პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა
"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა

22 იან­ვარს, გან­კი­თხვის დღის სა­ა­თი 2 წუ­თით წინ გა­და­წი­ეს: ახლა იგი 23 სა­ათ­სა და 57 წუთს უჩ­ვე­ნებს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის თქმით, სა­ა­თის გა­და­წე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ომი­სა და კლი­მა­ტუ­რი საფრ­თხე­ე­ბის გაზ­რდილ­მა სა­შიშ­რო­ე­ბამ გა­მო­იწ­ვია. გან­კი­თხვის დღის სიმ­ბო­ლუ­რი სა­ა­თის პრო­ექ­ტი 1947 წელს ამე­რი­კულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­მა "ჩა­უშ­ვა". სა­ა­თი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. შუ­ა­ღა­მე ბირ­თვუ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მის მო­მენტს აღ­ნიშ­ნავს. სა­ა­თის ის­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა­მებრ იც­ვლე­ბა, რო­მელ­შიც ნო­ბე­ლის პრე­მი­ის 18 ლა­უ­რე­ა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს.

"2015 წელს არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მო­დერ­ნი­ზა­ცია, გაზ­რდი­ლი ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლე­ბი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის დიდი საფრ­თხის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია. მსოფ­ლიო ლი­დე­რებს არ გა­მოს­დით ოპე­რა­ტი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის შეც­დო­მე­ბი დე­და­მი­წის ყვე­ლა მკვიდრს უქ­მნის საფრ­თხეს. გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია", - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის დი­რექ­ტო­რი კე­ნეტ ბე­ნე­დიქ­ტი. 1947 წელს სა­ა­თი 23 სა­ათ­სა და 53 წუთ­ზე და­ა­ყე­ნეს, ხოლო 1952 წელს თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის გა­მოც­დის შემ­დეგ - 23:58-ზე.

ის­რე­ბის ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა 1991 წელს და­ფიქ­სირ­და. 12 სა­ათს 17 წუთი მა­შინ და­აკ­ლდა, რო­დე­საც აშშ-სა და სსრკ-ს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. 2000-იან წლებ­ში სა­ა­თის გა­და­წე­ვა ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტუ­რი ცვი­ლე­ბე­ბის გამო ხდე­ბო­და.

"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა

"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა

22 იანვარს, განკითხვის დღის საათი 2 წუთით წინ გადაწიეს: ახლა იგი 23 საათსა და 57 წუთს უჩვენებს. პროექტის ავტორების თქმით, საათის გადაწევის გადაწყვეტილება ბირთვული ომისა და კლიმატური საფრთხეების გაზრდილმა საშიშროებამ გამოიწვია. განკითხვის დღის სიმბოლური საათის პროექტი 1947 წელს ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა "ჩაუშვა". საათი ბირთვული შეიარაღების პოტენციალისა და დედამიწაზე არსებული დაძაბულობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. შუაღამე ბირთვული კატაკლიზმის მომენტს აღნიშნავს. საათის ისრები, ჟურნალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებისამებრ იცვლება, რომელშიც ნობელის პრემიის 18 ლაურეატი მონაწილეობს.

"2015 წელს არაკონტროლირებადი კლიმატური ცვლილებები, ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია, გაზრდილი ბირთვული არსენალები მთელი კაცობრიობისთვის დიდი საფრთხის მომასწავებელია. მსოფლიო ლიდერებს არ გამოსდით ოპერატიულად მოქმედება. პოლიტიკური ლიდერების შეცდომები დედამიწის ყველა მკვიდრს უქმნის საფრთხეს. გლობალური კატასტროფის მოხდენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია", - აცხადებს ჟურნალის დირექტორი კენეტ ბენედიქტი. 1947 წელს საათი 23 საათსა და 53 წუთზე დააყენეს, ხოლო 1952 წელს თერმობირთვული ბომბის გამოცდის შემდეგ - 23:58-ზე.

ისრების ყველაზე შორეული მდებარეობა 1991 წელს დაფიქსირდა. 12 საათს 17 წუთი მაშინ დააკლდა, როდესაც აშშ-სა და სსრკ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ დაიდო ხელშეკრულება. 2000-იან წლებში საათის გადაწევა ძირითადად კლიმატური ცვილებების გამო ხდებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს