სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აახლებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გარეგინ მელქონიანმა განაცხადა. ის ირწმუნება, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობას ხელს არ შეუშლის. მელქონიანის ინფორმაციით, უკვე განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სომხეთი გააღრმავებს კავშირებს ევროკავშირის ქვეყნებთან.
მისი განმარტებით, ახალ შეთანხმებაში შევა დებულებები ვაჭრობის, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრებისა და კვების პრუდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მელქონიანის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში სომხეთის საგარეო უწყება ევროკავშირთან პოლიტიკური შეთანხმებების ბლოკს ათანხმებს.