მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე შხამიანი ნივთიერება დედამიწაზე
5 ყველაზე შხამიანი ნივთიერება დედამიწაზე

შხა­მე­ბი გა­მუდ­მე­ბით გარს გვაკ­რავს. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რა ხში­რად ხვდე­ბი­ან მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, კონ­სერ­ვის ქი­ლე­ბის შიგ­თავსს, რო­მელ­შიც CLOSTRIDIUM BUTULINUM-ის ჩხი­რი ჩა­სახ­ლდა, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, სა­მა­რის კა­რამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს, ხოლო გა­ტე­ხილ ლუ­მი­ნეს­ცენ­ცი­ურ ნა­თუ­რას- ძლი­ე­რი მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბო­ტოქ­სის ჩხვლე­ტე­ბიც კი, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­მაზ­მა­ნებს არაფ­რად მი­აჩ­ნი­ათ, არც ისე უსაფრ­თხოა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. დღეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი შხა­მე­ბის ხუ­თე­ულს გა­გაც­ნობთ.

ცი­ა­ნი­დი

იდე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი! მოქ­მე­დებს ერ­თბა­შად. იგი ბლო­კი­რე­ბას უკე­თებს სის­ხლის უჯრე­დე­ბის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბას. სულ მცი­რე ცი­ა­ნი­დიც საკ­მა­რი­სია სა­ი­ქი­ო­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად. ეს შხა­მი ძვე­ლი დრო­ი­დან­ვეა ცნო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად მას სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა და­სას­ჯე­ლად იყე­ნე­ბენ. ცი­ა­ნი­დი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბა­ში პლას­ტი­კი­სა და ოქ­როს სა­წარ­მო­ებ­ლად. იგი შე­უც­ვლე­ლია, თუმ­ცა კი ძალ­ზე სა­ში­ში. ბუ­ნე­ბა­ში ცი­ა­ნი­დი ლა­მის ყვე­ლა ხე­ხი­ლის, მა­გა­ლი­თად, ალუბ­ლის, ნუ­შის, გარ­გა­რის კურ­კებ­ში გვხვდე­ბა. ამი­ტომ ფრთხი­ლად იყა­ვით: თუკი მათ უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბით მი­ვირ­თმევთ, შე­საძ­ლოა მო­ვი­წამ­ლოთ კი­დეც.

ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნი

უძ­ლი­ე­რე­სი შხა­მი, რო­მე­ლიც ბო­ტოქ­სის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, სწო­რედ იმის, რა­საც ლა­მაზ­მა­ნე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყე­ნე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად. უნდა ით­ქვას, რომ ბო­ტოქსში შხა­მის დოზა მი­ნი­მა­ლუ­რია, მაგ­რამ მა­საც შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი. სა­ხის კუნ­თებ­მა, რომ­ლებ­შიც პრე­პა­რა­ტი შეჰ­ყავთ, შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მო დე­ფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­დონ. მაგ­რამ კოს­მე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი არც ისე სა­ში­შია. ბო­ტოქ­სის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ინი­ექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა ყლაპ­ვის პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იქ­მნას და მა­შინ ქი­რურ­გე­ბის დახ­მა­რე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

5 ყველაზე შხამიანი ნივთიერება დედამიწაზე

5 ყველაზე შხამიანი ნივთიერება დედამიწაზე

შხამები გამუდმებით გარს გვაკრავს. ადამიანებს ხშირად ვერც კი წარმოუდგენიათ, რა ხშირად ხვდებიან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, კონსერვის ქილების შიგთავსს, რომელშიც CLOSTRIDIUM BUTULINUM-ის ჩხირი ჩასახლდა, თავისუფლად შეუძლია, სამარის კარამდე მიგვიყვანოს, ხოლო გატეხილ ლუმინესცენციურ ნათურას- ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს. ბოტოქსის ჩხვლეტებიც კი, რაც თანამედროვე ლამაზმანებს არაფრად მიაჩნიათ, არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს ყველაზე საშინელი შხამების ხუთეულს გაგაცნობთ.

ციანიდი

იდეალური მკვლელი! მოქმედებს ერთბაშად. იგი ბლო­კირებას უკეთებს სისხლის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. სულ მცირე ციანიდიც საკმარისია საიქიოში გასამგზავრებლად. ეს შხამი ძველი დროიდანვეა ცნობილი. ამჟამად მას სიკვდილმისჯილთა დასასჯელად იყენებენ. ციანიდი ასევე გამოიყენება მრეწველობაში პლასტიკისა და ოქროს საწარმოებლად. იგი შეუცვლელია, თუმცა კი ძალზე საშიში. ბუნებაში ციანიდი ლამის ყველა ხეხილის, მაგალითად, ალუბლის, ნუშის, გარგარის კურკებში გვხვდება. ამიტომ ფრთხილად იყავით: თუკი მათ უზომო რაოდენობით მივირთმევთ, შესაძლოა მოვიწამლოთ კიდეც.

ბოტულოტოქსინი

უძლიერესი შხამი, რომელიც ბოტოქსის მისაღებად გამოიყენება, სწორედ იმის, რასაც ლამაზმანები მთელ მსოფლიოში იყენებენ ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. უნდა ითქვას, რომ ბოტოქსში შხამის დოზა მინიმალურია, მაგრამ მასაც შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. სახის კუნთებმა, რომლებშიც პრეპარატი შეჰყავთ, შესაძლოა, სამუდამო დეფორმაცია განიცადონ. მაგრამ კოსმეტიკური დეფექტი არც ისე საშიშია. ბოტოქსის წარუმატებელი ინიექციების შემდეგ შესაძლოა ყლაპვის პრობლემები წარმოიქმნას და მაშინ ქირურგების დახმარება გახდება საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს