მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი
2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორს - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს გა­სუ­ლი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და. სა­ა­ხალ­წლო წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მისი "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" (ერთი თვის გა­მო­ცე­მუ­ლი) წლის ეროვ­ნულ ბესტსე­ლე­რად და­სა­ხელ­და, ხოლო ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი "წი­ნან­დლის პრე­მი­ის" ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

"ამ­ბე­ბი.გე" წლის ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს გა­ე­სა­უბ­რა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა პო­ეტს რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა პრო­ზა­ში მუ­შა­ო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად კი "გუ­რულ დღი­უ­რებ­ზე?"'

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, პრო­ზა­ში მე­სინ­ჯა ძალა. ესე­ის­ტი­კა ამ "უღ­რან­ში" შე­სას­ვლე­ლად, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გზაა, მე­ტა­ფო­რუ­ლო­ბას ად­ვი­ლად იტანს და პო­ე­ზი­ის "გად­მო­ყო­ლა" ტრა­გე­დია არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ერ­თგვა­რი გარ­და­მა­ვა­ლი ტექ­სტია. რაც შე­ე­ხე­ბა თე­მა­ტი­კას - ეს ბავ­შვო­ბის ემო­ცი­ებ­მა და გუ­რი­ის სიყ­ვა­რულ­მა გან­სა­ზღვრა.

- მუ­შა­ო­ბი­სას რას ფიქ­რობ­დი?

- შა­ბათ-კვი­რას, არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­ში გუ­რი­ა­ში ჩავ­დი­ო­დი და კი­დევ ერთხელ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი გუ­რუ­ლე­ბის ყო­ფას. მე­ო­რე მხრივ, ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სა­კუ­თარ წარ­სულ­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გან­სა­ზღვრეს.

- რა დრო დას­ჭირ­და ამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბას?

- წე­რის პრო­ცეს­მა ერთი წელი წა­ი­ღო, დაკ­ვირ­ვე­ბა კი, ცხა­დია, მთელ შეგ­ნე­ბულ ცხოვ­რე­ბას მო­ი­ცავს.

- მთა­ვა­რი რა იყო, ანუ აქ­ცენტს რაზე აკე­თებ­დი?

- მთა­ვა­რი ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის გუ­რი­აა, რო­მე­ლიც, გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბით, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზო­გად­დე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დის და ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დის - კონ­კრე­ტუ­ლად (ვგუ­ლის­ხმობ ბავ­შვო­ბას) კავ­ში­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. გა­რე­კა­ნი შე­ვარ­დნა­ძის ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

- რო­დე­საც გა­მო­ი­ცა და გავ­რცელ­და, წიგ­ნი აი­ტა­ცეს. დიდი და­ინ­ტერ­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას თუ ელო­დი?

- გა­მიკ­ვირ­და, რომ გა­მოს­ვლი­დან ერთ თვე­ში, წიგ­ნი წლის (2014) ბესტსე­ლე­რი გახ­და. რო­გორც ვიცი, პო­ზი­ცი­ებს არც წელს თმობს. ამის­თვის მკი­თხვე­ლი­სად­მი მხო­ლოდ მად­ლო­ბა მეთ­ქმის. ეს დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლია.

- რო­გორ აფა­სებ?

- ცხა­დია, ჩემი შე­ფა­სე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რია და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ზო­გა­დად, ობი­ექ­ტუ­რა­დაც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია, როცა წიგ­ნი სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის კონ­კუ­რენ­ტი ხდე­ბა, თუნ­დაც იმ სპონ­ტა­ნუ­რი აქ­ცი­ით, რო­მე­ლიც წიგნ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ნიშ­ნა­ვია თუ ლი­ტე­რა­ტუ­რა მო­დურ თე­მად იქ­ცე­ვა.

- "წი­ნან­დლის პრე­მია" - სე­რი­ო­ზუ­ლი ჯილ­დოა... ეს რამ გან­საზვრა?

- ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი, გა­მო­გი­ტყდე­ბით, იმი­თაც იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონ­ზე, მკი­თხველს უკვე და­ა­ვი­წყდა ლექ­სებს თუ ვწერ­დი და ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი კი­დეც ამ დღი­უ­რებ­ზე. წი­ნან­დლის პრე­მია ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის­თვის "პო­ე­ზია - 2008-2013" გად­მო­მე­ცა. წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტო­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძეა, გა­მომ­ცე­მე­ლი - "სი­ეს­ტა"."

- ახლა რა გეგ­მებ გაქვს?

- გარ­და სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მი­ნო­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბი­სა, ვმუ­შა­ობ "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" მე­ო­რე ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც უკვე მხატ­ვრუ­ლი პრო­ზაა და არა ესე­ის­ტი­კა. ასე­ვე ვწერ წიგნს ფეხ­ბურ­თის ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­ზე. ლექ­სე­ბის წე­რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებ, იმე­დია.

ახლა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნი­დან ავ­ტო­რის­თვის საყ­ვა­რელ და მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზოდს გთა­ვა­ზობთ, რომ­ლე­ბიც ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ზეა:

"ერთხელ მო­რი­გი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დამ­შორ­და. საქ­მე ასე იყო, რომ დრო­ე­ბით ჩა­მო­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად ოზურ­გეთ­ში. თბი­ლის­ში მა­შინ ზამ­თრო­ბით ცი­ო­და, ბი­ნებს ვერ ათ­ბობ­დნენ და ნა­ხე­ვა­რი სე­მესტრით გად­მო­იყ­ვა­ნეს "შე­შის ფე­ჩის­თვის". გა­ზა­ფხულ­ზე წა­ვი­და და მე გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ვი­ა­რე და ვი­ა­რე. ლა­მის ქა­ლა­ქის ბო­ლომ­დე, სა­დაც ტრო­ლე­ი­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა იყო და სო­ფე­ლი დვაბ­ზუ იწყე­ბო­და. იქ ძაღ­ლი და­ვი­ნა­ხე. გამ­ხდა­რი და ბეწვგაც­ლი­ლი. მუ­ნი­ანს ვე­ძახ­დით ასეთს. სა­კუ­თა­რი თა­ვი­ვით შე­მე­ცო­და. იქვე ახ­ლოს, ლუ­და­ი­ას ბუტ­კა­ში, მრგვა­ლი პური ვი­ნი­სიე (სად გაქ­რა ახლა ასე­თი პუ­რე­ბი?) და ნა­ტეხ-ნა­ტეხ, ლუკ­მა-ლუკ­მა ვუყ­რი­დი. ის ზოგს ჰა­ერ­ში იჭერ­და, ზოგი პი­რი­დან უვარ­დე­ბო­და. გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი და იმ გო­გო­ზეც ვე­ღარ ვფიქ­რობ­დი. კინო-კად­რი­ვით ამ­ბა­ვი და უცებ ზურ­გი­დან მო­მეს­მა: წა­მოხ­ვალ აწი სახ­ლში? ბე­ბი­ა­ჩე­მი გა­მომ­ყო­ლია და მით­ვალ­თვა­ლებ­და. პირ­ვე­ლად არ გა­უ­კე­თე­ბია ეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან შემ­რცხვა და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. მერე მო­ვუ­ყე­ვი. იცი­ნო­და. მი­თხრა: სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა­აო. მაგ­რამ ისე­ვე, რო­გორც შენ შექ­მნილ სხვა გა­მო­გო­ნე­ბებს, ძნე­ლად ელე­ვიო. ბა­ბუ­ა­შე­ნიო. პო­ლი­კარ­პეს და ნე­ნეს ამ­ბა­ვიო. ვი­ტა­ლი­ამ თავი რომ დე­იხ­რჩოო, კაი რა მე­ი­წი­აო. ელე­ნა ხო გახ­სოვ­სო. ნი­ნა­ია შლე­გი­ა­ნიც. ცალ ყურ­ში მეს­მო­და ეს შე­გო­ნე­ბე­ბი და მეწ­ვო­და ეს ყური. მე­ო­რე­ზე უფრო".

ლალი ფა­ცია

2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი

2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი

ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორს - გიორგი კეკელიძეს გასული წელი წარმატებული ჰქონდა. საახალწლო წიგნის ფესტივალზე მისი "გურული დღიურები" (ერთი თვის გამოცემული) წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა, ხოლო ლექსების კრებული "წინანდლის პრემიის" ფინალში გავიდა.

"ამბები.გე" წლის ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს გაესაუბრა.

- საინტერესოა პოეტს რამ გადაგაწყვეტინა პროზაში მუშაობა, კონკრეტულად კი "გურულ დღიურებზე?"'

- ყოველთვის მინდოდა, პროზაში მესინჯა ძალა. ესეისტიკა ამ "უღრანში" შესასვლელად, მოსახერხებელი გზაა, მეტაფორულობას ადვილად იტანს და პოეზიის "გადმოყოლა" ტრაგედია არ არის. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარდამავალი ტექსტია. რაც შეეხება თემატიკას - ეს ბავშვობის ემოციებმა და გურიის სიყვარულმა განსაზღვრა.

- მუშაობისას რას ფიქრობდი?

- შაბათ-კვირას, არასამუშაო დღეებში გურიაში ჩავდიოდი და კიდევ ერთხელ ვაკვირდებოდი გურულების ყოფას. მეორე მხრივ, ვმოგზაურობდი საკუთარ წარსულში, ადამიანებთან, რომელთაც გარკვეულწილად ჩემი ჩამოყალიბება განსაზღვრეს.

- რა დრო დასჭირდა ამ წიგნზე მუშაობას?

- წერის პროცესმა ერთი წელი წაიღო, დაკვირვება კი, ცხადია, მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოიცავს.

- მთავარი რა იყო, ანუ აქცენტს რაზე აკეთებდი?

- მთავარი ოთხმოცდაათიანი წლების გურიაა, რომელიც, გარკვეული მოსაზრებით, მთელ საქართველოზე ზოგადდება. ძალიან რთული პერიოდის და ძალიან კარგი პერიოდის - კონკრეტულად (ვგულისხმობ ბავშვობას) კავშირი და დაპირისპირება იყო ჩემი მთავარი მიზანი. გარეკანი შევარდნაძის ოთხმოცდაათიანებს უკავშირდება.

- როდესაც გამოიცა და გავრცელდა, წიგნი აიტაცეს. დიდი დაინტერსება გამოიწვია. ამას თუ ელოდი?

- გამიკვირდა, რომ გამოსვლიდან ერთ თვეში, წიგნი წლის (2014) ბესტსელერი გახდა. როგორც ვიცი, პოზიციებს არც წელს თმობს. ამისთვის მკითხველისადმი მხოლოდ მადლობა მეთქმის. ეს დიდი და მნიშვნელოვანი სტიმულია.

- როგორ აფასებ?

- ცხადია, ჩემი შეფასება სუბიექტურია და გახარებული ვარ, მაგრამ ზოგადად, ობიექტურადაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ამბავია, როცა წიგნი სოციალურ სივრცეში პოლიტიკური თემების კონკურენტი ხდება, თუნდაც იმ სპონტანური აქციით, რომელიც წიგნთან ფოტოს გადაღებას გულისხმობს. შესანიშნავია თუ ლიტერატურა მოდურ თემად იქცევა.

- "წინანდლის პრემია" - სერიოზული ჯილდოა... ეს რამ განსაზვრა?

- ჩემთვის ეს ამბავი, გამოგიტყდებით, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გურული დღიურების ფონზე, მკითხველს უკვე დაავიწყდა ლექსებს თუ ვწერდი და ვეჭვიანობდი კიდეც ამ დღიურებზე. წინანდლის პრემია ლექსების კრებულისთვის "პოეზია - 2008-2013" გადმომეცა. წინასიტყვაობის ავტორი ზურაბ კიკნაძეა, გამომცემელი - "სიესტა".''

- ახლა რა გეგმებ გაქვს?

- გარდა საბიბლიოთეკო საქმინობისა და ლექციებისა, ვმუშაობ "გურული დღიურების" მეორე ნაწილზე, რომელიც უკვე მხატვრული პროზაა და არა ესეისტიკა. ასევე ვწერ წიგნს ფეხბურთის ქართულ ისტორიაზე. ლექსების წერასაც გავაგრძელებ, იმედია.

ახლა გიორგი კეკელიძის წიგნიდან ავტორისთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ეპიზოდს გთავაზობთ, რომლებიც ბებია-ბაბუებზეა:

"ერთხელ მორიგი შეყვარებული დამშორდა. საქმე ასე იყო, რომ დროებით ჩამოვიდა სასწავლებლად ოზურგეთში. თბილისში მაშინ ზამთრობით ციოდა, ბინებს ვერ ათბობდნენ და ნახევარი სემესტრით გადმოიყვანეს "შეშის ფეჩისთვის". გაზაფხულზე წავიდა და მე გავედი ქუჩაში და ვიარე და ვიარე. ლამის ქალაქის ბოლომდე, სადაც ტროლეიბუსის გაჩერება იყო და სოფელი დვაბზუ იწყებოდა. იქ ძაღლი დავინახე. გამხდარი და ბეწვგაცლილი. მუნიანს ვეძახდით ასეთს. საკუთარი თავივით შემეცოდა. იქვე ახლოს, ლუდაიას ბუტკაში, მრგვალი პური ვინისიე (სად გაქრა ახლა ასეთი პურები?) და ნატეხ-ნატეხ, ლუკმა-ლუკმა ვუყრიდი. ის ზოგს ჰაერში იჭერდა, ზოგი პირიდან უვარდებოდა. გაშტერებული ვუყურებდი და იმ გოგოზეც ვეღარ ვფიქრობდი. კინო-კადრივით ამბავი და უცებ ზურგიდან მომესმა: წამოხვალ აწი სახლში? ბებიაჩემი გამომყოლია და მითვალთვალებდა. პირველად არ გაუკეთებია ეს, მაგრამ ძალიან, ძალიან შემრცხვა და ტირილი დავიწყე. მერე მოვუყევი. იცინოდა. მითხრა: სიყვარული გამოგონებააო. მაგრამ ისევე, როგორც შენ შექმნილ სხვა გამოგონებებს, ძნელად ელევიო. ბაბუაშენიო. პოლიკარპეს და ნენეს ამბავიო. ვიტალიამ თავი რომ დეიხრჩოო, კაი რა მეიწიაო. ელენა ხო გახსოვსო. ნინაია შლეგიანიც. ცალ ყურში მესმოდა ეს შეგონებები და მეწვოდა ეს ყური. მეორეზე უფრო".

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება