პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა
თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა

კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში დღი­თი­დღე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის კულ­ტუ­რაც და­იხ­ვე­წა და ამ ჟანრს უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ვი­საც სურს, კლუ­ბურ მუ­სი­კას ახა­ლი წლის ღა­მი­თაც მო­უს­მი­ნოს, ძვე­ლით ახალ წელს კლუ­ბუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს სურპრი­ზი ელით, - სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯეი, ამე ეწ­ვე­ვა. დი­ჯეი ამე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთხელ უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და, მან "კა­ზან­ტიპ­ზე" და­უკ­რა.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნიკა ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ამე ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯე­ია მსოფ­ლი­ო­ში. ის რე­ი­ტინ­გით სა­უ­კე­თე­სო დი­ჯე­ე­ბის სა­მე­ულ­შია. ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლე­იბ­ლის "ინერ­ვი­ჟე­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ამ ლე­იბლში შე­დის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი დი­ჯე­ე­ბი, მათ შო­რის ამე და დიქ­სო­ნი. "რე­ზი­დენტ ედ­ვა­ი­ზერ" არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ატა­რებს კონ­კურ­სებს და იქ ფას­დე­ბი­ან დი­ჯე­ე­ბი.

- რითი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს სა­ღა­მო?

- ამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ჯე­ია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. სა­ღა­მო გა­ფორ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ასე­ვე მუ­სი­კა­ლუ­რად, ვი­ზუ­ა­ლურ შო­უ­საც ვთა­ვა­ზობთ მსმე­ნელს. ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი დი­ჯე­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერთ-ერთი იქ­ნე­ბა ეს სა­ღა­მო. სა­მო­მავ­ლოდ დიქ­სო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნაც იგეგ­მე­ბა. მე თვი­თონ ვიც­ნობ ამეს და თა­ვად შევ­თა­ვა­ზე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა. გა­ი­ზარ­და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მსმე­ნელ­თა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვთა­ვა­ზობთ მათ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა

თბილისს პოპულარული დიჯეი ამე ეწვევა

კლუბური ცხოვრება თბილისში დღითიდღე აქტუალური ხდება. ელექტრონული მუსიკის კულტურაც დაიხვეწა და ამ ჟანრს უამრავი მიმდევარი ჰყავს. ვისაც სურს, კლუბურ მუსიკას ახალი წლის ღამითაც მოუსმინოს, ძველით ახალ წელს კლუბური მუსიკის მოყვარულებს სურპრიზი ელით, - საქართველოს ცნობილი მუსიკალური დიჯეი, ამე ეწვევა. დიჯეი ამე საქართველოში ერთხელ უკვე იმყოფებოდა, მან "კაზანტიპზე" დაუკრა.

"ამბები.გე"-ს პროექტის ორგანიზატორი ნიკა ქობულაშვილი ესაუბრა:

- ამე ამჟამად ყველაზე წარმატებული მუსიკალური დიჯეია მსოფლიოში. ის რეიტინგით საუკეთესო დიჯეების სამეულშია. ის ყველაზე წარმატებული ლეიბლის "ინერვიჟენის" წარმომადგენელია, ამ ლეიბლში შედის მსოფლიოს წამყვანი დიჯეები, მათ შორის ამე და დიქსონი. "რეზიდენტ ედვაიზერ" არის პროექტი, რომელიც ყოველწლიურად ატარებს კონკურსებს და იქ ფასდებიან დიჯეები.

- რითი იქნება გამორჩეული ეს საღამო?

- ამე განსაკუთრებული დიჯეია, რომელიც თბილისში არასოდეს ყოფილა. საღამო გაფორმებული იქნება ასევე მუსიკალურად, ვიზუალურ შოუსაც ვთავაზობთ მსმენელს. ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან კარგი დიჯეები ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთ-ერთი იქნება ეს საღამო. სამომავლოდ დიქსონის ჩამოყვანაც იგეგმება. მე თვითონ ვიცნობ ამეს და თავად შევთავაზე თბილისში ჩამოსვლა. გაიზარდა ელექტრონული მუსიკის მსმენელთა რიცხვი საქართველოში და უამრავ საინტერესო პროექტს ვთავაზობთ მათ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება