პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა
 რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა

შუა სა­უ­კე­ნე­ებ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო, რო­დე­საც ვა­სა­ლი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ყმად­ნა­ფი­ციც იყო, მძე­ვალს აგ­ზავ­ნი­და, რი­თაც სა­კუ­თარ მორ­ჩი­ლე­ბა­საც გა­მო­ხა­ტავ­და და სა­ნაც­ვლოდ, ძლე­ვა­მო­სი­ლი ქვეყ­ნის კე­თილ­გან­წყო­ბა­საც მო­ი­პო­ვებ­და. დღეს რომ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყოს, ვის სად გაგ­ზავ­ნი­და პრე­მი­ე­რი:

ერაყ­ში - მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად ხდე­ბა ტე­რაქ­ტე­ბი და მკვლე­ლო­ბე­ბი, ხოლო მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე იტყო­და - "იქ­ნებ შე­ა­გი­ნა და იმი­ტომ აა­ფეთ­ქა", რი­თაც სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლირ­დე­ბო­და, სა­ნაც­ვლოდ კი ერა­ყე­ლე­ბი მად­ლო­ბას შე­მოგ­ვით­ვლიდ­ნენ;

რუ­სე­თი - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე. რუ­სეთ­ში ქალ­თა გავ­ლე­ნა ჯერ კი­დევ დი­დია. გი­ვის იქ ჩას­ვლის შე­დე­გად, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და და ჩვენც ეგებ გვშვე­ლე­ბო­და რამე;

აშშ (კონ­კრე­ტუ­ლად კი ჰო­ლი­ვუ­დი) - ქეთი დო­ლი­ძე. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ის ყვე­ლას აი­ძუ­ლებ­და, რომ ენა­ხათ მისი "კუ­კარ­ა­ჩა";

საფ­რან­გე­თი (შერ­ბუ­რი) - ეს ქა­ლა­ქი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ქოლ­გებ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ამი­ტომ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ იქ მძევ­ლად ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს მი­ვავ­ლენთ, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს ლექ­ცი­ებს თე­მა­ზე - "ქოლ­გა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა";

ჰო­ლან­დია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. იქ ჩა­სულ ექს-პრე­ზი­დენტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ცეს ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბა, რის მე­რეც ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი იფიქ­რე­ბენ - აუ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მა­გა­რი მა­რი­ხუ­ა­ნა ცოდ­ნი­ა­თო და ტუ­რის­ტე­ბის ზღვა მო­გავ­წყდე­ბა;

ვა­ტი­კა­ნი - ეკა ბე­სე­ლია. მისი იქ ჩას­ვლის შემ­დეგ, ვა­ტი­კან­ში აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო რა­დიო და ყვე­ლა­ფერს ეკა ბე­სე­ლია წა­ი­კი­თხავს, ხოლო მის ნათ­ქვამ­ზე - "ხალ­ხო­ო­ო­ო­ო­ოო", მთე­ლი ქვე­ყა­ნა შე­იკ­რი­ბე­ბა;

ინ­გლი­სი - ნიკა მე­ლია. ინ­გლი­სელ დი­დე­ბუ­ლებს ოდით­გან­ვე იტა­ცებ­დათ მე­ლი­ებ­ზე ნა­დი­რო­ბა და თუ ჩვენ მათ ცო­ცხალ მე­ლი­ას გა­ვუგ­ზავ­ნით, უდა­ვოდ კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან;

ია­პო­ნია - აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე და გა­ვა­ყო­ლოთ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი. ისი­ნი ია­პო­ნე­ლებს ას­წავ­ლი­ან კა­რა­ტეს დღემ­დე უც­ნობ ილე­თებს;

ჩი­ნე­თი - გივი თარ­გა­მა­ძე. ის სულს ამოხ­დის ჩი­ნე­ლებს, რის შემ­დე­გაც მათი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რე­ბა;

იტა­ლია - ნიკა ან­თი­ძე, რო­მე­ლიც იტყო­და, რომ კო­ლი­ზე­უ­მი არაა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი და მისი აფეთ­ქე­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცემ­და, მარ­თა­ლია ამით იტა­ლი­ე­ლებს მო­ვიმ­დუ­რებ­დით, სა­მა­გი­ე­როდ "RMG-GOLD"-ი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბო­და;

ევრკავ­ში­რის ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა - ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე. ის პენ­სი­ო­ნე­რებს და­არ­წმუ­ნებ­და, რომ ათი ევ­როს მო­მა­ტე­ბის გამო მად­ლობ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ;

ჩე­ხე­თი - გოგი თო­ფა­ძე. ბო­ლოს მო­უ­ღებს ჩე­ხურ ლუდს, მარ­თა­ლია ჩე­ხე­ბი გა­ნა­წყენ­დე­ბი­ან, სა­მა­გი­ე­როდ, გერ­მა­ნია დაგ­ვრჩე­ბა მად­ლო­ბე­ლი;

ავსტრალია - ნო­დარ ხა­დუ­რი. მუსრს გა­ავ­ლებს ავ­სტრა­ლი­ა­ში არ­სე­ბულ ცხვრებს, მარ­თა­ლია ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი გა­ნა­წყენ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ნო­და­რი იქ­ნე­ბა კმა­ყო­ფი­ლი;

ავ­ღა­ნე­თი - ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე. ის კარ­გად ცნობს ბა­ტონ თა­ლი­ბანს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, რი­თაც ავ­ღა­ნე­ლე­ბის გულს მო­ი­გებს;

სო­მა­ლი - გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე. სო­მა­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბად, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ამომ­რჩე­ველს და­პირ­დე­ბი­ან, რომ ვინც ხმას მის­ცემს, ყვე­ლა გუ­ბა­ზი­ვით გა­სუქ­დე­ბა.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, თუ ვინ სად უნდა გა­იგ­ზავ­ნოს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა შე­იქ­მნას მუშა ჯგუ­ფი, სა­დაც კან­დი­და­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ და შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცე­ბენ. ეს ფაქ­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­ა­ლი ულე­ვია, უბ­რა­ლოდ, მისი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ნა­ხეთ ამ ავ­ტო­რის ყვე­ლა სტა­ტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა

 რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა

შუა საუკენეებში აპრობირებული მეთოდი იყო, როდესაც ვასალი ქვეყნის ხელისუფალი ქვეყანაში, რომლის ყმადნაფიციც იყო, მძევალს აგზავნიდა, რითაც საკუთარ მორჩილებასაც გამოხატავდა და სანაცვლოდ, ძლევამოსილი ქვეყნის კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა. დღეს რომ იგივე სიტუაცია იყოს, ვის სად გაგზავნიდა პრემიერი:

ერაყში - მანანა კობახიძე. ამ ქვეყანაში ხშირად ხდება ტერაქტები და მკვლელობები, ხოლო მანანა კობახიძე იტყოდა - "იქნებ შეაგინა და იმიტომ ააფეთქა", რითაც სიტუაცია დარეგულირდებოდა, სანაცვლოდ კი ერაყელები მადლობას შემოგვითვლიდნენ;

რუსეთი - გივი სიხარულიძე. რუსეთში ქალთა გავლენა ჯერ კიდევ დიდია. გივის იქ ჩასვლის შედეგად, ყველა ბედნიერი იქნებოდა და ჩვენც ეგებ გვშველებოდა რამე;

აშშ (კონკრეტულად კი ჰოლივუდი) - ქეთი დოლიძე. ჩასვლისთანავე ის ყველას აიძულებდა, რომ ენახათ მისი "კუკარაჩა";

საფრანგეთი (შერბური) - ეს ქალაქი მთელს მსოფლიოში ქოლგებთან ასოცირდება და ამიტომ უპრიანი იქნება, თუ იქ მძევლად ავთანდილ ბერიძეს მივავლენთ, რომელიც ჩაატარებს ლექციებს თემაზე - "ქოლგა და მისი გამოყენების ხელოვნება";

ჰოლანდია - მიხეილ სააკაშვილი. იქ ჩასულ ექს-პრეზიდენტს აუცილებლად უნდა მიეცეს ლაპარაკის საშუალება, რის მერეც ჰოლანდიელები იფიქრებენ - აუ, საქართველოში უფრო მაგარი მარიხუანა ცოდნიათო და ტურისტების ზღვა მოგავწყდება;

ვატიკანი - ეკა ბესელია. მისი იქ ჩასვლის შემდეგ, ვატიკანში აღარ იქნება საჭირო რადიო და ყველაფერს ეკა ბესელია წაიკითხავს, ხოლო მის ნათქვამზე - "ხალხოოოოოოო", მთელი ქვეყანა შეიკრიბება;

ინგლისი - ნიკა მელია. ინგლისელ დიდებულებს ოდითგანვე იტაცებდათ მელიებზე ნადირობა და თუ ჩვენ მათ ცოცხალ მელიას გავუგზავნით, უდავოდ კმაყოფილები დარჩებიან;

იაპონია - აკაკი ბობოხიძე და გავაყოლოთ ზურაბ ზვიადაური. ისინი იაპონელებს ასწავლიან კარატეს დღემდე უცნობ ილეთებს;

ჩინეთი - გივი თარგამაძე. ის სულს ამოხდის ჩინელებს, რის შემდეგაც მათი დემოგრაფიული პრობლემა გადაიჭრება;

იტალია - ნიკა ანთიძე, რომელიც იტყოდა, რომ კოლიზეუმი არაა ისტორიული ძეგლი და მისი აფეთქების ნებართვას გასცემდა, მართალია ამით იტალიელებს მოვიმდურებდით, სამაგიეროდ "RMG-GOLD"-ი კმაყოფილი დარჩებოდა;

ევრკავშირის ნებისმიერი ქვეყანა - ზურაბ ტყემალაძე. ის პენსიონერებს დაარწმუნებდა, რომ ათი ევროს მომატების გამო მადლობლები უნდა იყვნენ;

ჩეხეთი - გოგი თოფაძე. ბოლოს მოუღებს ჩეხურ ლუდს, მართალია ჩეხები განაწყენდებიან, სამაგიეროდ, გერმანია დაგვრჩება მადლობელი;

ავსტრალია - ნოდარ ხადური. მუსრს გაავლებს ავსტრალიაში არსებულ ცხვრებს, მართალია ავსტრალიელები განაწყენდებიან, მაგრამ ნოდარი იქნება კმაყოფილი;

ავღანეთი - ალექსანდრე ჭიკაიძე. ის კარგად ცნობს ბატონ თალიბანს და მასთან ურთიერთობის დარეგულირება არ გაუჭირდება, რითაც ავღანელების გულს მოიგებს;

სომალი - გუბაზ სანიკიძე. სომალელი პოლიტიკოსები მას გამოიყენებენ წინასაარჩევნო დაპირებად, კონკრეტულად კი, ამომრჩეველს დაპირდებიან, რომ ვინც ხმას მისცემს, ყველა გუბაზივით გასუქდება.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ ვინ სად უნდა გაიგზავნოს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, სადაც კანდიდატების ვინაობას განიხილავენ და შემდეგ დაამტკიცებენ. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ საქართველოს პოტენციალი ულევია, უბრალოდ, მისი სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ნახეთ ამ ავტორის ყველა სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს