საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"
"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს აზრი, რომ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის და­ხოც­ვა გა­მო­ი­ღებს შე­დეგს და ხალ­ხს საფრ­თხე აღარ და­ე­მუქ­რე­ბა. 2010 წელს თბი­ლი­სის მე­რი­ის ჩა­ტა­რე­ბულ ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა კომ­პა­ნია "პირ­ველ­მა ვე­ტე­რი­ნარ­მა", რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლის მკურ­ნა­ლო­ბა, ან, თუ მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, მისი ინი­ექ­ცი­ის გზით და­ძი­ნე­ბა იყო. მაგ­რამ კომ­პა­ნი­ამ ორ­ხევ­ში ნამ­დვი­ლი სა­საკ­ლაო მო­ა­წყო - სას­ტი­კი მე­თო­დით ხო­ცავ­დნენ ცხო­ვე­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. 2010-2012 წლებ­ში ასე­თი გზით 85 ათა­სი ძაღ­ლი გა­ნად­გურ­და, თუმ­ცა პრობ­ლე­მა მა­ინც ვერ მოგ­ვარ­და.

ლერი ქვა­რა­ია, ცხო­ვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე:

- ბოლო 5 თვე­ში 112-ში მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე 10 558 ზარი და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც წესი, ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ცხო­ვე­ლი აგ­რე­სი­უ­ლია, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი მხო­ლოდ მა­შინ არი­ან სა­ში­ში, თუ ადა­მი­ა­ნი ცუ­დად მო­ექ­ცე­ვა, ჭა­მის დროს წა­ად­გე­ბა თავ­ზე ან ძა­ლი­ან ახ­ლოს მივა. კი­ნო­ლო­გი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­და­იყ­ვა­ნოს თუ არა ცხო­ვე­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ვუ­ტა­რებთ გა­მოკ­ვლე­ვას. თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, ინი­ექ­ცი­ით ვა­ძი­ნებთ. თუ არ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ვაქ­ვეყ­ნებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვცდი­ლობთ, ვინ­მეს მი­ვა­ბა­როთ. თუ მსურ­ვე­ლი არ გა­მოჩ­ნდა, ძაღლს ვუ­კე­თებთ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას, რომ არ გამ­რავ­ლდეს, ვცრით ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, ყურ­ზე ვუ­კე­თებთ ე.წ. ბირ­კას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია მისი ნო­მე­რი და ვუშ­ვებთ.

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ თბი­ლის­ში 50 ათა­სამ­დე მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი და ორი ამ­დე­ნი კა­ტაა, მაგ­რამ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ზუს­ტი არ არის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი კვლე­ვა არა­სო­დეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მალე ჩა­ტარ­დე­ბა და ზუს­ტი ციფ­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა.

ძაღ­ლი მშვიდ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ 5-6 ლეკვს ყრის, მა­წან­წა­ლო­ბის დროს კი ორ­ჯერ მრავ­ლდე­ბა და შე­საძ­ლოა, 10-12 ლეკ­ვიც და­ყა­როს.

- ორ­ხევ­ში ისევ არის ძაღ­ლე­ბის სა­საკ­ლაო?

- მა­შინ ამ სფე­როს კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა კუ­რი­რებ­და.

მათი მი­ზა­ნი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ძაღ­ლი და­ე­ჭი­რათ, რად­გან თი­თო­ე­ულ ცხო­ველ­ში თან­ხას იღებ­დნენ. ხო­ცავ­დნენ მხო­ლოდ ხვა­დებს, რომ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი ისევ გამ­რავ­ლე­ბუ­ლიყ­ნენ და შე­მო­სა­ვა­ლი მუდ­მი­ვად ჰქო­ნო­დათ.

ჩვენ პო­პუ­ლა­ცი­ის უსაფრ­თხო რა­ო­დე­ნო­ბამ­დე შემ­ცი­რე­ბა გვინ­და.

- რო­გორ და­იც­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თავი ცხო­ველ­თა აგ­რე­სი­ის­გან?

- ცხო­ვე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა. თუ ძაღ­ლი ბუნ­კერ­თან იკ­ვე­ბე­ბა, თქვენ კი ძა­ლი­ან ახ­ლოს ჩა­ივ­ლით, შე­საძ­ლოა, აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნოს. სა­ჭი­როა, ნაგ­ვის გა­დაყ­რის შემ­დეგ ბუნ­კერს თავი და­ვა­ხუ­როთ, ფან­ჯრი­დან ნა­გა­ვი არ გად­მოვ­ყა­როთ, რომ იმ ად­გილს ძაღ­ლი არ მი­ეჩ­ვი­ოს და ჭა­მის დროს გამ­ვლე­ლე­ბი არ დაკბი­ნოს. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით... ამას წი­ნათ ძაღ­ლე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა თავ­შე­სა­ფარ­მა ერთი მა­წან­წა­ლა ძაღ­ლის - ჯუ­ნას ფოტო გა­ავ­რცე­ლა მისი გა­ჩუ­ქე­ბის მიზ­ნით. იგი უკვე წა­იყ­ვა­ნეს კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა... იმე­დია, მალე მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა და ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ აც­რი­ლი და ხალ­ხი­სად­მი კე­თი­ლად გან­წყო­ბი­ლი

ძაღ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"

"თბილისში 50 ათასი მაწანწალა ძაღლია!"

საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ მაწანწალა ძაღლების დახოცვა გამოიღებს შედეგს და ხალხს საფრთხე აღარ დაემუქრება. 2010 წელს თბილისის მერიის ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "პირველმა ვეტერინარმა", რომლის მოვალეობაც დაავადებული ძაღლის მკურნალობა, ან, თუ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მისი ინიექციის გზით დაძინება იყო. მაგრამ კომპანიამ ორხევში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო - სასტიკი მეთოდით ხოცავდნენ ცხოველებს, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი დაავადებული. 2010-2012 წლებში ასეთი გზით 85 ათასი ძაღლი განადგურდა, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

ლერი ქვარაია, ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

- ბოლო 5 თვეში 112-ში მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლების თაობაზე 10 558 ზარი დაფიქსირდა.

როგორც წესი, ხალხი ამბობს, რომ ცხოველი აგრესიულია, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ მაშინ არიან საშიში, თუ ადამიანი ცუდად მოექცევა, ჭამის დროს წაადგება თავზე ან ძალიან ახლოს მივა. კინოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა ცხოველი თავშესაფარში, სადაც ვუტარებთ გამოკვლევას. თუ დადასტურდება, რომ დაავადებულია, ინიექციით ვაძინებთ. თუ არ არის დაავადებული, ვაქვეყნებთ ინფორმაციას და ვცდილობთ, ვინმეს მივაბაროთ. თუ მსურველი არ გამოჩნდა, ძაღლს ვუკეთებთ სტერილიზაციას, რომ არ გამრავლდეს, ვცრით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ყურზე ვუკეთებთ ე.წ. ბირკას, სადაც აღნიშნულია მისი ნომერი და ვუშვებთ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში 50 ათასამდე მაწანწალა ძაღლი და ორი ამდენი კატაა, მაგრამ ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან საქართველოში ასეთი კვლევა არასოდეს ჩატარებულა. მალე ჩატარდება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება.

ძაღლი მშვიდ, ოჯახურ გარემოში წელიწადში ერთხელ 5-6 ლეკვს ყრის, მაწანწალობის დროს კი ორჯერ მრავლდება და შესაძლოა, 10-12 ლეკვიც დაყაროს.

- ორხევში ისევ არის ძაღლების სასაკლაო?

- მაშინ ამ სფეროს კერძო სტრუქტურა კურირებდა.

მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ძაღლი დაეჭირათ, რადგან თითოეულ ცხოველში თანხას იღებდნენ. ხოცავდნენ მხოლოდ ხვადებს, რომ მაწანწალა ძაღლები ისევ გამრავლებულიყნენ და შემოსავალი მუდმივად ჰქონოდათ.

ჩვენ პოპულაციის უსაფრთხო რაოდენობამდე შემცირება გვინდა.

- როგორ დაიცვან მოქალაქეებმა თავი ცხოველთა აგრესიისგან?

- ცხოველის გაღიზიანების მიზეზი ხშირად ადამიანი ხდება. თუ ძაღლი ბუნკერთან იკვებება, თქვენ კი ძალიან ახლოს ჩაივლით, შესაძლოა, აგრესია გამოავლინოს. საჭიროა, ნაგვის გადაყრის შემდეგ ბუნკერს თავი დავახუროთ, ფანჯრიდან ნაგავი არ გადმოვყაროთ, რომ იმ ადგილს ძაღლი არ მიეჩვიოს და ჭამის დროს გამვლელები არ დაკბინოს. ჩვენი მოქალაქეების დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით... ამას წინათ ძაღლების მუნიციპალურმა თავშესაფარმა ერთი მაწანწალა ძაღლის - ჯუნას ფოტო გაავრცელა მისი გაჩუქების მიზნით. იგი უკვე წაიყვანეს კეთილმა ადამიანებმა... იმედია, მალე მოგვარდება პრობლემა და ქუჩაში მხოლოდ აცრილი და ხალხისადმი კეთილად განწყობილი

ძაღლები დარჩებიან.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია ინფიცირებული - დეტალური მონაცემები