პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ ჩვენი "კოშმარები" ჩვენზე?
რას ამბობენ ჩვენი "კოშმარები" ჩვენზე?

ძი­ლის დროს ადა­მი­ა­ნის არაც­ნო­ბი­ე­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ში­ნა­გა­ნი ბა­ლან­სი აღად­გი­ნოს. ამ სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ, თქვენ­თვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რა­ტომ გე­სიზ­მრე­ბათ ესა თუ ის კოშ­მა­რე­ბი.

კბი­ლე­ბის ცვე­ნა

ეს სიზ­მა­რი ნიშ­ნავს, რომ თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­მა არ იცის, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, კბი­ლე­ბის ცვე­ნა ადა­მი­ა­ნის მერ­ყე­ო­ბის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. ინ­ტერპრე­ტა­ცია ადა­მი­ა­ნის კონ­კრე­ტულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სი­შიშ­ვლე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შყ­რის ად­გი­ლას

თუკი ასე­თი კოშ­მა­რი გე­სიზ­მრე­ბათ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თავს და­უც­ვე­ლად გრძნობთ. გე­ში­ნი­ათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, იმის შე­სა­ხებ, რომ არ შე­გიძ­ლი­ათ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს ნიშ­ნავს, რომ გე­ში­ნი­ათ სხვი­სი მო­ლო­დი­ნე­ბის გაწ­ბი­ლე­ბა. ასე­ვე, მო­ზარ­დებ­ში ასე­თი სიზ­მრე­ბი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

თუკი და­ი­კარ­გეთ

ეს ერთ-ერთი კოშ­მა­რია, რო­მე­ლიც ხში­რად ესიზ­მრე­ბათ, რო­გორც ბავ­შვებს ასე­ვე, მოზ­რდი­ლებს. ცხა­დია, ბავ­შვე­ბის­თვის ეს ნამ­დვი­ლი კოშ­მა­რია, მაგ­რამ თუკი მსგავ­სი მოზ­რდილს ესიზ­მრე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მან არ იცის, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, ან რა უნდა გა­ა­კე­თოს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

იძი­რე­ბით

ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში ესიზ­მრე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, თუ მათ ძა­ლი­ან ბევ­რი ძალა და­ხარ­ჯეს რა­ი­მე­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს და ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღეს. იმის­თვის, რომ ეს კოშ­მა­რი ავ­ხსნათ, სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ: მარ­ტოა თუ არა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იძი­რე­ბა, თუ მას ვინ­მე მი­ე­ქა­ჩე­ბა ფსკე­რის­კენ.

დევ­ნა

რო­დე­საც სიზ­მარ­ში ვინ­მე დაგ­დევთ, ამას რამ­დე­ნი­მე ახ­სნა აქვს. ერთი: გე­ში­ნი­ათ, რომ ვერ მო­ას­წრებთ იმის გა­კე­თე­ბას, რაც სა­ჭი­როა და მე­ო­რე, რა­ღაც გარ­და­უ­ვალს ელით.

და­ცე­მა

სიზ­მარ­ში სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა ნიშ­ნავს, რომ ან სიკ­ვდი­ლის გე­ში­ნი­ათ, ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის. თუმ­ცა, ხში­რად ასე­თი ვარ­დნა, სიზ­მრის ერთი ფა­ზი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლი­სას, სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი პა­სუ­ხია.

გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რა

ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ თქვენ არ ხართ მზად იმის­თვის, რაც გე­ლით ან უკვე გა­ა­კე­თეთ რა­ი­მე, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს ნიშ­ნავს რომ ად­გი­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იკა­ვებს, სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მას.

თავ­დას­ხმა

თქვენ გე­ში­ნი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის. გა­ში­ნებთ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის კრი­ტი­კა. თუ ასე­თი სიზ­მა­რი მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს ესიზ­მრე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას ძა­ლა­დო­ბის ეში­ნია. ცხა­დია, სიზ­მრის ზუს­ტი ახ­სნის­თვის სა­ჭი­როა გა­ვი­გოთ, რა ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

რას ამბობენ ჩვენი "კოშმარები" ჩვენზე?

რას ამბობენ ჩვენი "კოშმარები" ჩვენზე?

ძილის დროს ადამიანის არაცნობიერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შინაგანი ბალანსი აღადგინოს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენთვის ნათელი გახდება, რატომ გესიზმრებათ ესა თუ ის კოშმარები.

კბილების ცვენა

ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა არ იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი ცხოვრების რეგულირება. გარდა ამისა, კბილების ცვენა ადამიანის მერყეობის სიმბოლოს წარმოადგენს. ინტერპრეტაცია ადამიანის კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

სიშიშვლე საზოგადოებრივი თავშყრის ადგილას

თუკი ასეთი კოშმარი გესიზმრებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს დაუცველად გრძნობთ. გეშინიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, იმის შესახებ, რომ არ შეგიძლიათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. დიდი ალბათობით ეს ნიშნავს, რომ გეშინიათ სხვისი მოლოდინების გაწბილება. ასევე, მოზარდებში ასეთი სიზმრები სირცხვილის გრძნობის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს.

თუკი დაიკარგეთ

ეს ერთ-ერთი კოშმარია, რომელიც ხშირად ესიზმრებათ, როგორც ბავშვებს ასევე, მოზრდილებს. ცხადია, ბავშვებისთვის ეს ნამდვილი კოშმარია, მაგრამ თუკი მსგავსი მოზრდილს ესიზმრება, ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, ან რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად.

იძირებით

ეს იმ შემთხვევაში ესიზმრებათ ადამიანებს, თუ მათ ძალიან ბევრი ძალა დახარჯეს რაიმეში, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერაფერი მიიღეს. იმისთვის, რომ ეს კოშმარი ავხსნათ, საჭიროა ვიცოდეთ: მარტოა თუ არა ადამიანი, რომელიც იძირება, თუ მას ვინმე მიექაჩება ფსკერისკენ.

დევნა

როდესაც სიზმარში ვინმე დაგდევთ, ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი: გეშინიათ, რომ ვერ მოასწრებთ იმის გაკეთებას, რაც საჭიროა და მეორე, რაღაც გარდაუვალს ელით.

დაცემა

სიზმარში სიმაღლიდან ვარდნა ნიშნავს, რომ ან სიკვდილის გეშინიათ, ან სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის. თუმცა, ხშირად ასეთი ვარდნა, სიზმრის ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლისას, სხეულის ბუნებრივი პასუხია.

გამოცდაზე ჩაჭრა

ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ ხართ მზად იმისთვის, რაც გელით ან უკვე გააკეთეთ რაიმე, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია. ეს ნიშნავს რომ ადგილი, რომელსაც ადამიანი იკავებს, სრულიად არ შეესაბამება მას.

თავდასხმა

თქვენ გეშინიათ ადამიანების. გაშინებთ გარშემომყოფების კრიტიკა. თუ ასეთი სიზმარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ესიზმრება, ეს ნიშნავს, რომ მას ძალადობის ეშინია. ცხადია, სიზმრის ზუსტი ახსნისთვის საჭიროა გავიგოთ, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს