მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება
40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება

2007 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან მე­სი­ჯი მი­ვი­ღე - 42 წლის ქალ­ბა­ტო­ნი დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­და, ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა მა­პოვ­ნი­ნე­თო. "მო­ბი­ლი-ზა­ცი­ა­ში" შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გან­ვა­თავ­სე, მაგ­რამ კარ­გა ხანს არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია.

1 თვის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­მი­რე­კა და ნა­ტოს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მთხო­ვა - მისი დე­ი­დაშ­ვი­ლი ვარ, დე­და­მი­სიც აქ­ვეა, გულ­წა­სულს ასუ­ლი­ე­რე­ბე­ნო. ნა­ტო­სა და დე­და­მი­სის ურ­თი­ერ­თო­ბა ტე­ლე­ფო­ნით და­ი­წყო (ნატო მხო­ლოდ 3 წლის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და სა­ბერ­ძნე­თი­დან). ბუ­ნებ­რი­ვია, დე­დას­თან უამ­რა­ვი კი­თხვა ჰქონ­და. უპირ­ვე­ლე­სი კი - რა­ტომ გა­აშ­ვი­ლა წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში. ქალ­ბა­ტო­ნი თინა სა­მა­ჩაბ­ლო­ში ცხოვ­რობს. მან შვილს ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც დაწ­ვრი­ლე­ბით ჰყვე­ბო­და თა­ვის ტკი­ვი­ლი­ან თავ­გა­და­სა­ვალს. ახლა ამ წე­რილს გთა­ვა­ზობთ, შემ­დეგ ნო­მერ­ში კი ნატო თა­ვი­სი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად მო­გიყ­ვე­ბათ (წე­რი­ლი შე­მოკ­ლე­ბუ­ლია, სტი­ლი - და­ცუ­ლი).

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო, ყვე­ლა­ფერს ჩავ­წერ ახლა სი­მარ­თლეს და დაე, ჩემ­მა შვილ­მა გა­ნა­ჩე­ნი თვი­თონ გა­მო­მი­ტა­ნოს უბე­დურ დე­დას....

1964 წლის დე­კემ­ბე­რი... რუს­თავ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ძმას­თან - იქ ვსწავ­ლობ­დი. სო­ფელ­ში, მშობ­ლებ­თან ჩა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს ერგნეთ­ში, დას­თან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ზნა­უ­რის ავ­ტო­სად­გურ­ზე ვი­ყა­ვი. მა­ღალ­მა, შავგვრე­მან­მა ბიჭ­მა ამი­არ-ჩა­მი­ა­რა და გა­მიკ­ვირ­და, ეს სოფ­ლე­ლი ტე­ტია რას ჩა­მა­ცივ­და-მეთ­ქი?! მო­ვი­და ჩემ­თან და მკი­თხა, - ცხინ­ვალ­ში მი­დი­ხა­რო? დიახ-მეთ­ქი. გა­მეც­ნო, ბალ­თე­ლი ვარ, ცხინ­ვალ­ში "შოფ­რად" ვმუ­შა­ო­ბო. სა­ნამ ცხინ­ვალ­ში მი­ვი­დო­დით, ავ­ტო­ბუ­სი გა­ფუჭ­და და ამა­სო­ბა­ში და­ღამ­და კი­დეც. ნო­დარ­მა მი­თხრა, შენს დას­თან ტაქ­სით მი­გიყ­ვა­ნო. არ შემ­ში­ნე­ბია, ერთი რა­ი­ო­ნი­დან ვართ-მეთ­ქი. სახ­ლის ნაც­ვლად მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან მი­მიყ­ვა­ნა. მან­ქა­ნი­დან არ გად­მოვ­დი­ო­დი, მაგ­რამ მტა­ცა ხელი და ციმ­ციმ შე­მიყ­ვა­ნა გო­გო­ნებ­თან - 2 დანი იყ­ვნენ. შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ვე­კა­რი გო­გო­ნებს - ნუ დამ­ღუ­პავთ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს-მეთ­ქი. გო­გო­ნებ­მა გა­მი­გეს და ნო­დარს ჩხუ­ბი და­უ­წყეს, - თუ არ უნ­დი­ხარ, ძა­ლით ხომ არ შე­ირ­თა­ვო?! არა, ჩემი ცოლი უნდა გახ­დე­სო!

3 დღე მათ­თან ვი­ყა­ვი, ვერ და­მი­მორ­ჩი­ლა. მერე მი­თხრა, მან­ქა­ნას მო­ვიყ­ვან და თუ არ გინ­დი­ვარ, ისევ შენს დას­თან მი­გიყ­ვა­ნო. გა­მი­ხარ­და და გავ­ყე­ვი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად მარ­ტო­ხე­ლა მა­მი­დას­თან ამო­მა­ყო­ფი­ნა თავი. აქაც ერთი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე, მაგ­რამ სახ­ლში მა­ინც შე­მიყ­ვა­ნა. მის მა­მი­დას "უპო­ლო" სახ­ლი ჰქონ­და. მე­ო­რე ოთახ­ში შევ­ვარ­დი და კარი ჩავ­კე­ტე. 5 დღე მში­ერ-მწყურ­ვა­ლი ვი­ყა­ვი. მე­ექ­ვსე დღეს ფან­ჯრის მინა ამო­ი­ღო და ისე შე­მო­ვი­და. სა­დის­ტუ­რად და­მი­მორ­ჩი­ლა. მთე­ლი სახე და ტანი და­კაწ­რულ-და­ლი­ლა­ვე­ბუ­ლი მქონ­და. თავი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, ვი­თომ შე­ვე­გუე ყვე­ლა­ფერს. მე­ზობ­ლის გო­გოს ჩემი დედ-მა­მი­სა და სოფ­ლის მი­სა­მარ­თი მი­ვე­ცი. და­უ­რე­კეს მა­მა­ჩემს და ის და ჩემი სიძე მო­ვიდ­ნენ. სი­ძემ ასე და­ლურ­ჯე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, გა­გიჟ­და. - თინა, ძა­ლი­თო?! - კი-მეთ­ქი, - მი­ვუ­გე. მა­მას ჩემი წა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­და, მაგ­რამ სი­ძემ უთხრა, - სად წა­ვიყ­ვა­ნოთ, გა­ბა­ხე­ბუ­ლია და სა­დღა გა­მოვ­ყოთ თა­ვიო. ასე შე­მოვ­რჩი ნო­დარს. რუს­თავ­ში, თა­ვის მა­მი­ნაც­ვა­ლის ძმას­თან წა­მიყ­ვა­ნა და იქ დავ­ბი­ნავ­დით. ჩემს ძმას­თან ხში­რად მივ­დი­ო­დით. ძმას ცოლი ჰყავ­და, აბი­სის­თა­ვი­დან. თა­ვი­დან­ვე ამო­მი­ჩე­მა რძალ­მა და სკო­ლა­შიც რომ დავ­დი­ო­დი, მა­ში­ნაც არ მა­ხა­რებ­და. მე და ნო­დარს რომ გვხე­დავ­და, ინ­ფარ­ქტი ემარ­თე­ბო­და.

ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. ჩემი ძმა გა­და­ე­კი­და, - რას მი­ზი­ხართ აქ, ხალ­ხი რუ­სეთ­ში და­დის, ფული და მან­ქა­ნე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ, რო­დემ­დე უნდა გარ­ჩი­ნო­თო? - შე­წუხ­და ნო­და­რი, საყ­ვე­დუ­რე­ბის ატა­ნა აღარ შე­ეძ­ლო.

ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, - თინა, შენს ძმას უნდა, რომ რუ­სეთ­ში წა­ვი­დე და მივ­დი­ვარ; ბი­ნას, სა­მუ­შა­ოს ვი­შო­ვი, ჩა­მო­ვალ და წა­გიყ­ვა­ნო. ელდა მეცა.

წა­ვი­და ნო­და­რი. უკა­ნას­კნე­ლად მო­მეხ­ვია, ჩამ­კოც­ნა და ტი­რი­ლით გა­ი­ხუ­რა კარი. ძმას­თან ვი­ყა­ვი ხოლ­მე, მაგ­რამ ვაი იმ ყოფ­ნას. სულ მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, - შენ უნდა გარ­ჩი­ნოთ თუ შენი შვი­ლიო?! ყვე­ლა­ფერს ვი­ტან­დი, მაგ­რამ ერთ დღე­საც, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და შევ­კად­რე რა­ღა­ცე­ბი. ძმამ არ და­მინ­დო, ფეხ­მძი­მე ქალი მცე­მა. მშობ­ლებს გა­ვა­გე­ბი­ნე, ჩა­მო­ვიდ­ნენ და წა­მო­მიყ­ვა­ნეს. დავ­რჩი სო­ფელ­ში.

ნო­და­რის­გან არა­ფე­რი ის­მო­და. რო­გორც იქნა, წე­რი­ლი მი­ვი­ღე, ტაშ­კენ­ტში ვარ და ჩა­მო­დიო. დედა ლა­მის გა­გიჟ­და, რუ­სუ­ლი არ იცი, სად უნდა წახ­ვი­დე, დღე-დღე­ზე ხარ მო­სა­ლო­გი­ნე­ბე­ლიო.

1966 წლის 31 დე­კემ­ბერს, დი­ლის 3 სა­ათ­ზე, ხუთ­დღი­ა­ნი ტკი­ვი­ლე­ბის შემ­დეგ მუც­ლი­დან ბავ­შვი ამო­მიყ­ვა­ნეს.

ნარ­კო­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დი, პა­ტა­რა მო­მიყ­ვა­ნეს და მი­თხრეს, - თი­ნი­კო, ნახე, რა კარ­გი გოგო გყავს, 5 კილო და 500 გრა­მი­აო. მე ვუ­პა­სუ­ხე, - მო­მა­შო­რეთ თა­ვი­დან, ნახ­ვაც არ მინ­და, ეგეც ჩემ­ნა­ი­რი უბე­დუ­რი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ახ­ლოს არ მი­გი­კა­რე. დედა მე­ჩხუ­ბე­ბო­და, ძუძუ მო­ა­წო­ვე, მოკ­ვდე­ბაო. მოკ­ვდეს-მეთ­ქი. და­მიყ­ვა­ვეს, ბავ­შვი მო­მიგ­დეს და სუყ­ვე­ლამ დამ­ტო­ვა. ატირ­დი... რაღა უნდა მექ­ნა? მო­გა­წო­ვე ძუძუ და მერე ჩემ­ში დე­დობ­რივ­მა გრძნო­ბა­მაც გა­იღ­ვი­ძა...

იზ­რდე­ბო­დი ჩემი პა­ტა­რა, შავ­ტუ­ხა გოგო... ჩემი საბ­რა­ლო დედა ავად იყო... ცალ­კე დე­დას ვუვ­ლი­დი, ცალ­კე - ჩემს მა­მით ობოლ ბავ­შვს, ცალ­კე - პა­ტა­რა ძმას. 2 თვის იყა­ვი, როცა ძმამ რა­ღა­ცა­ზე გა­მაბ­რა­ზა და ჩექ­მა ვეს­რო­ლე. ბიჭი წა­იქ­ცა და მა­მამ საყ­ვე­დუ­რი მი­თხრა, - რა იყო, შვი­ლო, რამ გა­გა­ბო­რო­ტა, შენც გი­ნა­ხავ, შენს შვილ­საც და გაზ­რდილ ბიჭს მიკ­ლა­ვო? მე­წყი­ნა. თურ­მე, სა­მად­ლო პურს ვჭამ­დი. გა­გახ­ვიე და ერგნეთ­ში წა­ვე­დი. ჩემს დას ფული ვთხო­ვე. 300 მა­ნე­თი მომ­ცა. ნო­დარს დე­პე­შა გა­ვუგ­ზავ­ნე, მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი. გა­დავფრინ­დი ტაშ­კენ­ტში. არა­ვინ დამ­ხვდა. ბი­ნა­ზე მი­ვე­დი ტაქ­სით. იქ მი­თხრეს, აქ იყო და დე­პე­შა მი­ი­ღო თუ არა, გა­და­ვი­დაო.

სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დი და იქ მომ­ცეს მი­სა­მარ­თი, - ჩიმ­კენ­ტში არი­სო. იქაც ჩა­ვე­დი. ვე­ძე­ბე და ვი­პო­ვე, მაგ­რამ ნო­და­რი და­ი­მა­ლა. სხვა ქალი ჰყავ­და. ფეხ­მძი­მედ იყო ისიც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება

40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება

2007 წლის თებერვალში საბერძნეთიდან მესიჯი მივიღე - 42 წლის ქალბატონი დახმარებას გვთხოვდა, ბიოლოგიური დედა მაპოვნინეთო. "მობილი-ზაციაში" შესაბამისი განცხადება განვათავსე, მაგრამ კარგა ხანს არავინ შემხმიანებია.

1 თვის შემდეგ მამაკაცმა დამირეკა და ნატოს ტელეფონის ნომერი მთხოვა - მისი დეიდაშვილი ვარ, დედამისიც აქვეა, გულწასულს ასულიერებენო. ნატოსა და დედამისის ურთიერთობა ტელეფონით დაიწყო (ნატო მხოლოდ 3 წლის შემდეგ ჩამოვიდა საბერძნეთიდან). ბუნებრივია, დედასთან უამრავი კითხვა ჰქონდა. უპირველესი კი - რატომ გააშვილა წლინახევრის ასაკში. ქალბატონი თინა სამაჩაბლოში ცხოვრობს. მან შვილს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც დაწვრილებით ჰყვებოდა თავის ტკივილიან თავგადასავალს. ახლა ამ წერილს გთავაზობთ, შემდეგ ნომერში კი ნატო თავისი განცდების შესახებ თავად მოგიყვებათ (წერილი შემოკლებულია, სტილი - დაცული).

"ჩემო საყვარელო, ყველაფერს ჩავწერ ახლა სიმართლეს და დაე, ჩემმა შვილმა განაჩენი თვითონ გამომიტანოს უბედურ დედას....

1964 წლის დეკემბერი... რუსთავში ვიზრდებოდი, ძმასთან - იქ ვსწავლობდი. სოფელში, მშობლებთან ჩამოვედი და მეორე დღეს ერგნეთში, დასთან წასვლა გადავწყვიტე. ზნაურის ავტოსადგურზე ვიყავი. მაღალმა, შავგვრემანმა ბიჭმა ამიარ-ჩამიარა და გამიკვირდა, ეს სოფლელი ტეტია რას ჩამაცივდა-მეთქი?! მოვიდა ჩემთან და მკითხა, - ცხინვალში მიდიხარო? დიახ-მეთქი. გამეცნო, ბალთელი ვარ, ცხინვალში "შოფრად" ვმუშაობო. სანამ ცხინვალში მივიდოდით, ავტობუსი გაფუჭდა და ამასობაში დაღამდა კიდეც. ნოდარმა მითხრა, შენს დასთან ტაქსით მიგიყვანო. არ შემშინებია, ერთი რაიონიდან ვართ-მეთქი. სახლის ნაცვლად მამიდაშვილებთან მიმიყვანა. მანქანიდან არ გადმოვდიოდი, მაგრამ მტაცა ხელი და ციმციმ შემიყვანა გოგონებთან - 2 დანი იყვნენ. შეშინებული მივეკარი გოგონებს - ნუ დამღუპავთ, შეყვარებული მყავს-მეთქი. გოგონებმა გამიგეს და ნოდარს ჩხუბი დაუწყეს, - თუ არ უნდიხარ, ძალით ხომ არ შეირთავო?! არა, ჩემი ცოლი უნდა გახდესო!

3 დღე მათთან ვიყავი, ვერ დამიმორჩილა. მერე მითხრა, მანქანას მოვიყვან და თუ არ გინდივარ, ისევ შენს დასთან მიგიყვანო. გამიხარდა და გავყევი, მაგრამ ამჟამად მარტოხელა მამიდასთან ამომაყოფინა თავი. აქაც ერთი ამბავი ავტეხე, მაგრამ სახლში მაინც შემიყვანა. მის მამიდას "უპოლო" სახლი ჰქონდა. მეორე ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე. 5 დღე მშიერ-მწყურვალი ვიყავი. მეექვსე დღეს ფანჯრის მინა ამოიღო და ისე შემოვიდა. სადისტურად დამიმორჩილა. მთელი სახე და ტანი დაკაწრულ-დალილავებული მქონდა. თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ შევეგუე ყველაფერს. მეზობლის გოგოს ჩემი დედ-მამისა და სოფლის მისამართი მივეცი. დაურეკეს მამაჩემს და ის და ჩემი სიძე მოვიდნენ. სიძემ ასე დალურჯებული რომ დამინახა, გაგიჟდა. - თინა, ძალითო?! - კი-მეთქი, - მივუგე. მამას ჩემი წამოყვანა უნდოდა, მაგრამ სიძემ უთხრა, - სად წავიყვანოთ, გაბახებულია და სადღა გამოვყოთ თავიო. ასე შემოვრჩი ნოდარს. რუსთავში, თავის მამინაცვალის ძმასთან წამიყვანა და იქ დავბინავდით. ჩემს ძმასთან ხშირად მივდიოდით. ძმას ცოლი ჰყავდა, აბისისთავიდან. თავიდანვე ამომიჩემა რძალმა და სკოლაშიც რომ დავდიოდი, მაშინაც არ მახარებდა. მე და ნოდარს რომ გვხედავდა, ინფარქტი ემართებოდა.

ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი ძმა გადაეკიდა, - რას მიზიხართ აქ, ხალხი რუსეთში დადის, ფული და მანქანები ჩამოჰყავთ, როდემდე უნდა გარჩინოთო? - შეწუხდა ნოდარი, საყვედურების ატანა აღარ შეეძლო.

ერთ დღეს გამომიცხადა, - თინა, შენს ძმას უნდა, რომ რუსეთში წავიდე და მივდივარ; ბინას, სამუშაოს ვიშოვი, ჩამოვალ და წაგიყვანო. ელდა მეცა.

წავიდა ნოდარი. უკანასკნელად მომეხვია, ჩამკოცნა და ტირილით გაიხურა კარი. ძმასთან ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვაი იმ ყოფნას. სულ მეჩხუბებოდნენ, - შენ უნდა გარჩინოთ თუ შენი შვილიო?! ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ერთ დღესაც, ვეღარ მოვითმინე და შევკადრე რაღაცები. ძმამ არ დამინდო, ფეხმძიმე ქალი მცემა. მშობლებს გავაგებინე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს. დავრჩი სოფელში.

ნოდარისგან არაფერი ისმოდა. როგორც იქნა, წერილი მივიღე, ტაშკენტში ვარ და ჩამოდიო. დედა ლამის გაგიჟდა, რუსული არ იცი, სად უნდა წახვიდე, დღე-დღეზე ხარ მოსალოგინებელიო.

1966 წლის 31 დეკემბერს, დილის 3 საათზე, ხუთდღიანი ტკივილების შემდეგ მუცლიდან ბავშვი ამომიყვანეს.

ნარკოზიდან რომ გამოვედი, პატარა მომიყვანეს და მითხრეს, - თინიკო, ნახე, რა კარგი გოგო გყავს, 5 კილო და 500 გრამიაო. მე ვუპასუხე, - მომაშორეთ თავიდან, ნახვაც არ მინდა, ეგეც ჩემნაირი უბედური იქნება-მეთქი. ახლოს არ მიგიკარე. დედა მეჩხუბებოდა, ძუძუ მოაწოვე, მოკვდებაო. მოკვდეს-მეთქი. დამიყვავეს, ბავშვი მომიგდეს და სუყველამ დამტოვა. ატირდი... რაღა უნდა მექნა? მოგაწოვე ძუძუ და მერე ჩემში დედობრივმა გრძნობამაც გაიღვიძა...

იზრდებოდი ჩემი პატარა, შავტუხა გოგო... ჩემი საბრალო დედა ავად იყო... ცალკე დედას ვუვლიდი, ცალკე - ჩემს მამით ობოლ ბავშვს, ცალკე - პატარა ძმას. 2 თვის იყავი, როცა ძმამ რაღაცაზე გამაბრაზა და ჩექმა ვესროლე. ბიჭი წაიქცა და მამამ საყვედური მითხრა, - რა იყო, შვილო, რამ გაგაბოროტა, შენც გინახავ, შენს შვილსაც და გაზრდილ ბიჭს მიკლავო? მეწყინა. თურმე, სამადლო პურს ვჭამდი. გაგახვიე და ერგნეთში წავედი. ჩემს დას ფული ვთხოვე. 300 მანეთი მომცა. ნოდარს დეპეშა გავუგზავნე, მოვდივარ-მეთქი. გადავფრინდი ტაშკენტში. არავინ დამხვდა. ბინაზე მივედი ტაქსით. იქ მითხრეს, აქ იყო და დეპეშა მიიღო თუ არა, გადავიდაო.

სამხედრო კომისარიატში მივედი და იქ მომცეს მისამართი, - ჩიმკენტში არისო. იქაც ჩავედი. ვეძებე და ვიპოვე, მაგრამ ნოდარი დაიმალა. სხვა ქალი ჰყავდა. ფეხმძიმედ იყო ისიც.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია