პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა
"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა

"ბიბ­ლუს გა­ლე­რი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. გახ­სნას, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის ჩა­ტარ­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­კურ­სი და 4 გა­მარ­ჯვე­ბულს "ბიბ­ლუ­სის­გან" სა­მახ­სოვ­როდ წიგ­ნე­ბი გა­და­ე­ცათ.

პირ­ვე­ლად "ბიბ­ლუს გა­ლე­რის" სივ­რცე­ში, მსოფ­ლი­ოს 35–ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რჩე­უ­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი ci gusta! გა­იხ­სნა, სა­დაც მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს იტა­ლი­ე­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­ყი­ნით, ტკბი­ლე­უ­ლით, პი­ცი­თა და სა­ლა­თე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

ci gusta!-ს გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, მა­სი­მო ბარ­ბე­რიმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის მთა­ვა­რია მომ­ხმა­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყოს.

"დღე­ი­დან "ბიბ­ლუს გა­ლე­რი­ში" მი­სუ­ლი სტუ­მა­რი უბ­რა­ლოდ კი არ იყი­დის წიგნს, არა­მედ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში მი­ირ­თმევს ყა­ვას, ნა­ყინს, მოვა პა­ტა­რებ­თან ერ­თად და დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რებს", - გა­ნა­ცხა­და მა­სი­მო ბარ­ბე­რიმ.

ci gusta!-ს ცნო­ბი­ლი ბრენ­დი, კომ­პა­ნია Pregel-ის მიერ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მათ ნედ­ლე­ულს კი, ისე­თი მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბი მო­იხ­მა­რენ ნა­ყი­ნი­სა და ტკბი­ლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა "მაკ­დო­ნალდსი", სტარ­ბაქ­სი, KFC და მრა­ვა­ლი სხვა. ამ ბრენ­დის სა­ლა­თე­ბი და პი­ცის ასორ­ტი­მენ­ტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ჯან­სა­ღი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

"ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თათა დგე­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან "ბიბ­ლუს გა­ლე­რი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენს სტუმ­რებს შო­რის არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. ისი­ნი კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ჩვენ­მა ჩა­ნა­ფიქ­რმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და თათა დგე­ბუ­ა­ძემ.

მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის იყო თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ "ბიბ­ლუს გა­ლე­რი" არა მარ­ტო უფ­რო­სე­ბის­თვის არის, არა­მედ პა­ტა­რე­ბის­თვის.

"ბიბ­ლუს გა­ლე­რი" არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია წიგ­ნე­ბი, კაფე, სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნი­კის კუ­თხე, ოპ­ტი­კა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო სივ­რცე.

"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა

"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა

"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას, პოლიტიკოსები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი და 4 გამარჯვებულს "ბიბლუსისგან" სამახსოვროდ წიგნები გადაეცათ.

პირველად "ბიბლუს გალერის" სივრცეში, მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი ci gusta! გაიხსნა, სადაც მოწვეულ სტუმრებს იტალიელი მზარეულების მიერ შექმნილი ნაყინით, ტკბილეულით, პიცითა და სალათებით გაუმასპინძლდნენ.

ci gusta!-ს გაყიდვების მენეჯერმა, მასიმო ბარბერიმ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მთავარია მომხმარებელი კმაყოფილი იყოს.

"დღეიდან "ბიბლუს გალერიში" მისული სტუმარი უბრალოდ კი არ იყიდის წიგნს, არამედ კომფორტულ გარემოში მიირთმევს ყავას, ნაყინს, მოვა პატარებთან ერთად და დროს სასიამოვნოდ გაატარებს", - განაცხადა მასიმო ბარბერიმ.

ci gusta!-ს ცნობილი ბრენდი, კომპანია Pregel-ის მიერ არის დაფუძნებული. მათ ნედლეულს კი, ისეთი მსოფლიო ბრენდები მოიხმარენ ნაყინისა და ტკბილეულის წარმოებაში, როგორიცაა "მაკდონალდსი", სტარბაქსი, KFC და მრავალი სხვა. ამ ბრენდის სალათები და პიცის ასორტიმენტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტებად არის აღიარებული.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის თათა დგებუაძის განცხადებით კი, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან "ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს სტუმრებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენმა ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო", - განაცხადა თათა დგებუაძემ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბიბლუს გალერი" არა მარტო უფროსებისთვის არის, არამედ პატარებისთვის.

"ბიბლუს გალერი" არის მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც გაერთიანებულია წიგნები, კაფე, საბავშვო გასართობი ცენტრი, სათამაშოები, ელექტრონული ტექნიკის კუთხე, ოპტიკა და საპრეზენტაციო სივრცე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია