თბილისში მამა გაბრიელის 12 ხატს ლიტრობით მირონი სდის - სასწაული არსენიძეების ოჯახში და ასობით მომლოცველი ყოველდღიურად

თბილისში მამა გაბრიელის 12 ხატს ლიტრობით მირონი სდის - სასწაული არსენიძეების ოჯახში და ასობით მომლოცველი ყოველდღიურად

ლოტკინის დასახლებაში, ახტალის ქუჩაზე, არსენიძეების ოჯახში მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის. ოჯახის დიასახლისი Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამა გაბრიელის ხატი, ლოტკინზე მდებარე მშენებარე ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე შეიძინა. (ვიდეო)

"ხატმა მირონდენა ივნისის ბოლოს დაიწყო, ზაფხულში ქალაქიდან გავდიოდით და ხატი ტაძარში გვყავდა ჩაბრძანებული, ტაძარში მირონდენა შეწყვეტილი ჰქონდა. რომ ჩამოვედით, ხატი სახლში წამოვაბრძანეთ და მირონდენა ისევ დაიწყო. საკმაოდ ხშირად მოსდის მირონი, დღეში სადღაც ლიტრამდე მირონს ვაგროვებთ და ვაბარებთ ტაძარში", - აცხადებს მაკა ესაკია.

არსენიძეების ოჯახში ხატის მოსალოცად მისული საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვხვდა. მაკა ესაკია ამბობს, რომ დღის განმავლობაში 100-200 ადამიანი მიდის, რის გამოც საღამოს მათ მისაღებად სპეციალური დრო გამოყვეს.

"მოდიან მომლოცველები, კითხულობენ დაუჯდომელს. ჩვენი ხატები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთანაც იყო მიბრძანებული. თავიდან მირონდენა მამა გაბრიელის ერთ ხატს დაეწყო, ამის შემდეგ კიდევ შევიძინეთ წმინდანის რამდენიმე ხატი და მათაც დაიწყეს მირონდენა", - აცხადებს მაკა ესაკია.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომლოცველები ხატს ხშირ შემთხვევაში განკურნებას და გაჭირვებიდან ხსნას სთხოვენ.

"ძირითადად გაჭირვებულები, სნეულებით დაავადებული ხალხი მოდის. კმაყოფილები არიან, ზოგი უკვე განიკურნა", - გვეუბნება ოჯახის წევრი ნინო ფატარიძე.

ლოტკინის დასახლებაში მისულებმა არსენიძეების ოჯახის მეზობლებსაც გავესაუბრეთ. ისინი სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან. ამბობენ, რომ ხატს დიდი ხანია მირონი სდის და მის სანახავად ხალხი რაიონებიდანაც კი ჩამოდის. მეზობლების ინფორმაციით, ხატის მადლმა მძიმე დაავადების მქონე ადამიანებიც განკურნა.

"12 წლის გოგოს გულის მანკი აწუხებდა, საოპერაციოდ ამზადებდნენ, დედამ კი ხატის მოსალოცად მოიყვანა. ოჯახის დიასახლისმა გოგონას მირონი გულზე აცხო, რომელმაც სისხლის ფერი მიიღო. გოგონა მაშინვე განიკურნა. იმის შემდეგ ხშირად მოდის ხოლმე ეს პატარა ბავშვი ხატებთან და ლოცულობს" , - აცხადებს არსენიძეების მეზობელი ნინო.

ისინი ამბობენ, რომ უბანი კიდევ ბევრი სასწაულის მნახველი გახდა.

მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ ლოტკინის მიწა ამ სასწაულის მოვლენის შემდეგ წმინდა მიწა გახდა.

ჩვენ გავესაუბრეთ ხატის მოსალოცად მისულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ მეგობრის, ნათესავისა და მეზობლისგან გაიგეს და ამ სასწაულის ნახვა სურდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხატის მირონდენის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეჰქონდათ.

იხილეთ ვიდეო

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ბერა ივანიშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭის მშობლები გახდნენ