პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს
ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს

მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი - პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. "ჰე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ ლა­გო­დე­ხის ქუ­ჩებ­ში 400-მდე უპატ­რო­ნო ძაღ­ლი ბი­ნად­რობს.

ასო­ბით ცხო­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხეს ყო­ველ­დღი­უ­რად უქ­მნის. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ცო­ფი­ა­ნი და აგ­რე­სი­უ­ლია. მში­ე­რი ძაღ­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში შე­დი­ან, ერ­ჩი­ან ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს და ბავ­შვებს.

"ძაღ­ლე­ბი მშივ­რე­ბი არი­ან მთე­ლი დღე, ხალ­ხს ეტა­ნე­ბი­ან. სა­ღა­მოს სახ­ლში ვერ მივ­დი­ვარ ში­ში­სა­გან, რომ ძაღ­ლე­ბი არ შემ­ხვდნენ", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯერ არც პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და არც ფი­ნან­სე­ბი აქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

რა­დიო "ჰე­რე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს

ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს

მაწანწალა ძაღლები - პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მთელს საქართველოში მოუგვარებელია. "ჰერეთის" ინფორმაციით, მხოლოდ ლაგოდეხის ქუჩებში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს.

ასობით ცხოველი მოსახლეობას საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის. მათი უმრავლესობა ცოფიანი და აგრესიულია. მშიერი ძაღლები საცხოვრებელ სახლებში შედიან, ერჩიან ფეხით მოსიარულეებს და ბავშვებს.

"ძაღლები მშივრები არიან მთელი დღე, ხალხს ეტანებიან. საღამოს სახლში ვერ მივდივარ შიშისაგან, რომ ძაღლები არ შემხვდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხალხი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა ხელისუფლებას ჯერ არც პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა და არც ფინანსები აქვს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა