თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე 11 სახანძრო მანქანა იყო გასული. ხანძრის შედეგად საბურავები და ავტომობილის ძველი ნაწილები დაიწვა.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.