პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!
აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!

იმი­სათ­ვის, რომ სა­ცო­ბი წარ­მო­იქ­მნას, ბევ­რი რამ სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო. თა­ნაც, თუ მოძ­რა­ო­ბა გა­ი­ჭე­და, სა­ცო­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სწრა­ფად, წა­მებ­ში იქ­მნე­ბა. ერთი დარ­ღვე­ვა, ერთი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ერთი არას­წო­რად "და­პარ­კინ­გე­ბუ­ლი" ავ­ტო­მო­ბი­ლი, ან ერთი თავ­ხე­დი მძღო­ლი თით­ქმის ყო­ველ­თვის საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ მერე ათო­ბით ან ასო­ბით მძღოლს ნერ­ვე­ბი და­ა­წყდეს!

ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ცო­ბი ორმა დარ­ღვე­ვამ და ერ­თმა არას­წორ­მა საქ­ცი­ელ­მა შექ­მნა. თუმ­ცა იმ ორ მძღოლს ერ­თდრო­უ­ლად რომ არ და­ერ­ღვია, სა­ცო­ბი მა­ინც შე­იქ­მნე­ბო­და - უბ­რა­ლოდ, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი სა­ცო­ბი გა­მო­ვი­დო­და. ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბამ კი აუ­ტა­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­მო­იწ­ვია.

ეს გუ­შინ, იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ეს ცალ­მხრი­ვი ქუ­ჩაა, სა­ი­და­ნაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე გა­დი­ან და რაკი სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი თბი­ლის­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცო­ბე­ბი ხში­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­აქვთ ნა­გა­ვი ამ ქუ­ჩი­დან მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან 7-ის ნა­ხევ­რამ­დე - მა­შინ, როცა სა­ცო­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა ისე­დაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. თა­ნაც, ქუჩა ვიწ­როა და ნაგ­ვის მან­ქა­ნას გვერდს ვე­რა­ვინ უქ­ცევს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მძღო­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, და­ე­ლო­დოს, რო­დის მო­ამ­თავ­რე­ბენ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მეს. თუმ­ცა ისი­ნიც ხვდე­ბი­ან, რომ მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხე­ბენ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბენ ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ არა­ვინ ავა­ლებს და აკონ­ტრო­ლებს, რომ ამ ქუ­ჩი­დან ნა­გა­ვი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­რა­მოს 6-დან 7-ის ნა­ხევ­რამ­დე არ გა­ი­ტა­ნონ - იმ დროს, როცა იო­სე­ბი­ძი­დან სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნამ­დე მან­ქა­ნით გას­ვლა ისე­დაც ჭირს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!

აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!

იმისათვის, რომ საცობი წარმოიქმნას, ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო. თანაც, თუ მოძრაობა გაიჭედა, საცობი ყოველთვის ძალიან სწრაფად, წამებში იქმნება. ერთი დარღვევა, ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ერთი არასწორად "დაპარკინგებული" ავტომობილი, ან ერთი თავხედი მძღოლი თითქმის ყოველთვის საკმარისია იმისათვის, რომ მერე ათობით ან ასობით მძღოლს ნერვები დააწყდეს!

ამ შემთხვევაში კი საცობი ორმა დარღვევამ და ერთმა არასწორმა საქციელმა შექმნა. თუმცა იმ ორ მძღოლს ერთდროულად რომ არ დაერღვია, საცობი მაინც შეიქმნებოდა - უბრალოდ, შედარებით მსუბუქი საცობი გამოვიდოდა. ყველაფრის ერთობლიობამ კი აუტანელი სიტუაცია გამოიწვია.

ეს გუშინ, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა. ეს ცალმხრივი ქუჩაა, საიდანაც ავტომობილები სააკაძის მოედანზე გადიან და რაკი სააკაძის მოედანი თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილად მიიჩნევა, საღამოს 6 საათიდან იოსებიძის ქუჩაზე საცობები ხშირია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გააქვთ ნაგავი ამ ქუჩიდან მაინცდამაინც საღამოს 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე - მაშინ, როცა საცობის წარმოქმნის ალბათობა ისედაც ძალიან მაღალია. თანაც, ქუჩა ვიწროა და ნაგვის მანქანას გვერდს ვერავინ უქცევს. შესაბამისად, ყველა მძღოლი იძულებული ხდება, დაელოდოს, როდის მოამთავრებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავიანთ საქმეს. თუმცა ისინიც ხვდებიან, რომ მოძრაობას აფერხებენ და საბედნიეროდ, მაქსიმალურად სწრაფად მოქმედებენ ხოლმე. სამწუხარო ისაა, რომ არავინ ავალებს და აკონტროლებს, რომ ამ ქუჩიდან ნაგავი მაინცდამაინც სარამოს 6-დან 7-ის ნახევრამდე არ გაიტანონ - იმ დროს, როცა იოსებიძიდან სააკაძის მოედნამდე მანქანით გასვლა ისედაც ჭირს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია