სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები
მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები

იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ლი­დე­რი გახ­დე, ალ­ბათ, უნდა გქონ­დეს თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ძლი­ე­რი გან­ცდა, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ტე­ვე­ბის უნა­რი. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ მათი პი­როვ­ნუ­ლი მო­ტი­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი კა­ცობ­რი­ო­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დიქ­ტა­ტო­რებს, რო­მელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა­საც ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ტო­ძიო ჰი­დე­კი - ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ამავდრო­უ­ლად სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრის, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. იგი მხარს უჭერ­და ია­პო­ნი­ის კავ­შირს ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ას­თან. კი­დე­კი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის გა­ნა­ჩე­ნით. მისი საქ­მე­ე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ნა­თე­ლი გახ­და, რომ ტო­ძიო ჰი­დე­კის რე­ჟიმს 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

იო­სებ სტა­ლი­ნი - 1935-1938 წლებ­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სსრკ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ სა­ჭი­რო იყო იდე­უ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის და მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის ფი­ზი­კუ­რად მოს­პო­ბა. გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ ამ­ჯე­რად ეს ტე­რო­რი თვით კო­მუ­ნის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც იქ­ნე­ბო­და მი­მარ­თუ­ლი. ამ წლებ­ში ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რეს საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის, აგ­რეთ­ვე ხალ­ხის იმ ფე­ნე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც გა­და­ურჩნენ უფრო ად­რე­უ­ლი ხა­ნის წი­თელ ტე­რორს. სტა­ლი­ნის დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, თუმ­ცა, მათი ზუს­ტი ოდე­ნო­ბა დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ლე­ო­პოლდ მე­ო­რე - ბელ­გი­ის მეფე, რო­მე­ლიც ტახ­ტზე 1865 წელს ავი­და და სა­ხე­ლი კონ­გოს აუ­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­პყრო­ბით გა­ით­ქვა. ლე­ო­პოლ­დი გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტიკ კო­ლო­ნი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებ­და: კონ­გოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ით­ვლე­ბოდ­ნენ მე­ფის მო­ნე­ბად და სა­მუ­შა­ოს შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ხე­ლის მტევ­ნებს აჭ­რიდ­ნენ. ლე­ო­პოლ­დის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კონ­გოს მო­სახ­ლე­ო­ბა 20 მი­ლი­ო­ნი­დან 10 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­და, მაგ­რამ მისი სა­ერ­თო მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა 15 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აღ­წევს.

ადოლფ ჰიტ­ლე­რი - ადოლფ ჰიტ­ლერს ალ­ბათ, არ სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნა. იგი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნი­ის ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბის დროს გახ­და და დღემ­დე ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დიქ­ტა­ტო­რად ით­ვლე­ბა. ჰიტ­ლე­რის პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი და რა­დი­კა­ლუ­რი სო­ცი­ალ­დარ­ვი­ნიზ­მი ით­ვლე­ბო­და. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე იგი თავს ეს­ხმო­და ებ­რა­ე­ლებს და სხვა "რა­სობ­რი­ვად ნაკ­ლულ" ერებს, რო­მელ­თა შო­რი­საც იგი ბო­შებს, პო­ლო­ნე­ლებ­სა და რუ­სებს გუ­ლის­ხმობ­და. მისი სო­ცი­ალ­დარ­ვი­ნიზ­მი, რო­გორც სხე­უ­ლით, ისე "სუ­ლით ავად­მყო­ფებს", რო­გორც "სი­ცო­ცხლი­სათ­ვის არა­სა­ჭი­რო" ელე­მენ­ტებს გა­ნი­ხი­ლავ­და. ჰიტ­ლე­რის პო­ლი­ტი­კას 17 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 6 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლი.

მაო ძე­დუ­ნი - ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის და­მა­არ­სე­ბე­ლი მაო ძე­დუ­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი დიქ­ტა­ტო­რე­ბის სი­ა­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. მაოს სას­ტიკ­მა რე­ჟიმ­მა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 20 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ უკვე საკ­მა­ოდ დიდი დრო გა­ვი­და, დღე­ვან­დელ ჩი­ნეთ­ში "მაო ყვე­ლა ცო­ცხალ­ზე უფრო ცო­ცხა­ლია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები

მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები

იმისთვის, რომ ქვეყნის ლიდერი გახდე, ალბათ, უნდა გქონდეს თანაგრძნობის უნარი, სამართლიანობის ძლიერი განცდა, ქვეყნის სიყვარული და მიტევების უნარი. თუმცა, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პიროვნული მოტივები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე დანარჩენი კაცობრიობა. წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს, რომელთა მმართველობასაც ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტოძიო ჰიდეკი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ამავდროულად სამხედრო მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობები ეკავა. იგი მხარს უჭერდა იაპონიის კავშირს ნაცისტურ გერმანიასა და იტალიასთან. კიდეკი სიკვდილით დასაჯეს შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით. მისი საქმეების შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ტოძიო ჰიდეკის რეჟიმს 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ სტალინი - 1935-1938 წლებში საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული. ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხის იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს. სტალინის დიქტატორულ რეჟიმს დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი შეეწირა, თუმცა, მათი ზუსტი ოდენობა დღემდე გაურკვეველია.

ლეოპოლდ მეორე - ბელგიის მეფე, რომელიც ტახტზე 1865 წელს ავიდა და სახელი კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით გაითქვა. ლეოპოლდი განსაკუთრებით სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ახორციელებდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად და სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა, მაგრამ მისი საერთო მსხვერპლის რაოდენობა 15 მილიონ ადამიანს აღწევს.

ადოლფ ჰიტლერი - ადოლფ ჰიტლერს ალბათ, არ სჭირდება სპეციალური წარდგენა. იგი ცნობილი გერმანიის ნაცისტური პარტიის ლიდერობის დროს გახდა და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორად ითვლება. ჰიტლერის პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი ითვლებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა "რასობრივად ნაკლულ" ერებს, რომელთა შორისაც იგი ბოშებს, პოლონელებსა და რუსებს გულისხმობდა. მისი სოციალდარვინიზმი, როგორც სხეულით, ისე "სულით ავადმყოფებს", როგორც "სიცოცხლისათვის არასაჭირო" ელემენტებს განიხილავდა. ჰიტლერის პოლიტიკას 17 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 მილიონი ებრაელი.

მაო ძედუნი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი მაო ძედუნი მსოფლიოს ყველაზე დიდი დიქტატორების სიაში პირველ ადგილს იკავებს. მაოს სასტიკმა რეჟიმმა საბოლოო ჯამში, 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, დღევანდელ ჩინეთში "მაო ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია".

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?