­ას რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტი­სას და­უ­ჭი­რეს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი. ახლა ჭი­კა­ი­ძეც უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას გა­უშ­ვეს სახ­ლში. რო­გორც ჩანს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი საფრ­თხე ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გამჭვირ­ვა­ლე სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს - თა­ვის დრო­ზე რა პრინ­ცი­პით აირ­ჩა ჭი­კა­ი­ძე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ახლა რა პრინ­ცი­პით მოვა მის მა­გივ­რად სხვა", - და­ას­კვნის გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

"ჭი­კა­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე სწო­რია, მისი და­ნიშ­ვნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით - დღე­ვან­დე­ლი დრა­მის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მის კა­რი­ე­რა­ში გა­თა­მაშ­და, მისი და­ნიშ­ვნის დღეს ჩა­ი­სა­ხა, რად­გან მისი და­ნიშ­ვნა არა­ნა­ირ სტან­დარტს, არც პო­ლი­ტი­კურ და არც პრო­ფე­სი­ულ კრი­ტე­რი­უმს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ის, რომ თით­ქოს ჭი­კა­ი­ძე ვი­ღა­ცებს მფარ­ვე­ლობ­და, მგო­ნია, უსა­მარ­თლო­ბაა და ბა­ტო­ნი იური ვი­ღა­ცამ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. ჭი­კა­ი­ძის წას­ვლა პო­ზი­ტი­უ­რად უნდა შე­ფას­დეს და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რედ ამით და­ა­მახ­სოვ­რებს თავს. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კრი­ტე­რი­უ­მით შერ­ჩე­ულ ადა­მი­ანს ამ­ხე­ლა ტვირ­თი აკი­დო. ჭი­კა­ი­ძე იმი­ტომ კი არ გა­დად­გა, რომ მფარ­ვე­ლობ­და, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო. ამ საქ­მე­ში თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც აქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, მი­ნის­ტრი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა არ არის და მის პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. თუმ­ცა, მა­თაც აი­ღეს 2-3 კვი­რა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც უნდა და­დონ. პრო­კუ­რა­ტუ­რის თემა ჯერ და­ხუ­რუ­ლი არ არის და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რა მოხ­დე­ბა, ეს ჯერ კი­დევ წინ გვაქვს", - მი­იჩ­ნევს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

"ამან სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი კი­დევ უფრო მკვეთ­რად გა­მო­ა­ჩი­ნა. არა მარ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რის, მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის უნა­რი დგე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში, ეკო­ნო­მი­კა­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი გვაქვს და ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო დიდ კრი­ზის­ში გა­და­ი­ზარ­დოს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბის მოწ­მე­ნი გავ­ხდეთ, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის თემა კი ერთ-ერთი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი გახ­დეს. ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­კუ­რო­რი ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის ფი­გუ­რან­ტე­ბი არი­ან და ისი­ნი ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან. არ გა­მო­ვი­და არა თუ გა­მო­ძი­ე­ბა, სა­კუ­თა­რი რი­გე­ბის გაწ­მენ­დაც ვერ მო­ა­ხერ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და აქ უფრო მა­ღა­ლი დო­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა. გვა­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და. არ ვიცი და არც მინ­და იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს შს მი­ნის­ტრად", - დას­ძენს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

"ორი თვის წინ, რო­დე­საც პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ე.წ. გუნ­დის რამ­დე­ნი­მე წევ­რმა სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სახ­ლში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, მა­შინ­ვე ვთქვი, რომ გა­და­ყე­ნე­ბის სე­რია გაგ­რძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­და­საგ­დე­ბი ბარ­ტყე­ბი დრო­ში გა­მო­ი­ზო­გეს. რო­დე­საც ზე­დე­ლაშ­ვი­ლი და ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი ჩა­მო­ა­შო­რეს შს სა­მი­ნის­ტროს და უწყე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, ვთქვი და დრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჭი­კა­ი­ძის გა­და­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი იყო. ის გა­და­ა­ყე­ნეს სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც მო­რი­გი მსხვერ­პლთშე­წირ­ვა მო­ინ­დო­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში აგ­რე­სია დრო­ე­ბით მა­ინც გა­ა­ნე­იტ­რა­ლონ. შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვნა­ხოთ ცვლი­ლე­ბე­ბის გრძე­ლი ჯაჭ­ვიც კი. რაც პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­ა­ში ხდე­ბა, შე­საძ­ლოა, ეს კამ­პა­ნია თა­ვად პრე­მი­ე­რის გა­და­ყე­ნე­ბით დას­რულ­დეს. შემ­ცვლე­ლად კი არ ვიცი, ვინ იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ვით სერ­გე­ენ­კო ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­გუ­რაა", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია

ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია

"მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ხელს მოაწერს ჭიკაიძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, შს მინისტრის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ექსპერტთა ნაწილი გომელაურს, როგორც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილ უფროსს და შესაბამისად, ნდობით აღჭურვილ პირს, მინისტრის სავარძლის არა დროებით, არამედ დიდი ხნით ოფიციალურად დაკავებას უწინასწარმეტყველებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით - "ვინ შეცვლის ჭიკაიძეს - 3 ვერსია / შს მინისტრის გადადგომის შემდეგ, ექსპერტები გაზაფხულზე პრემიერის გადადგომასაც პროგნოზირებენ".

"პოლიტოლოგები ასევე ამბობენ იმასაც, რომ ჭიკაიძე ბოლო საკადრო ცვლილება არ არის, შს სამინისტროს შიგნით, ქვედა ეშელონებში თანამდებობას ბევრი სხვაც დატოვებს. ხოლო თუკი მამა-შვილი ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებაში რაიმე ღირებული არ გამოიკვეთა, დაახლოებით 2-3 კვირაში, შესაძლოა, პროკურატურაშიც მოხდეს საკადრო ცვლილებები და სავარძლის დატოვება თავად გიორგი ბადაშვილსაც მოუწიოს. პოლიტოლოგები გაზაფხულის მეორე ნახევარში თავად პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სავარძლის დატოვებასაც კი ვარაუდობენ - ყოფილი პრემიერის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილის განცხადებით, გაზაფხულზე "უფრო მაღალი თანამდებობის" პირის შეცვლაა მოსალოდნელი. ხოლო, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ის კამპანია, რაც პრემიერის წინააღმდეგ მედიაში მიმდინარეობს, შესაძლოა, პრემიერის გადაყენებით დასრულდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"გუშინ ესპანეთში ვიზიტად მყოფმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერს მიმართა. გადადგომის მოტივად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დაასახელა. ჭიკაიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა. რამდენიმე დღის წინ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. სწორედ ამ ადამიანების მფარველობაში ადანაშაულებდა იური ვაზაგაშვილი აწ უკვე ყოფილ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. თუმცა, ვაზაგაშვილი ამ ორის გარდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის გვარს ასახელებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის მოადგილე ზაზა როსტიაშვილი, ამავე სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარბაისელი და კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე", - განაგრძობს გამოცემა.

"შს მინისტრის თანამდებობაზე მედიაში სხვადასხვა სავარაუდო კანდიდატი დასახელდა: მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ასევე შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ამ სამიდან ყველაზე დიდი შანსი გომელაურს აქვს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო და როდესაც რამდენიმე თვის წინ შს მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მინისტრად ამზადებდნენ და წინსწრებით უწყების შესწავლა ევალებოდა. საპარლამენტო უმრავლეობაში არაოფიციალურად აცხადებენ, რომ ახალი მინისტრის ვინაობა უცნობია, მაგრამ ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის კადრი იქნება და "თავისუფალი დემოკრატებიდან" მოსული იზორიას მინისტრობას გამორიცხავენ - მიუხედავად იმისა, რომ ის ოპოზიციაში წასულ თანაგუნდელებს არ შეუერთდა, თანაც ჭიკაიძის ნაცვლად მთელი სამინისტრო მას ებარა, ოღონდ გომელაურის მისვლამდე. საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე გამორიცხავენ გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას. მიზეზი კი ისაა, რომ ის ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა", - დასძენს გამოცემა.

"მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ორგანიზაცია "ქართუს" საკმარისი რაოდენობით ჰყავდა კადრები. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, აღარც უშიშროების დეპარტამენტის უფროსი ეყოლებოდა ქვეყანას, არც აჭარის პირველი პირი და არც შს მინისტრის შემცვლელი მოიძებნებოდა კადრების სამჭედლო თუ იყო "ქართუ", ეს მოსახლეობისთვის უფრო ადრე უნდა გაეგებინებინათ, ვიდრე ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ასე რომ, როგორს ჩანს, კადრების დეფიციტი არ გვექნება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური პროცესი, შესაძლოა, პროკურატურაშიც ვიხილოთ. ასევე არ გამორიცხავს, რომ მინისტრის გარდა თანამდებობას შს სამინისტროში უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებიც დაემშვიდობონ, მათ შორის კონტრდაზვერვის რამდენიმე თანამშრომელი და ის "ქართუს" კადრებით დაკომპლექტდება", - წერს სტატიის ავტორი.

"თუკი ეს გადადგომა ინიცირებულია უფრო მაღალი თანამდებობის პირებისგან, ვიდრე ჭიკაიძეა, სჯობდა, ერთი კვირა მაინც ეცლიათ ადამიანისათვის, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ კოლეგებს ხვდებოდა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პერიოდშიც გვახსოვს მინისტრები, რომლებიც თვითმფრინავში ჩასხდომისას იხსნებოდნენ. ასევე გვახსოვს, ალასანიას რომ საზღვარგარეთ ვიზიტისას დაუჭირეს რამდენიმე თანამშრომელი. ახლა ჭიკაიძეც უცხოეთში ყოფნისას გაუშვეს სახლში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებისაგან ეს გამოცდილება გაიზიარეს, მაგრამ მთავარი საფრთხე ისაა, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა არ არსებობს - თავის დროზე რა პრინციპით აირჩა ჭიკაიძე ამ თანამდებობაზე და ახლა რა პრინციპით მოვა მის მაგივრად სხვა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ჭიკაიძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე სწორია, მისი დანიშვნისაგან განსხვავებით - დღევანდელი დრამის საფუძველი, რაც მის კარიერაში გათამაშდა, მისი დანიშვნის დღეს ჩაისახა, რადგან მისი დანიშვნა არანაირ სტანდარტს, არც პოლიტიკურ და არც პროფესიულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. ის, რომ თითქოს ჭიკაიძე ვიღაცებს მფარველობდა, მგონია, უსამართლობაა და ბატონი იური ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. ჭიკაიძის წასვლა პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ის საზოგადოებას სწორედ ამით დაამახსოვრებს თავს. არ შეიძლება ასეთი კრიტერიუმით შერჩეულ ადამიანს ამხელა ტვირთი აკიდო. ჭიკაიძე იმიტომ კი არ გადადგა, რომ მფარველობდა, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა პროკურატურასაც აქვს, მაგრამ მთავარი პროკურორი, მინისტრისაგან განსხვავებით, პოლიტიკური ფიგურა არ არის და მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, მათაც აიღეს 2-3 კვირა და ამ დროის განმავლობაში რაღაც უნდა დადონ. პროკურატურის თემა ჯერ დახურული არ არის და პროკურატურაში რა მოხდება, ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ამან სისტემური ხარვეზები კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩინა. არა მარტო პროკურატურის, მთლიანად ხელისუფლების ეფექტურობა, პასუხისმგებლობის აღების უნარი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამართლიანობის აღდგენაში, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კრიზისი გვაქვს და ვვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაიზარდოს და საბოლოო ჯამში გაზაფხულის მეორე ნახევარში მთავრობისთვის ნდობის საკითხის დაყენების მოწმენი გავხდეთ, ვაზაგაშვილის თემა კი ერთ-ერთი კატალიზატორი გახდეს. ძალიან ბევრი პოლიციელი, ძალიან ბევრი პროკურორი ძველი საქმეების ფიგურანტები არიან და ისინი ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან. არ გამოვიდა არა თუ გამოძიება, საკუთარი რიგების გაწმენდაც ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და აქ უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. გვარებზე საუბარი არ მინდა. არ ვიცი და არც მინდა იმაზე საუბარი, ვინ შეიძლება დაინიშნოს შს მინისტრად", - დასძენს ხუხაშვილი.

"ორი თვის წინ, როდესაც პრემიერ ღარიბაშვილის ე.წ. გუნდის რამდენიმე წევრმა საკუთარი განცხადების საფუძველზე სახლში წასვლა გადაწყვიტა, მაშინვე ვთქვი, რომ გადაყენების სერია გაგრძელდებოდა, თუმცა, მაშინ საზოგადოებისთვის გადასაგდები ბარტყები დროში გამოიზოგეს. როდესაც ზედელაშვილი და ჯანყარაშვილი ჩამოაშორეს შს სამინისტროს და უწყებაში უშუალოდ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები მივიდნენ, ვთქვი და დრომაც დაადასტურა, რომ ჭიკაიძის გადაყენება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ის გადააყენეს სწორედ მაშინ, როდესაც მორიგი მსხვერპლთშეწირვა მოინდომა საზოგადოებამ, იმისათვის, რომ საზოგადოების უკმაყოფილება, ზოგ შემთხვევაში აგრესია დროებით მაინც გაანეიტრალონ. შესაძლოა, ხელისუფლებაში ვნახოთ ცვლილებების გრძელი ჯაჭვიც კი. რაც პრემიერის წინააღმდეგ მედიაში ხდება, შესაძლოა, ეს კამპანია თავად პრემიერის გადაყენებით დასრულდეს. შემცვლელად კი არ ვიცი, ვინ იქნება. დღევანდელ ხელისუფლებაში დავით სერგეენკო ერთადერთი ავტორიტეტული ფიგურაა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა